ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2010


caxvedi...

წახვედი... და თან წაიღე ჩემი ცხოვრება...
თან გაიყოლე ჩემი ფიქრები, ღამის განდები...
ეს სიყვარული თუკი არასდროს განმეორდება,
ვიცი, დარდისგან, რომ შავ სამარეს მე ვერ ავცდები...
წახვედი... და ჩემი გულიც გიჟივით მოგდვს...
ისევ წითელი, ისევ მფეთქავი, შენთვის ელვარე...
როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა, ასე  რომ მორჩეს...
და ჩემს ცხოვრებას, ჩემს გახარებას, აღარ გეძახდე...
განშორებისას, ჩემი ცრემლები არ გადარდებდა...
არც ახლა იცი, რომ ამ ღამესაც შენთვის ვათენებ....
ისევ ფიქრებში, ისევ დარდებში, კვლავ დამათენდა,
რამ გამახაროს... დილა არ მიყვარს, მე შენ გაღმერთებ!
გაღმერთებ, გესმის?! მე ზეციური გრძნობით მიყვარხარ!
ხო, კვლავ მიყვარხარ და სიკვდილამდე სულ მეყვარები!..
ღმერთმა ხომ იცის, რომ შენს წინაშე სულით წმინდა ვარ.
შენ კი არც მისმენ, უშენობისთვის არც გენანები...
ისე მივიწყებ, თითქოს შენთვის არც რა ვყოფილვარ...
მე კი კკვლავ გელი, ყველგან გეძებ და ყველგან მგონიხარ!..
დაგელოდები! სიწმინდით, ლოცვით, დაგელოდები!..
სანამ მოხვალ და ჩემს ცხოვრებაში განმეორდები...
                                                    მიყვარხარ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები