 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 25 აპრილი, 2010 |
მოდი,ერთად გადავცუროთ სტიქსი, ოპიუმმაც თუ გვათხოვა თრობა, იგრეკს ისევ მივუმატოთ იქსი და გავლიოთ კიდევ ერთი ბზობა. მოდი, ვარდებს დავესესხოთ სუნი, ჩვენი სულიც გამოვტყუოთ ქარონს და აკლდამებს ვუსახსოვროთ სული და ტუჩები შემოაკვდეს ამბორს. დილამ ღამეს დაუხია ფარჩა, გული-ენით დანასერი მეწვის ღამეა და ცაზე მთვარე არ ჩანს, დილაა და წინ ხიდია ბეწვის. წყალივით ვსვამ აბსენტს-მწვანე სითხეს, უსინათლო, კვლავ დავეძებ ოქროს... გზა აებნათ მაწანწალა ვირთხებს, ვეღარ ნახეს სახლი თვისი, სორო. დაისიდან აისამდე იქნებ მეც შევიგრძნო შენი თბილი საშო, მე ბავშვი ვარ და ღამეულ ფიქრებს შევეჩვიე როგორც სათამაშოს მოდი, ერთად გავათიოთ ღამე, თებერვალში გრძელი ღამე იცის... ოღონდ მთხოვე, ოღონდ მთხოვე რამე და ვარსკვლავებს მე მოვპარავ ციმციმს. ნუ მასწავლი ოცნებას და მოცდას და მე ღმერთებს სიცილს გამოვართმევ და სიზიფეს ვერ ატანილ ლოდსაც, მე შენამდე ტიტანივით ვათრევ. ოღონდ მოდი, გადავცუროთ სტიქსი, ოპიუმმაც თუ გვაღირსა თრობა, იგრეკს ისევ მივუმატოთ იქსი და არ მორჩეს სულებს შორის ტკბობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ყოჩაღ,ლექსი მაგარია.გენაც ყოჩაღ,ლექსი მაგარია.გენაც
6. კარგია ბიჭი,ეგრე გააგრძელე კარგია ბიჭი,ეგრე გააგრძელე
5. მოდი, ერთად გავათიოთ ღამე, თებერვალში გრძელი ღამე იცის... ოღონდ მთხოვე, ოღონდ მთხოვე რამე და ვარსკვლავებს მე მოვპარავ ციმციმს.
555 კარგი, საინტერესო სულის ადამიანი და შემოქმები ცანხარ! გისურვებ წარმატებებს! მოდი, ერთად გავათიოთ ღამე, თებერვალში გრძელი ღამე იცის... ოღონდ მთხოვე, ოღონდ მთხოვე რამე და ვარსკვლავებს მე მოვპარავ ციმციმს.
555 კარგი, საინტერესო სულის ადამიანი და შემოქმები ცანხარ! გისურვებ წარმატებებს!
4. და სიზიფეს ვერ ატანილ ლოდსაც, მე შენამდე ტიტანივით ვათრევ.
მომწონს. და სიზიფეს ვერ ატანილ ლოდსაც, მე შენამდე ტიტანივით ვათრევ.
მომწონს.
3. და გავლიოთ კიდევ ერთი ბზობა.
ოპიუმმაც თუ გვაღირსა თრობა,
მეც შევიგრძნო შენი თბილი საშო,
არ ფიქრობ,რომ მკრეხელობაა?? და გავლიოთ კიდევ ერთი ბზობა.
ოპიუმმაც თუ გვაღირსა თრობა,
მეც შევიგრძნო შენი თბილი საშო,
არ ფიქრობ,რომ მკრეხელობაა??
2. კარგი ლექსია! +2!!! კარგი ლექსია! +2!!!
1. მგონი უკვე აღვნიშნე და კიდევ აღვნისნავ -მეც შევიგრძნო შენი თბილი საშო -ეს ფრაზა საერთოდ გადასაშენებელია სასადღაცეთში,სხვაფრივ ლექსი კარგია და +2 მგონი უკვე აღვნიშნე და კიდევ აღვნისნავ -მეც შევიგრძნო შენი თბილი საშო -ეს ფრაზა საერთოდ გადასაშენებელია სასადღაცეთში,სხვაფრივ ლექსი კარგია და +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|