ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატერინე
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2010


კურტიზანი

შენი სხეული ვნებიანი ვერ ჰგუობს კაბას,
არც შენი გრძნობის, სურვილების არავის ესმის,
პეშვით იკავებ ბაგეებზე მზის პირისნაბანს,
წვეთებად გცვივა ტკივილები, ბოღმა და გესლი.

არავინ იცის შენი ტკენა შუაღამეთა,
როცა სატანა გეწვევა და გთავაზობს სიძვას,
შენ გიძნელდება მოთმინების სანთელში ღვენთა
და იღებ ალერსს უსურველის, როგორც სამძიმარს.

ნუ ითვალთმაქცებ, ეგ ნიღაბი ნაოჭს გაგიჩენს,
გულს გაგისიებს, დაგაჭკნობს და გაგაპარტახებს,
ბოღმა დაცალე, მზე მოუვლის მერე დანარჩენს
და აგხსნის ლამაზ მკლავებიდან ცოდვის არტახებს...

აურევს ქარი ქუჩის ფერებს თავის მოლბერტში,
შენც მწიფეს, მსუსხავ ჟრუანტელში დაგატრიალებს,
უკანასკნელი ფოთოლივით წარგტაცებს წარსულს,
ფარული მოტრფე, სიყვარულის მემატიანე.

შენთან ღმერთია, არასდროს რომ არ გტოვებს მარტო,
სულ გულში გიზის და გილაგებს ცრემლიან ფიქრებს,
ღმერთია მაშინ, როცა სული ივსება ტკენით,
ლოცულობს შენთვის, თუნდაც წამით მიხედო იქნებ.

გთხოვს, სანამ კაბა შემოაცვდა შენს დაღლილ სხეულს,
თვალი უსწორე წამით მაინც ღვთისმშობლის მზერას.
შენც მეგვიპტელი მარიამის მოგმადლებს ძალას,
მზიური შუქით გაგანათლებს ვნებათა მძლევარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები