ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანათა
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2008


სანათა - არჩანდას

(კაფია)
მათურას თუ დაისახლდები,
ფერ-გონ ისეც გაქ ფშაური,
წყალობა არ მოგაკლდება,
ხევისბერ ბაღიაურის.
არც ხაჭო-ერბოს დაგნატრებს,
დადღვებას დაგჩვევს კარაქის,
(დაირჩებათ მავან-მავანთა,
აქ შენი "ურაკპარაკი")
დღედაღამ არ გამოგილევს
ხინკალს და პანტის საიას,
შენ ტურ-გეზს გამაჰყვებიან
იმჰოტეპი და კაია...
მეც ყაბულ ნაბახუსევზე
მუქოით ლუდი გიტანოთ,
და
რას იტყვით, "ურაკპარაკიც"
ფშავში რომ გადავიტანოთ?!

წამოდით ფშავში ყველა, ვისაც გიყვართ კარგი ფშაური ლექსი...
იქ კაიკაცობას სხვა ფასი აქვს და კაიკაცები სხვაგვარად გამოცდებიან, იქ ჯერ კიდევ ქალი ქალობს და ვაჟი ვაჟობს, იქ უფროს-უმცროსობაც იციან, დედაშვილობაც, და-ძმობაც და თუ თავისად მიგიღეს, არც შენს დაჩაგვრას აპატიებენ ვინმეს... წამოდით...  ქალაქში ჩამოსული კი არა, ნატურალური ფშავი ნახეთ, ნატურალური ლექსები და შაირ-კაფიები მოისმინეთ, ფშაურ ხინკლით, ერბო-კარაქით და ფშაური ხილის არყით "ჟებოტაურ"(ჟებოტა სოფელია ივრის ფშავში) ჟიპიტაურით მოფშავლებულებმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები