ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე-კომლაძე
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2010


სამშობლო

ბორბალოს მთას რომ ახედავ ცაში,
კლდის ღარებიდან არაგვად ნადენს
თეთრი უბელო ველური რაში,
შემოგაგებებს ცივ სუნთქვას გზაში.
თერგდალეული არაგვის კალთებს
არბევდა ოსი, ლეკი და სპარსი,
ვერას აკლებდა ხევსურის კვართებს,
ბედი მუხთალი, აუგი თარსი.

ყურში ჩამესმა ჩუმი წკრიალი,
თელავს ნაჭედი ფარ-შიმშერისა,
ჩაკრულოს მღერის ომახიანი,
ომში ნაცადი, ხოტბა შვენისა.
ცივგომბორიდან ვშორდები არღუნს
ალაზნის ველი მეპატიჟება,
ღვინის სურნელი დამახვევს თავბრუს,
ერთი დათრობა მეპატიება.

ალაზნის პირას შევხვდები დედას,
ანგელოზებთან ხმატკბილ მგალობელს,
დროის წიაღში თეთრ გუმბათს ვხედავ
დღემდე რომ უძლებს ამ წუთისოფელს.

გადავხედავ ლიხს იქიდან მესმის,
ოდოია, საფერხულო, რერო,
მოვუყვები რიონისპირს ფეხით
მრალჟამიერ, ყელი მოვიღერო.

ბავშვის ხმაზე დაუბერავს სიო
გულში ეკვრის რაჭის ყვავილები.
ქვე-ჭირიმე, ცხენისწყლამდის ვდიო.
მისი სუნთქვით რაფრა დავიღლები.

სვანეთს წავალ იქ ვიპოვი შხარას.
პოეტების უკვდავების წყაროს.
ზეცისაკენ მივუყვები შარას
იმ მხარეში სადაც ლექსი ხარობს.

სვანი კაცის ერთ ძუნწ სიტყვას მუხბე!
ვამჯობინებ ანგელოზთა ქებას,
მთები, ჩემთვის დიაგნოზსაც ადგენს
სვანეთს გული სამუდამოდ მრჩება.

სევდა ფიქრებში ქარბუქად მათოვს
რადგან ფსოუს წყალს ვნატრობ შორიდან
გაგრას ბიჭვინთას სოხუმს და ათონს
სიო თვალებთან ვეღარ მომიტანს.

დროის განგებამ ასე ინება
ერთხანს, მოყვარე ძმათა არევა
არცერთ მეგობარს ეპატიება,
ძმების კამათში ურცხვად ჩარევა.

ისევ იქნება კვლავ ყველა ერთი,
ისევ იღვიძებს დღეს საქართველო
რაჭა, სვანეთი, ოს-აფხაზეთი
ქართლი კახეთი და სამეგრელო
აჭარა მესხეთ ფშავ- ხევსურეთი
ფერეიდანი და იმერეთი
მე ქართველი ვარ, მოწმეა ღმერთი
თუღა ვინატრო ამაზე მეტი.
                                        2010-05-23 თორნიკე კომლაძე(14წლის)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები