 | ავტორი: ბაირონა ჟანრი: პოეზია 26 მაისი, 2010 |
შემოდგომის სერენადა
ვინ რა იცის, ეს ასაკი რა სასწაულს მომიტანს, ღმერთო ჩემო! დედავ ღმერთო! სიყვარული მომინდა. გამოვშორდი გაზაფხულებს, მადლიანს, თუ ცოდვიანს, შემოდგომას სხვანაირი აყვავება სცოდნია...
სხვანაირად ზეობს იგი, სხვა ბანგით და ტკბობითა, და მეც!... შემოდგომისფერი აყვავება მომინდა. სულში რაღაც შორეული, შუქი გადაფოფინდა, კაი ქალი მომენატრა, - სიყვარული მომინდა. მშვენიერი მომენატრა, - ისე ჩემთვის იჩქითად, ლამაზი და ხოშფანდურა აგერ რამდენიც გინდა...
არ გამოდის არაფერი ამ ამღვრეულ თრობიდან, მოკამკამე, ღვინისფერი სიყვარული მომინდა!... არც არავინ არ ბრუნდება ერთგულების ომიდან, დალახვრული ციხისფერი სიყვარული მომინდა.
დალახვრული დანაღმული ისე ჩემთვის იჩქითად, თორემ ქევქევ წმაქაწმუქი, აგერ რამდენიც გინდა. ვაი სულო! ბრმა ვნებები გამიკეთილშობილდა, სულ სხვის სანთელს ვეჩურჩულე, შენს ვარსკვლავზე შობილმა,
განმგებელმა სასთუმალთან სულ სხვა ტაბლა მომიდგა, სიყვარულით გამწარება! - გამგზავრება მომინდა. ნეტავ ვინ ხარ! ვინაც ხვალე, ამ დიდებას მომიტან, ღმერთო ჩემო! სასიკვდილე სიყვარული მომინდა! გამოვშორდი გაზაფხულებს მადლიანს, თუ ცოდვიანს, შემოდგომას სხვანაირი აყვავება სცოდნია...
ქალის განა მოტყუება
რაც არ უნდა ბრმა ვნებების ნათელ ალზე იწვოდე, ვნებებს ნუ დაედევნები, ქალი უნდა იცოდე!
თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს, გქონდეს მამრის ძლიერება , ქალი უნდა იცოდე! ბზინავს. მაგრამ ნება-ნება,მზეზე სკდება ყავარი, ქალის განა მოტყუება?-მოგებაა მთავარი. ასავსავებს ბრბო შავ ხელებს, მიეთით და მოეთით, ქალი რჩეულ სისულელეს უჩუმდება ყოველთვის. დაივიწყე თუ ოდესმე მისგან რამე გტკენია, ქალმა უნდა გააჩაღოს კერიაც და გენიაც. ქალმა უნდა შეაშვენოს ვინც სიზმარში ბოროტობს, ქალმა უნდა დაგვცინოს და დაგვიტიროს ბოლო დროს. თუ უნაზეს ცბიერებიტ გულის სწორი გიწოდეს, გკონდეს მამრის ძლიერება , ქალი უნდა ი ც ო დ ე!
####
მე რომ გოგო მინდოდა, მინდორ-მინდორ მივდოდა, ნეტავ რომელ მინდორში? ნეტავ რომელ მინდორთან?... მოლზე ალვა ბინდობდა, შორს მიმინო ფლიდობდა, ნეტავ რომელ მინდორში? ნეტავ რომელ მინდორთან? მზე სიცილით მინდოდა, ცა თვალებით მინდოდა, ნეტავ რომელ მინდორში? ნეტავ რომელ მინდორთან? თორთქალო და სხივტოტა, მინდორ-მინდორ მივდოდა, განა რამე ისეთი? სიყვარული მინდოდა.
ს ი ყ ვ ა რ უ ლ - ზ ე რატომ?
მიდის ლაპარაკობს ხმამაღლა, ქუჩა მზიანი და ფართო, ჩემი არაფერი არა ხარ, მაინც შემოგხარი, რატომ? იცის ფოთოლმაც და ბალახმაც, მე კი რანაირად გკადრო, ჩემი სასურველი არა ხარ, მაინც მესურვები, რატომ? შენი ჟრუანტელს ჰგავს დანახვა, ტკივილს ვეღარავის ვანდობ, ჩემი დანიშნული არა ხარ, მაინც ვეჭვიანობ, რატომ? სული საოცრებამ დანაღმა, ქუჩა მზიანი და ფართო, ჩემი სიყვარული არა ხარ, მაინც მენატრები, რატომ?
ამბობენ
მყუდროებას და ფოთლებს ამდორებს, მივიწყებული ტყეში ბილიკი, ამბობენ თურმე შენ მე დაგტოვე, ძვირფასო ეს ხომ იყო პირიქით?
დღეებს უცნაურ ცასთან მივყავდით, გვდევდა ტოლთა და სწორთა ქილიკი, ამბობენ თურმე მე არ მიყვარდი, არადა ეს ხომ იყო პირიქით?
და ვზივარ ახლა ჩამქრალ ბუხართან, რა მოხდა? - იტყვის ვინმე ქარაგმით, ვინ ვის სძულდა და ვინ ვის უყვარდა, მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არავინ!
სიბერის ლექსი
შენ რომ ქუდი შემიბრუნე, შენ რომ გული მომტაცევი... აწი რაღაი, ქედნიმხარში ვეღარ შეგელომკაცები. ნეტაი იმ დროს ,ტანხერტალავ , ლენკარით თუ ბოკელათით, სათიბში რომ შეგისწრებდი, ზვინებში რომ მოგბელავდი. ნეტაი იმ დროს! შენს წამწამებს რომ სცვიოდა ია მთების, აწი გულის კუკულებზე ვეღარ დაგინიავდები. დეიზრდება, დეიყივლებს, ი, ჭიორაი ჭუჭულები, მე კი ყირმიზ ყურისძირში ვეღარ ჩეგეფურჩულები. კედლისკენ მაქვს პირი ახლა, კედლებს ჩხვერენ ქორბუდები, ღმერთმა იცის, სასიკეთოდ, შენსკენ თუ გადმოვბრუნდები, ვაიმე!_ რაფერ გიბერდები, და... რაფერ გინათესავდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ქალის განა მოტყუება
რაც არ უნდა ბრმა ვნებების ნათელ ალზე იწვოდე, ვნებებს ნუ დაედევნები, ქალი უნდა იცოდე!
თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს, გქონდეს მამრის ძლიერება , ქალი უნდა იცოდე! ბზინავს. მაგრამ ნება-ნება,მზეზე სკდება ყავარი, ქალის განა მოტყუება?-მოგებაა მთავარი. ასავსავებს ბრბო შავ ხელებს, მიეთით და მოეთით, ქალი რჩეულ სისულელეს უჩუმდება ყოველთვის. დაივიწყე თუ ოდესმე მისგან რამე გტკენია, ქალმა უნდა გააჩაღოს კერიაც და გენიაც. ქალმა უნდა შეაშვენოს ვინც სიზმარში ბოროტობს, ქალმა უნდა დაგვცინოს და დაგვიტიროს ბოლო დროს. თუ უნაზეს ცბიერებიტ გულის სწორი გიწოდეს, გკონდეს მამრის ძლიერება , ქალი უნდა ი ც ო დ ე!
არტეს დღიურში ეს ლექსები!მოეწონა ძალიან!5+++++ეს განსაკუთრებით! ქალის განა მოტყუება
რაც არ უნდა ბრმა ვნებების ნათელ ალზე იწვოდე, ვნებებს ნუ დაედევნები, ქალი უნდა იცოდე!
თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს, გქონდეს მამრის ძლიერება , ქალი უნდა იცოდე! ბზინავს. მაგრამ ნება-ნება,მზეზე სკდება ყავარი, ქალის განა მოტყუება?-მოგებაა მთავარი. ასავსავებს ბრბო შავ ხელებს, მიეთით და მოეთით, ქალი რჩეულ სისულელეს უჩუმდება ყოველთვის. დაივიწყე თუ ოდესმე მისგან რამე გტკენია, ქალმა უნდა გააჩაღოს კერიაც და გენიაც. ქალმა უნდა შეაშვენოს ვინც სიზმარში ბოროტობს, ქალმა უნდა დაგვცინოს და დაგვიტიროს ბოლო დროს. თუ უნაზეს ცბიერებიტ გულის სწორი გიწოდეს, გკონდეს მამრის ძლიერება , ქალი უნდა ი ც ო დ ე!
არტეს დღიურში ეს ლექსები!მოეწონა ძალიან!5+++++ეს განსაკუთრებით!
8. ანმგებელმა სასთუმალთან სულ სხვა ტაბლა მომიდგა, სიყვარულით გამწარება! - გამგზავრება მომინდა. ნეტავ ვინ ხარ! ვინაც ხვალე, ამ დიდებას მომიტან, ღმერთო ჩემო! სასიკვდილე სიყვარული მომინდა! გამოვშორდი გაზაფხულებს მადლიანს, თუ ცოდვიანს, შემოდგომას სხვანაირი აყვავება სცოდნია...
აუ!რა კარგია! ანმგებელმა სასთუმალთან სულ სხვა ტაბლა მომიდგა, სიყვარულით გამწარება! - გამგზავრება მომინდა. ნეტავ ვინ ხარ! ვინაც ხვალე, ამ დიდებას მომიტან, ღმერთო ჩემო! სასიკვდილე სიყვარული მომინდა! გამოვშორდი გაზაფხულებს მადლიანს, თუ ცოდვიანს, შემოდგომას სხვანაირი აყვავება სცოდნია...
აუ!რა კარგია!
7. ,,შემოდგომის სერენადა ,, _ ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი. ,,შემოდგომის სერენადა ,, _ ერთ-ერთი უსაყვარლესი ლექსი.
6. ბრავო! მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსარულობა;) ბრავო! მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსარულობა;)
5. ძალიან ძალიან ძალიან კარგი ლექსებია... მოხიბლული ვარ :) სხვა რა დამრჩენია ავტორს გზას წარმატებისკენ ვუსურვებ :) ძალიან ძალიან ძალიან კარგი ლექსებია... მოხიბლული ვარ :) სხვა რა დამრჩენია ავტორს გზას წარმატებისკენ ვუსურვებ :)
4. momewona da warmatebebi! momewona da warmatebebi!
3. ღმერთო ჩემო! დედავ ღმერთო! სიყვარული მომინდა. გამოვშორდი გაზაფხულებს, მადლიანს, თუ ცოდვიანს, შემოდგომას სხვანაირი აყვავება სცოდნია...
ქალის განა მოტყუება?-მოგებაა მთავარი.
არ ვიცი, ამ გვრდის ავტორის უკან ვინ დგას, მაგრამ გორგილაძის პოეზიას აპოლდიმენტები ეკუთვნის უდაოდ
ღმერთო ჩემო! დედავ ღმერთო! სიყვარული მომინდა. გამოვშორდი გაზაფხულებს, მადლიანს, თუ ცოდვიანს, შემოდგომას სხვანაირი აყვავება სცოდნია...
ქალის განა მოტყუება?-მოგებაა მთავარი.
არ ვიცი, ამ გვრდის ავტორის უკან ვინ დგას, მაგრამ გორგილაძის პოეზიას აპოლდიმენტები ეკუთვნის უდაოდ
2. ძალიან დახვეწილად წერთ, აქედან დავიწყებ :) ულამაზესი ლექსებია.
ვინ რა იცის, ეს ასაკი რა სასწაულს მომიტანს, ღმერთო ჩემო! დედავ ღმერთო! სიყვარული მომინდა. გამოვშორდი გაზაფხულებს, მადლიანს, თუ ცოდვიანს, შემოდგომას სხვანაირი აყვავება სცოდნია...
ქალის განა მოტყუება?-მოგებაა მთავარი
ს ი ყ ვ ა რ უ ლ - ზ ე რატომ?
მიდის ლაპარაკობს ხმამაღლა, ქუჩა მზიანი და ფართო, ჩემი არაფერი არა ხარ, მაინც შემოგხარი, რატომ? იცის ფოთოლმაც და ბალახმაც, მე კი რანაირად გკადრო, ჩემი სასურველი არა ხარ, მაინც მესურვები, რატომ? შენი ჟრუანტელს ჰგავს დანახვა, ტკივილს ვეღარავის ვანდობ, ჩემი დანიშნული არა ხარ, მაინც ვეჭვიანობ, რატომ? სული საოცრებამ დანაღმა, ქუჩა მზიანი და ფართო, ჩემი სიყვარული არა ხარ, მაინც მენატრები, რატომ?
აი, აქ გალაკტიონი მახსენდებოდა, რატომღაც :)
ბოლო ცოტა ნაკლებად :)
ძალიან დახვეწილად წერთ, აქედან დავიწყებ :) ულამაზესი ლექსებია.

1. არ გამოდის არაფერი ამ ამღვრეულ თრობიდან, მოკამკამე, ღვინისფერი სიყვარული მომინდა!...
რაც არ უნდა ბრმა ვნებების ნათელ ალზე იწვოდე, ვნებებს ნუ დაედევნები, ქალი უნდა იცოდე!
თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს, გქონდეს მამრის ძლიერება , ქალი უნდა იცოდე! ბზინავს. მაგრამ ნება-ნება,მზეზე სკდება ყავარი, ქალის განა მოტყუება?-მოგებაა მთავარი.
რა კარგი ლექსებია! არ გამოდის არაფერი ამ ამღვრეულ თრობიდან, მოკამკამე, ღვინისფერი სიყვარული მომინდა!...
რაც არ უნდა ბრმა ვნებების ნათელ ალზე იწვოდე, ვნებებს ნუ დაედევნები, ქალი უნდა იცოდე!
თუ უნაზეს ცბიერებით გულის სწორი გიწოდეს, გქონდეს მამრის ძლიერება , ქალი უნდა იცოდე! ბზინავს. მაგრამ ნება-ნება,მზეზე სკდება ყავარი, ქალის განა მოტყუება?-მოგებაა მთავარი.
რა კარგი ლექსებია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|