ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2010


მოეფერეთ სიცოცხლეს...

დასანანია, ბედნიერებას, თუ ბედნიერი ვერ ეგებები
და შენ, ცოცხალი... მაგ შენს სიცოცხლეს, სიცოცხლეშივე ვერ ეფერები.
მზეს ახედე და დატკბი, თორემ დაგასწრებენ!
სხვა შეხედავს და მოგპარავს... მზეს უყვარს, როცა აფასებენ!..
ცრემლი შეიშრე მოკვდავო, ცრემლი შეიშრე...
გული ღიმილით, სიკეთითა და გრძნობით შეივსე...
თუ გაიღიმებ, მაგ შენს ღიმილში შეგიყვარებენ,
ნუ გგონია, რომ ცრემლის ღვრით, ტანჯვით,- შეგიბრალებენ!..
ის დააფასე, რომ სუნთქავ, ფეთქავ, ადამიანო!..
რატომ არ გინდა, არსებობა რომ აღიარო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები