ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2010


არდადეგები

ბეღურები წყალს სვამენ ეზოში მდგარ ვარცლიდან
მზე ცხიმიან მაჯებზე სახელოებს იკეცავს,
ოქროსთმიან თოჯინას ბავშვი თმას უვარცხნის და
პოდიუმზე გამოყავს, მაინც ვერ დაიხვეწა.

ჩემი სახლის ფანჯარა - ტილო გამხმარ ჩარჩოში
მისაღები ოთახი - მარტოობის სალარო,
მწყემსი თეთრი კრავების ფარას მთიდან წამოშლის
და ქამარში გაირჭობს ნედლი ლერწმის სალამურს.

აირია ამინდი, სწორედ ამის გამოა
რომ მინდვრიდან ბაბუა მოდის ღამენათევი,
კატის კნუტი რომელიც ხეზე ასვლას სწავლობდა
ძირს ეცემა და მიწას პორჭყნის ციცქნა თათებით.

ქარიშხალი მძვინვარებს (ჩანასახში ნიავი)
აივანზე კიდია მზის სხივების ასხმულა,
ახლა შეწყალებაც კი არის ძალზედ გვიანი
უმისობა მისურვოს დაე მეფის ასულმა.

მიმაცილებს მოხუცი შემოსილი ძველმოდურ
აცივდა და ჩიტებიც უკან-უკან იხევენ
ბაბუა კი გადმომცემს ზურგზე შესმულ ჩემოდანს
და ჰორიზონტს გახედავს გაჭრილს ნაშალ ციხემდე.

დღეის შემდეგ ერთმანეთს ისევ უნდა ველოდოთ                                                         
რადგან წინ st-ა და წელიწადის სამი დრო.
                                                                                        2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს