ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2010


პოეტური ნახვამდის სიყვარულს (შეყვარებულს)

რითმა ვესესხე ბუნებას,
ასე მითხრა კმარაო,
ეს ამოდენა რითმება ,
არ მენანება მარაო,
სად ჯანდაბაში მიგაქვს და
სად ჯანდაბაში ფანტავო?
ვუპასუხე ბუნებავ,
ერთი გოგოსთვის მინდაო,
ვემშვიდობები შევპირდი,
გაგირითმავ და წავალო,
გულში ნაკაწრად დამაჩნდა,
მისი ნათქვამი სიტყვები,
დამემშვიდობა წავიდა,
მინდა მივუძღვნა რითმები.
ეგრე დაგეწყო შე კაცო,
ჰა სულ წაიღე რითმები,
დაემშვიდობე სიყვარულს,
უთხარი ნანი ნანაო.
ხოდა ნახვამდის ლამაზო,
კი მენანები მარაო,
სულ ბედნიერად მეყოლე,
ნანანი ნანი ნანაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები