ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნო-შპა
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2010


ერთხელ მაინც

ერთხელ მაინც დამანახე კეთილი,
ერთხელ მაინც გაიმეტე სიმართლე,
ერთხელ მაინც დაივიწყე ფლიდობა-
ბნელს და ტყუილს ანაცვალე სინათლე.

ერთხელ მაინც გაიღიმე გულიდან,
ერთხელ მაინც შეინანე წარსული,
ერთხელ მაინც აღარ აჰყვე სურვილებს -მოაბრუნე, მგზავრი, ქარში წასული.

ერთხელ მაინც გაიხსენე სიკეთე,
ერთხელ მაინც მოიკითხე ძმობილი,
ერთხელ მაინც მოიხადე ბოდიში
და წყნარად თქვი: დიახ, მე ვარ ცოდვილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები