ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თე_თე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ივნისი, 2010


გაუცხოება ...

გაუცხოება ...

პერმანენტული ნაწიბური სავსე ცხოვრებას , სამუდამოდ ...

აზრთა ჭიდილი, ჩვენი კორიდა, ტოროოო,გიხმობენ ... წადი იბრძოლე !

ბოლო წვეთამდე ჩამოცალე გრძნობები თასში, გაივსო... შესვი !

იდარდიმანდე , სევდა ისესხე და ფერადი ბაფთებით შეფუთული, კარებთან დამიტოვე,ღამის თორმეტზე...

მუმიფიცირდა შენი ხელები ... ჩემს სხეულზე ამაოდ დაქრის შენი სუნთქვა, სიოდ ქცეული...

გადამაჩვიე ღრმა ნაფაზებს , ძილის წინ ლოცვა წამიკითხე ,გვერდი მეოცე არ გამოტოვო, სინანულია სიტყვებს მიღმა გადამალული ...

ფანჯრის რაფაზე გამომკვანძე, მთვარეული ვარ ...ვაითუ დაგთმო, ნატიფ  სიჩუმეს ვანაცვალო შენი თვალები ...

მე წავალ , ჩემს არეულ განზომილებაში ვიხეტიალებ ...
თვალებს გიტოვებ, იმ ორ სინათლეს , შენ რომ ეძებდი ...


Te...

24/06/2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები