ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 ივლისი, 2010


_____ ოვანი აზროვნების კრიტიკა

    გინდათ ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ? რათქმაუნდა გინდათ. ეს საიდუმლო სინამდვილეში სიბრძნეა, რომლის გათვალისწინება მხოლოდ სიკეთის მომტანია და არავითარი გვერდითი მოვლენა არ ახლავს თან. საიდუმლო სიბრძნე შემდეგში მდგომარეობს: არავის, არასდროს უნდა დაუმტკიცო რომ ვინმეზე უპირატესი ხარ, - ამისთვის არ უნდა დახარჯო არც ფული, არც დრო და არც რაიმე სახის ენერგია, - რადგან ეს ერთადერთი რამ არის, რასაც ცხოვრება შენს მაგივრად, უსასყიდლოდ აკეთებს. ჰოდა, რატომ დავიწყე აქედან? - არ ვიცი. სულ სხვა რამის თქმა მინდოდა.
    ამ სტატიის სათაურთან დაკავშირებით ვიტყვი ორიოდ სიტყვას, რათა გაუგებარი არ დარჩეს ტირედწოდებული ხაზისა და ასობგერათა სინთეზი. ეს უბრალოდ სწორი ხაზია, რომელიც "ოვანი"-თ ბოლოვდება და შესაბამისი სიტყვის დანახვა არ უნდა იყოს ძნელი საქმე, თუმცა არა  _____ ოვანი  აზროვნებისთვის. აზროვნება აქ პირობითი მცნებაა. უფრო მეტად სხვისი ნააზრევით დატვირთული მანქანის მოძრაობას ჰგავს ეს პროცესი, სადმე თუ გადაუხვია, ტვირთის სიმძიმის გამო შეიძლება გადაბრუნდეს და ამიტომ იძულებულია პირდაპირ იაროს. რაღა დარჩა? - მესამე სიტყვა კრიტიკაა. რატომ ვაკრიტიკებ? - ეს მართლაც ძნელი ასახსნელია  _____ ოვანი  აზროვნებისთვის, რადგან რაც არ უნდა დავწერო ეხლა, მავანი  _____ ოვანი  მაინც მკითხავს: ვერაფერი გავიგე, რისი თქმა გინდოდა? საქმეც იმაშია რომ არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან სათქმელი ძალიან ბევრია. აქ  _____ ოვნად  მეტყვიან: მერედა სთქვი ამ ბევრიდან ცოტა მაინც, ილაპარაკე, ვინ გიშლის? ძალიან კარგი, მეც ვლაპარაკობ, მაგრამ პირველი კითხვა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩემს თავზე: ვერაფერი გავიგე, რისი თქმა გინდოდა? თუმცა არის მეორე სახე და განწყობა  _____ ოვნებისა , როცა იგი ამბობს რომ ყველაფერი უკვე დიდი ხნის წინ არის ნათქვამი. დიახ, ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა ადამიანები დადგნენ არჩევანის წინაშე და ერთხმად, ერთი ამოსუნთქვით აირჩიეს, უფრო სწორად გადაარჩინეს ერთერთი ორიდან, მეორე კი სასიკვდილოდ გაიმეტეს. განა მაშინაც არ ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი უკვე დიდი ხნის წინ იყო ნათქვამი და ამიტომ არ ირწმუნეს მისი. განა იმიტომ არ გააკეთეს ასეთი არჩევანი, რომ მათი ფავორიტის მოტივაცია ადვილი გასგები იყო, განსხვავებით იმისგან, ვინც სასიკვდილოდ გაიმეტეს. შემდეგ ყველაფერი ძველებურად, ანუ  _____ ოვნად გაგრძელდა და დღემდე ასეა მიღებული, რომ ზოგიერთი სათქმელს მთლიანად ამოწურავს და  _____ ოვან  აპლოდისმენტებსაც იმსახურებს, ზოგი რამ კი საუკუნოდ დადუმებულა მეორედ მოსვლის მოლოდინში: "დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა..."
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები