ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სავანელი
ჟანრი: იუმორისტული
20 ივლისი, 2010


ტიტუუუუუ

    ჩოხატოურში ერი დაფხავებული "პაზიკის" ავტობუსი რომ დეიარება, ეეე, იიი დეეჯახა აქვსენტია რომ არი, ჩვენი და ერიწამში გააძრო სული.  იიი ავტობუსი ხუთზე მეტით კარ დაღინწიალებდა მარა მაინც...
    ჰოოოდა, მიასვენეს ეს შენი აქვსენტია ოდაზე, მარა თვალები ვერ დუუხუჭეს ვერასდიდებით. დუუხუჭავენ და დააფჩენს ისევლე რაფრაც ღლავი აფჩენს ჭამიზა გახაზირებულ პირს. დაასვენეს მუორე სართულის ზალის ცენტრში და მეიხოკეს ლოყები და გეიწეწეს თმები ქალებმა. აქვსენტიეს ქალი აგრაფინა  აქტიურობდა ნამეტანს (მისი ქალი იყო და აპა მე ხვარ გავდელდებოდი მისდა?).
- ნენაააააააა, აქვსენტიეეეეე, რაფრა მომჯაყე და დამაფსე, შე მოსასპობოოოოოო (მეტი რაფრა მეისპობოდა მარა... მაინც), ჩემთვის ხო გაზაფხული აღარ მუა უშენოოოოოდ (ისე რაფრა ოდოიასავით ტირილი იციან გურულებმა?!)!
ამ ვიშვიშში კი დუუარა თავისკენიდან აქვსენტიეს და ელანძე შემოეფეთა მისი გაყინული თვალები...
- ტიტუუუუუუუუ, ტიტუუუუუ, აქანა რომ დაგიყლეპია თვალები ტრასაზე გეგეხედა შე უპატრონოოოოოოოოო!
აი ამბავი ჩემი მოგონილი კარაა, მარა ... მაინც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები