-ქუჩაში კევის გაბერვა და ხმამაღალი სიცილი არ შეიძლება,ვუთხარი ელენეს და ქერა თავზე ხელი დავადე. -რატომ?მკითხა სრულიად ბავშვურად -არ ვიცი,მეც ასე მასწავლა ბებიაშენმა. -სემიჩკის ჭამა? -მაგას მზესუმზირა ჰქვია და არც ეგ შეიძლება. -სახლში? არც სახლში.! -აბა რატომ მოიგონეს სემიჩკა მზესუმზირა? -ცოტახანი გაჩუმდი რა?შევევედრე და თლილი თხელი თითები ხელში მოვიქციე...საბა ჩუმად მომყვებოდა,ისე იყო ნაყინის ჭამით გართული,რომ ჩვენი ინტერვიუდან არც არაფერი გაუგია. -დე მარტი ხომ გაზაფხულია,რატომ ცივა? აღარ ვუპასუხე...ვფიქრობდი ამ დროს:ფინანსურ კრიზისზე,"ყაზტრანსგაზისა" და "თელასის"დაუნდობლობაზე,საბას გლანდებზე და ელენეს კარიესსზე. --დეე,მთვალე ლომ ჩამოვალდეს და ჩვენს კოლპუსს დაეცეს გაჭკლიტავს?-კოსმოსიდან ჩამოფრინდა საბა. -კი გაჭყლიტავს..თასმა შეიკარი თორემ წაიქცევი. -ლო ალ ვიცი? -მაშინ არ შეიკრა...არც შემიხედავს ისე ვუპასუხე. -დე ჰამბურგერი მიყიდე რაა?ყელი გამოიღადრა გოგომ. -ქუჩაში ჭამა არ შეიძლება ელენე!ავუწიე ტონს. -ამერიკაში რომ ჭამენ?-არ მომეშვა -აუუ ჰამელიკაში ცავიდეთ ლა "კვანცბო" უნდა გავიცნო,აუ დე ლოდის წავალთ? -მალე.-მოვიშორე საბა.... -მე ლიფტსი ალ სემოვალ! -შენ რა კაცი ხარ ლიფტის გეშინია. -დე უთხალი გაჩუმდეს თოლემ თმას დავაგლიჯებ! -აბა გაბედე და გოგოს ხელი დაარტყი!,გავამკაცრე ტონი და თითქმის წიხლით შევტენე ლიფტში. იქიდან ორივე ატირებული გამოვიყვანე,რადგან ისე მოულოდნელად შეაფრინდნენ ერთმანეთს თმაში, გონზე მოსვლა და გაშველება ვერც მოვასწარი,.მათთან ერთად მეც ავტირდი,მამამ კი მშვიდად გაგვიღო კარი და ტელევიზორს დაუბუნდა ლუდით ხელში,მხოლოდ გაეცინა,იცოდა რაც მოხდებოდა...მხოლოდ მე მითხრა მეათასედ-შენ რაღა გატირებს ამხელა ქალი ხარო.. მე არ მიყვარს რომ ჩხუბობენ ჩემი შვილები... დილით: -ელენე გაიღვიძე ცხრა დაიწყო. -აუ დე მუცელი მტკივაა... -რაა?წამოხტა მამა დაფეთებული. -დამშვიდდი "ბუნება" აქვს დღეს. -ააა...მშვიდად დაიფარა ბალიში თავზე. -ელენეს არ არგო მუცლის ტკივილმა,ბუნენის გაკვეთილის დღეს სულ მუცელი სტკივა,არ უყვარს ბუნების გაკვეთილი...მაინც ადგა. -დეე საბამ რეიტუზი ისევ უკუღმა ჩაიცვაა -მოკეტე გოგო თოლემ დაგაგლიჯებ თმებს,გაცხარდა საბა -აბა გაბედე და გოგოს ხელი დაადე -ავწივლდი და გაწეწილი შევარდი ბავშვების ოთახში. იქ კი ისეთი ლამაზი ოთხი თვალი,დაწითლებული ლოყები,გაბერილი ტუჩები და პატარა ტიტლიკანა ფეხები მხვდება,რომ უცებ ვმშვიდდები და სამტროდ შესულს გული სიხარულით და სიყვარულით მევსება.... -ყავა მომიდუღეე ,-იძახის ქმარი. -ბავშვებს გავაცილებ და მერე,-ვპასუხობ,მაგრამ მაინც სამზარეულოში გავდივარ ყავისთვის... -კბილები გაიხეხეთ და ლოცვა წაიკითხეთ!ტექსტს არასოდეს ცვლის მამა...ლოცვას ყოველთვის სადარბაზოში იწყებენ და მარკეტთან დამასრულებელ პირჯვარს იწერენ...აქ ხელიხელჩაკიდულები მიდიან,ამ დროს ერთმანეთი ჰყავთ მარტო და ზრუნავენ:და ძმაზე და ძმა დაზე...ერთმანეთის ჩანთებიც დააქვთ და ფუნთუშასაც არ მიირთმევენ უერთმანეთოდ..მე კი მეოთხე სართულიდან ვუყურებ როგორ გაზრდილან ჩემი შვილები და თვალებით ვსახავ პირჯვარს..........
...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. ძალიან, ძალიან მომეწონა ! +++++ ძალიან, ძალიან მომეწონა ! +++++
43. მეც მინდა შვილები :D ოღონთ სხვისები არა :D პრინციპში სხვისებიც კარგია გააჩნია ოღონთ :)
კაი მომეწონაა !! +++++ მეც მინდა შვილები :D ოღონთ სხვისები არა :D პრინციპში სხვისებიც კარგია გააჩნია ოღონთ :)
კაი მომეწონაა !! +++++
42. მომეწონააააააა მომეწონააააააა
41. მიყვარს აქ მე.. და სულ მოვდივარ და სულ ვკითხულობ აქაურობას.. და ერთი ლამაზი გოგო მიყვარს კიდევ ძალიან, დრო მოვიდა რომ ქვია და უთბილესი რომაა :-* მიყვარს აქ მე.. და სულ მოვდივარ და სულ ვკითხულობ აქაურობას.. და ერთი ლამაზი გოგო მიყვარს კიდევ ძალიან, დრო მოვიდა რომ ქვია და უთბილესი რომაა :-*
40. --დეე,მთვალე ლომ ჩამოვალდეს და ჩვენს კოლპუსს დაეცეს გაჭკლიტავს?-კოსმოსიდან ჩამოფრინდა საბა. -კი გაჭყლიტავს..თასმა შეიკარი თორემ წაიქცევი. -ლო ალ ვიცი? -მაშინ არ შეიკრა...არც შემიხედავს ისე ვუპასუხე. ეს წაკითხული მაქვს , მგონი, მაგრამ კომენტარი ვერ ვნახე ჩემი, არადა უნდა ვთქვაააა... ისეთი თბილიააა. რა ლამაზია! ...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო. აუუუ, როგორ მომწონს! როგორ ვისიამოვნე და გავთბიიიი... პუნქტუაცია მისახედია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ამაზე არაფერს ვამბობ, ისე ავივსე... --დეე,მთვალე ლომ ჩამოვალდეს და ჩვენს კოლპუსს დაეცეს გაჭკლიტავს?-კოსმოსიდან ჩამოფრინდა საბა. -კი გაჭყლიტავს..თასმა შეიკარი თორემ წაიქცევი. -ლო ალ ვიცი? -მაშინ არ შეიკრა...არც შემიხედავს ისე ვუპასუხე. ეს წაკითხული მაქვს , მგონი, მაგრამ კომენტარი ვერ ვნახე ჩემი, არადა უნდა ვთქვაააა... ისეთი თბილიააა. რა ლამაზია! ...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო. აუუუ, როგორ მომწონს! როგორ ვისიამოვნე და გავთბიიიი... პუნქტუაცია მისახედია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ამაზე არაფერს ვამბობ, ისე ავივსე...
39. აუ,რა კარგიაააა .... ბავშობაში წამიყვანააა .... :) აუ,რა კარგიაააა .... ბავშობაში წამიყვანააა .... :)
38. თბილი და საყვარელიი + თბილი და საყვარელიი +
37. ვაიმეე..ფინალი....დროო...:) მართალიაა??როდის ელოდებით??:-* :-* ვაიმეე..ფინალი....დროო...:) მართალიაა??როდის ელოდებით??:-* :-*
36. მოვედიი ისევვ ;;) :-*
უყვარხარ სალოს :-* მოვედიი ისევვ ;;) :-*
უყვარხარ სალოს :-*
35. ძალიან კარგია +5 ძალიან კარგია +5
34. ...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო. -კარგად წერ ხო იცი!:)ძალიან კარგი ფინალი აქვს.რამდენ რამეს გვაკეთებინებენ ძალად ეს შვილები! ...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო. -კარგად წერ ხო იცი!:)ძალიან კარგი ფინალი აქვს.რამდენ რამეს გვაკეთებინებენ ძალად ეს შვილები!
33. ..აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო.
:):):):)(ბევრი გულის სმაილი) და ბევრი(სიყვარული) რომ გამათბე ესე ..აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო.
:):):):)(ბევრი გულის სმაილი) და ბევრი(სიყვარული) რომ გამათბე ესე
32. ვა. კარგი იყო.
განსაკუთრებით - არ მიყვარს ხაჭო.
ანუ მოულოდნელი ფრაზა და ზუსტი წერტილი ამ ფრაზის ბოლოს.
ნამდვილად კარგი იყო! ჰო... ვა. კარგი იყო.
განსაკუთრებით - არ მიყვარს ხაჭო.
ანუ მოულოდნელი ფრაზა და ზუსტი წერტილი ამ ფრაზის ბოლოს.
ნამდვილად კარგი იყო! ჰო...
31. თუ დრო არ მოდის ჩემთან, მაშინ მე მივალ მასთან და ვეტყვი: გამარჯობა !... სადაა წასული წამები ?... სად შეაფარეს თავი ?... სადაა სივრცე , შენი და. სადა ხართ ,როცა ხელი–ხედჩაკიდებულნი შენ და სივრცე ინაწილებთ სამყაროს ?... სად გეძებოთ რომ გითხრათ როგორ ხართ ? სადამდე ?.. სადამდე?... სადამდე იფრენთ ასე, უსაზღვროდ ?... მაგრამ რა სულელური შეკითხვაა... რომელიც უკვე შეიცავს პასუხის ჩანასახს: " უსაზღვროდ " თუ დრო არ მოდის ჩემთან, მაშინ მე მივალ მასთან და ვეტყვი: გამარჯობა !... სადაა წასული წამები ?... სად შეაფარეს თავი ?... სადაა სივრცე , შენი და. სადა ხართ ,როცა ხელი–ხედჩაკიდებულნი შენ და სივრცე ინაწილებთ სამყაროს ?... სად გეძებოთ რომ გითხრათ როგორ ხართ ? სადამდე ?.. სადამდე?... სადამდე იფრენთ ასე, უსაზღვროდ ?... მაგრამ რა სულელური შეკითხვაა... რომელიც უკვე შეიცავს პასუხის ჩანასახს: " უსაზღვროდ "
30. რა კარგი ხარ :* რა კარგი ხარ :*
29. :))ძალიან თბილია და სათუთი+777 :))ძალიან თბილია და სათუთი+777
28. Miyvarxar Xatooooooo :* Miyvars Sheni Shvilebiiii :*:*:* nini Varrr
Miyvarxar Xatooooooo :* Miyvars Sheni Shvilebiiii :*:*:* nini Varrr
27. Miyvarxar Xatooooooo :* Miyvars Sheni Shvilebiiii :*:*:* nini Varrr
Miyvarxar Xatooooooo :* Miyvars Sheni Shvilebiiii :*:*:* nini Varrr
26. მე დედისერთა ვარ:(
მახსოვს ეს ნაწერი და ძალიან მიყვარს... ბოლო შეგიცვლია და ეგ ცვლილება კიდევ უფრო მახარებს :-*
მე დედისერთა ვარ:(
მახსოვს ეს ნაწერი და ძალიან მიყვარს... ბოლო შეგიცვლია და ეგ ცვლილება კიდევ უფრო მახარებს :-*
25. მე ერთი ვარ. ეჰჰჰ:(
მე ერთი ვარ. ეჰჰჰ:(
24. ...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო.
დროო.., დროოო... ჩაგეხუტა სალო და გააბერიილ მუცელზე მოგეფერაა :-*
...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო.
დროო.., დროოო... ჩაგეხუტა სალო და გააბერიილ მუცელზე მოგეფერაა :-*
22. აი რაშია ცხოვრების სილამაზე,უბრალო და ლამაზი აი რაშია ცხოვრების სილამაზე,უბრალო და ლამაზი
21. უთბილესი და უსაყვარლესი ნაწერია! დროვ, მშვენიერი და გულიანი დრო ხარ შენ!
უფალმა ნუ მოგიშალოს ეს ბედნიერება!!!
ნაწერს და ამ მოტიტინე ანგელოზებს კი ჩემი უთბილესი და გულიანი მოწონება და სიყვარული!!! უთბილესი და უსაყვარლესი ნაწერია! დროვ, მშვენიერი და გულიანი დრო ხარ შენ!
უფალმა ნუ მოგიშალოს ეს ბედნიერება!!!
ნაწერს და ამ მოტიტინე ანგელოზებს კი ჩემი უთბილესი და გულიანი მოწონება და სიყვარული!!!
20. კარგი ჩემგან აქ!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან აქ!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
18. --დეე,მთვალე ლომ ჩამოვალდეს და ჩვენს კოლპუსს დაეცეს გაჭკლიტავს?-კოსმოსიდან ჩამოფრინდა საბა. :) :) :) საყვარელი....
...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. :-*
ძალიან,ძალიან რაღაცნაირი და საყვარელი დრო ხარ შენ :-* --დეე,მთვალე ლომ ჩამოვალდეს და ჩვენს კოლპუსს დაეცეს გაჭკლიტავს?-კოსმოსიდან ჩამოფრინდა საბა. :) :) :) საყვარელი....
...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. :-*
ძალიან,ძალიან რაღაცნაირი და საყვარელი დრო ხარ შენ :-*
17. საოცარი სისადავით გადმოცემული უდიდესი ბედნიერება!!! ქალური ბედნიერება... ოჯახური ყოველდღიურობა... შენეული ბუნებრიობით გადმოცემული... გავთბი...
...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა.
მიყვარხარ! იმრავლეეთ! :-*
საოცარი სისადავით გადმოცემული უდიდესი ბედნიერება!!! ქალური ბედნიერება... ოჯახური ყოველდღიურობა... შენეული ბუნებრიობით გადმოცემული... გავთბი...
...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა.
მიყვარხარ! იმრავლეეთ! :-*
16. გულით მოგიკითხეთ ყველა. დიდი მადლობაო დრომ.:-* გულით მოგიკითხეთ ყველა. დიდი მადლობაო დრომ.:-*
15. რა სითბოა. და როგორი სიმარტივე კი არა, არა, უბრალოება... სისადავე და უბრალოება. ჯერ ეს მომეწონა: "იქ კი ისეთი ლამაზი ოთხი თვალი,დაწითლებული ლოყები,გაბერილი ტუჩები და პატარა ტიტლიკანა ფეხები მხვდება,რომ უცებ ვმშვიდდები და სამტროდ შესულს გული სიხარულით და სიყვარულით მევსება...." და მომინდა იმ ტიტლიკანა ფეხებისა და დაწითლებული ლოყების დაკოცნა. მერე ეს: აქ ხელიხელჩაკიდულები მიდიან,ამ დროს ერთმანეთი ჰყავთ მარტო და ზრუნავენ:და ძმაზე და ძმა დაზე...ერთმანეთის ჩანთებიც დააქვთ და ფუნთუშასაც არ მიირთმევენ უერთმანეთოდ..მე კი მეოთხე სართულიდან ვუყურებ როგორ გაზრდილან ჩემი შვილები და თვალებით ვსახავ პირჯვარს.......... გამახსენდა, როგორ ვჩხუბობდით სულ მე და ჩემი ძმა და მაინც მხოლოდ ერთმანეთი რომ გვყავდა სხვაგან, სახლს გარეთ და როორ მიცავდა სულ. დიდობანას როგორ ვთამაშობდით:) მერე ეს იყო საოცარი აქ, მა ჩანახატში: ...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღმერთMა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირები:) რა სითბოა. და როგორი სიმარტივე კი არა, არა, უბრალოება... სისადავე და უბრალოება. ჯერ ეს მომეწონა: "იქ კი ისეთი ლამაზი ოთხი თვალი,დაწითლებული ლოყები,გაბერილი ტუჩები და პატარა ტიტლიკანა ფეხები მხვდება,რომ უცებ ვმშვიდდები და სამტროდ შესულს გული სიხარულით და სიყვარულით მევსება...." და მომინდა იმ ტიტლიკანა ფეხებისა და დაწითლებული ლოყების დაკოცნა. მერე ეს: აქ ხელიხელჩაკიდულები მიდიან,ამ დროს ერთმანეთი ჰყავთ მარტო და ზრუნავენ:და ძმაზე და ძმა დაზე...ერთმანეთის ჩანთებიც დააქვთ და ფუნთუშასაც არ მიირთმევენ უერთმანეთოდ..მე კი მეოთხე სართულიდან ვუყურებ როგორ გაზრდილან ჩემი შვილები და თვალებით ვსახავ პირჯვარს.......... გამახსენდა, როგორ ვჩხუბობდით სულ მე და ჩემი ძმა და მაინც მხოლოდ ერთმანეთი რომ გვყავდა სხვაგან, სახლს გარეთ და როორ მიცავდა სულ. დიდობანას როგორ ვთამაშობდით:) მერე ეს იყო საოცარი აქ, მა ჩანახატში: ...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღმერთMა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირები:)
14. აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო.
ისეთი ლამაზი ოთხი თვალი,დაწითლებული ლოყები,გაბერილი ტუჩები და პატარა ტიტლიკანა ფეხები მხვდება,რომ უცებ ვმშვიდდები
მე ნანახი მაქვს ეს ფეფები.:) მენატრები.... აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო.
ისეთი ლამაზი ოთხი თვალი,დაწითლებული ლოყები,გაბერილი ტუჩები და პატარა ტიტლიკანა ფეხები მხვდება,რომ უცებ ვმშვიდდები
მე ნანახი მაქვს ეს ფეფები.:) მენატრები....
13. საოცარი სინათლე, სიმშვიდე და იდილია მომიტანა ამ ნაწერმა! ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე, სადად და საინტერესოდ დახატეთ, რა არის ამქვეყნიური, ქალური ბედნიერება! ბედნიერებას გისურვებთ! საოცარი სინათლე, სიმშვიდე და იდილია მომიტანა ამ ნაწერმა! ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე, სადად და საინტერესოდ დახატეთ, რა არის ამქვეყნიური, ქალური ბედნიერება! ბედნიერებას გისურვებთ!
12. ჩვეულებრივი ყოველდღიურობის შესანიშნავი პოეტური სახეა...... გმადლობთ...;) ჩვეულებრივი ყოველდღიურობის შესანიშნავი პოეტური სახეა...... გმადლობთ...;)
11. გავთბი აქ...უბრალოდ,მარტივად...გაიხარე დრო მოვიდა:) გავთბი აქ...უბრალოდ,მარტივად...გაიხარე დრო მოვიდა:)
10. .მე კი მეოთხე სართულიდან ვუყურებ როგორ გაზრდილან ჩემი შვილები და თვალებით ვსახავ პირჯვარს..........
როგორც ღმერთი :)
...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო.
.მე კი მეოთხე სართულიდან ვუყურებ როგორ გაზრდილან ჩემი შვილები და თვალებით ვსახავ პირჯვარს..........
როგორც ღმერთი :)
...აქ კი,სულ ჩემში,ჩემი გულის დაბლა,მესამე გაფართხალდა.სავარაუდოდ საუზმე შემახსენა. ღიმილით ვბრუნდები სამზარეულოში,ყავის ქილას გვერდს ვუვლი და მაცივრიდან ხაჭო გამომაქვს.არ მიყვარს ხაჭო.
9. ლამაზი მოთხრობაა... ტოკარევას ტყუპები გამახსენდა... ბედნიერი ოჯახი! ბედნიერებას გისურვებთ! ლამაზი მოთხრობაა... ტოკარევას ტყუპები გამახსენდა... ბედნიერი ოჯახი! ბედნიერებას გისურვებთ!
8. ვაიმე რა კარგი იყო...საოცრად მომეფონა გულზე...ხასითიც გამომისწორა...5
იქ კი ისეთი ლამაზი ოთხი თვალი,დაწითლებული ლოყები,გაბერილი ტუჩები და პატარა ტიტლიკანა ფეხები მხვდება, ვაკოცებდი პატარა ფეფებზე...:-* ვაიმე რა კარგი იყო...საოცრად მომეფონა გულზე...ხასითიც გამომისწორა...5
იქ კი ისეთი ლამაზი ოთხი თვალი,დაწითლებული ლოყები,გაბერილი ტუჩები და პატარა ტიტლიკანა ფეხები მხვდება, ვაკოცებდი პატარა ფეფებზე...:-*
6. ძალიან კარგია, გაიხარე დროვ :-* 5+ ძალიან კარგია, გაიხარე დროვ :-* 5+
5. მართლაც და საყვარლობაა მომეწონა და გამაღიმა ( : +2 მართლაც და საყვარლობაა მომეწონა და გამაღიმა ( : +2
4. აუ რა საყვარელი რამე დაგიწერია... მე ქიმია მტკიოდა VII-VIII კლასში სულ :D :D აუ რა საყვარელი რამე დაგიწერია... მე ქიმია მტკიოდა VII-VIII კლასში სულ :D :D
3. აუ რა საყვარელი რამე დაგიწერია... აუ მე ქიმია მტკიოდა VII-VIII კლასში სულ :D :D აუ რა საყვარელი რამე დაგიწერია... აუ მე ქიმია მტკიოდა VII-VIII კლასში სულ :D :D
2. -კბილები გაიხეხეთ და ლოცვა წაიკითხეთ!ტექსტს არასოდეს ცვლის მამა...
გაიხარეთ! -კბილები გაიხეხეთ და ლოცვა წაიკითხეთ!ტექსტს არასოდეს ცვლის მამა...
გაიხარეთ!
1. diasaxlisis yoveldRiuri rutina, romelsac ase alamazeben patara angelozebiiii... Semovevle! 2+ diasaxlisis yoveldRiuri rutina, romelsac ase alamazeben patara angelozebiiii... Semovevle! 2+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|