ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოჩანდა კარგადჩანს ლანდი
ჟანრი: იუმორისტული
23 ივლისი, 2010


აჰა თმა

პირველი სახელი ესე არს - მოჰანდას,
მეორე სახელი ჟღერს როგორც კარამჩანდ,
და ის რაც ყოველთვის შორიდან მოჩანდა,
მოვიდა ახლოს და სულ უფრო კარგად ჩანს.

ნამდვილი წმინდანი შეხედავ - ლანდია,
იძახის: არ მინდა, ჰა წვერი, აჰა თმა!
საიტზე რომ არის ის ფსევდო-განდია -
ნირვანის ეთერში აცხადებს მაჰათმა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები