ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაკური
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2010


ფ ო ნ ე ნ დ ო ს კ ო პ ი



ფონენდოსკოპი ამინდია მაშინ როდესაც
შენით ავადმყოფ ხასიათზე შუილს ჩაიცვამს,
ზოგჯერ ამეტებს უმიზეზოდ, ანუ მარტია,
ანუ უარყოფს ყველაფერს და რაც თუ რამ ვიცი -
სისულელეა გაცილებით ვიდრე მე და შენ
გვქვია სუფიქსი უმნიშვნელო ვარიაციის,
ერთი ღამიდან და ათასი გარეთ ამინდი,
გარეთ ამინდი ათასი და რადიაცია.
ისე უბრალო, როგორც ხელის თმაზე გადასმა,
ისე ძლიერი, როგორც ორი კბილის ტკივილი
ერთად და გრძნობა დანახული თვალით აბსტრაქტი,
წვიმები მარტში მარტივად და ტრივიალურად.
ნერვი_ბაწარი, გული_კიბე, ტვინი_მანსარდა,
სადაც დღეები ინსტიქტურად დღეებს მალავენ,
ფონენდოსკოპი ამინდია თუკი დაცალდა
თუკი იწვიმა, თუ მოვიდა, მოკლედ არავინ...
ჰოდა გბეზრდება ყოველივე, როგორც მუსიკა,
ირჩევ ჯიუტად პროზაულს და არა ბოჰემურს,
თავს იკლავ ერთჯერ, ორჯერ, ათჯერ, მერე რწმუნდები -
არ შეუძლია მიცვალებულს თავი მოიკლას.
იბადებიან სტროფები და ღამის პარტია,
ირჩევს ხასიათს, შეთანხმებებს, რასაც მოწმობენ -
ფრჩხილის კბილებში შეყოვნებით, მაგრამ მარტია,
მაშინ როდესაც ამინდია ფონენდოსკოპი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები