ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2010


ჰენრი დოლიძეს

მთვარემ მოისხა ღრუბლის მანტია,
ნაომარ ველზე წვანან ლომები.
თავისუფლების წერენ ქარტიას
მეფის ერთგული ქვეშევრდომები.
პოეტო, ჩვენი ყოველი დილა
საქართველოზე იწყება ფიქრით.
დედამ ცხრა შვილი გაზარდა გმირად,
როგორც მგოსანმა ლექსებით წიგნი.
ერს რაც ებადა, საკუთარ მიწის
საკეთილდღეოდ გადარჩენია.
შენში ფშაველას სისხლიც ხომ ყივის,
გალაკტიონის ფეთქავს გენია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები