ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2010


...ბავშვობაში დაკარგულს

ჩემივე თვალებში ვიყურები,
დროა ერთი დიდი სისულელე,
დღეები, ეს ცვილის ფიგურები,
დგანან, აღარაფერს მისურვებენ.

თითქოს, ხორუმს ცეკვავს ათამდე ხე,
ფოთლები ყირაზე გადადიან,
ქარი მოგონებებს ათავხედებს,
ოდნავღა მოვგავარ ადამიანს.

სიტყვებს ვეღარ ვამბობ სხაპასხუპით,
ვინმეს ეგონება, ვბოდავ განგებ,
მკითხეთ, რას მივტირი, გიპასუხებთ:
-ღიმილს, ბავშვობაში რომ დავკარგე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები