ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პროზა
17 დეკემბერი, 2010


იდეალისტები

ჩემი ყველაზე დიდიხნის შეყვარებული ჩემთან ერთად დაიბადა. ჩვენ ერთად გავიზარდეთ,მე პლანეტა დედამიწაზე,ის-ჩემში. ჩემი სახელია ქაოსი,თუმცა დავითს მეძახიან. აი მას კი უამრავი სახე და სახელი ჰქონდა,აქვს და ექნება. რაღაცით მამაღმერთსაც კი წააგავს,ალბათ მრავალსახოვნებაში...
  სახელი კი:_მაკა,ნია,ნანა,თამუნა,სოფო,ქეთი,ნატაშა,სვეტა... ყველას ვერ ჩამოვთვლი,მელანი არ მეყოფა. ის ხშირად უსახელოცაა და ისე უბრალოდ არსებობს და ფეთქავს...მეც ვფეთქავ.
სახეებსა და სახელებს ის ხანგამოშვებით იცვლის,ზოგს მტკივნეულად,ზოგს კი მსუბუქად. ხანდახან მიჩუმდება ხოლმე და ისე ღრმად მიიყუჟება ჩემში,რომ ეჭვი მეპარება ჩემსავე არსებობაში,მაგრამ საბედნიეროდ მალევე დაირქმევს სახელს და....აი უკვე შენ არსებობ,რასაც ადასტურებს ჩვენს შორის მიმოწერა,ანუ შენი წერილები. ისინი მკაფიოდ მიდასტურებენ რომ შენ არსებობ,ესეიგი მეც ვარსებობ,რასაც ისევ შენი წერილები მიდასტურებენ... რა გენიალური აბსურდია არა?
  ჩვენ ამ რეალურ სამყაროში ჯერ კიდევ არარეალიზებული ადამიანები ვართ და მთელი სამყაროს სიმძიმე მხრებზე გვაწვება ცის თაღივით. თაღი ღიაა..გზა კოსმოსში მიდის... ჩვენ ამ გზას მივდევთ...
        ისინი(რეალიზებული ადამიანები) ძირს არიან ატმოსფეროს ფსკერზე,სადაც ჰაერს შმორის სუნი და ჟანგის ფერი აქვს,ჩვენი გზები კი იქნებ უჰაერობაშიც გადის!?  იქ ძირს სიწყნარეა! აქ ხმაურია! ხმაური ბგერების,ნოტების,გამების..ხმაური გულების და აქ ხანდახან სიჩუმეც ხმაურობს ფიქრის ნოტებზე.
      მე და შენ იდეალისტები ვართ. ჩვენს გამო ბრუნავს დედამიწა და იხლიჩება ატომები.. ზუსტად ჩვენს გამო აგებენ გზებს,რომლებიც მიდიან თუნდაც არსაით,მაგრამ მაინც მიდიან... ჩვენს გამო ფართოვდება სამყარო და იკუმშება მზეები,რითაც ხდებიან უფრო მცხუნვარენი... და ეს ყველაფერი ჩვენია! ჩვენს გამო კვდებიან და იბადებიან სულიერი არსებები,რომლებიც შემდგომ თანაარსებობენ.. და ეს ყველაფერიც ჩვენია. რადგანაც ჩვენ ვქმნით მომავალს,ჩვენ განუყოფლები ვართ,ერთარსი და ერთხორცი,შორეული და ახლობელი...
შენ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხარ,რომელმაც ხორცი შეისხი და ვგრძნობ როგორ მიყვარხარ...
  შენ ჩემი ხარ და ჩემში ხარ,თუმცა განვსხვავდებით:-შენ იდეალური ხარ,მე-არა! ჩვენ ორივე კი იდეალისტები ვართ,რომლებიც ვქმნით სამყაროს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები