ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2011


თითები

უკიდურესი, უკიდურობა,
კიდურებით და შავი ხელებით,
უშნო ფეხებით გეფერებოდა,
გენატრებოდა ცერა თითი...
არა ხელებით, არა თითებით,
არათითებით, შუათითებით,
მარჯვნივ ნეკებით,
შევეფეთებით...
ძაღლს ვისაც აქვს,
იგივე რაც ჰყავს,
სხვას რომ მიაქვს,
რატომ მას არ ჰგავს, ვინ ?
თუ აწყვია დაბლა ხინჯი,
გულმავიწყი, ხინჯი,
სადმე მაინც აღარ დაწერს რამეს,
ეს მახინჯი...
ჩაიღვარა გადაივსო, ამოხეთქა,
და მთამ სიბრძნის ორი რა,
თუ აქ ერთხელ დაგიძახებ ხანდახან,
შენ მაგივრად მოვა შენი და.
და და და ასე და ასე და ასე,
და ხმა დროს გაუსწრებს სიტყვების ხარჯზე,
რა ხმაზე რა ხმაზე რა ხმაზე რა ხმაზე,
და გულიც ჩერდება შენ დანახვაზე...
ხმაზე.

-----------
სიტყვები, რომლებიც ლექსშია გამოყენებული, დასალაგებელი და/ან შესაცვლელია.
გილოცავთ ბედობას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები