 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 31 დეკემბერი, 2010 |
,,შენ მე მიღალატებ ვეღარ რადგან ერთგული ხარ ფიცის..." ნუკრი ბერეთელი
სევდა უმიზეზოდ ფეთქავს, სული, ტანჯვით გაყინული, ხვნეშა, უსუსური ბგერა, გული, შენში ჩაძირული.
მე შენ მოგიტაცებ ფიქრში, ღამეს ჩამოვაგლეჯ ფარდას, მაგრამ უნელებელ ტკივილს, კოცნა დაედება წამლად.
მე შენ მოგიტაცებ ღამით, როცა ვარსკვლავები კრთიან, თოვლი შეჩერდება წამით, წლები უსაშველოდ რბიან.
მე შენ მოგიტაცებ დღესვე, ტრფობა იმორჩილებს აკორდს, გითბობ მაგ გაყინულ ხელებს, გრძნობას შენს თვალებში ვალბობ.
მე შენ მოგიტაცებ ბედად, რადგან სიყვარულით ვიწვი, შენთვის ავყოლილვარ წერას, სიტყვებს უსასყიდლოდ ვყიდი.
მე შენ მოგიტაცებ სიზმრად, ვმონობ ზურმუხტისფერ თვალებს, მათრობს სურნელება თმისა, ზღვაში ვეკვეთები ტალღებს.
მე შენ მოგიტაცებ აღარ, რადგან შენ ჩემი ხარ უკვე, ერთად რომ ვისხედით ტბასთან, მე, შენ, კაკლის ხე და უცებ... მივხვდი, უშენობა მომკლავს, ვგონებ ვიკარგები მარტოდ, ფიქრი აჰყოლია ბოდვას, ბაგე ვეღარაფერს ამბობს.
მე შენ მოგიტაცებ, ვეღარ, გული შეუნელებს ფეთქვას, მესმის ბედისწერის ყეფა, ჩემი სიყვარული შენ ხარ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ეჭვებში ჩახრჩობილნო ვიღაცით კმაყოფილნო ბოღმით დაპყრობილნო რა გინდათ?! რას ითხოვთ!
გიოს შემოვევლე ძმაკაც, ჯერ სადა ხარ, შურიანი კაცი ერთს კიარა 10 შედარებას მოიყვანს შენს ლექსზე რომ დაამციროს :* მარა ყურადღებას ნუ მიაქცევ... მთავარია არსებობს ეს ლექსი და ამის ’’ანალოგიურიც’’ არის რომ ენა მოგრძო ხალხმა იტლიკინოს :* ეჭვებში ჩახრჩობილნო ვიღაცით კმაყოფილნო ბოღმით დაპყრობილნო რა გინდათ?! რას ითხოვთ!
გიოს შემოვევლე ძმაკაც, ჯერ სადა ხარ, შურიანი კაცი ერთს კიარა 10 შედარებას მოიყვანს შენს ლექსზე რომ დაამციროს :* მარა ყურადღებას ნუ მიაქცევ... მთავარია არსებობს ეს ლექსი და ამის ’’ანალოგიურიც’’ არის რომ ენა მოგრძო ხალხმა იტლიკინოს :*
23. არა ქეთუს რატო? : )) საინტერესოა : )) ეს ხალხი სიცილით სიცოცხლეს მიხანგრძლივებს... : )) არა ქეთუს რატო? : )) საინტერესოა : )) ეს ხალხი სიცილით სიცოცხლეს მიხანგრძლივებს... : ))
22. მორჩით რა! საკმარისია, რატო გიყვართ ყველაფრის ასე ჩახლართვა, ყველამ თავისი აზრი გამოხატა, გასაგებია ხო? ი ვსიო...მორჩით! :| მორჩით რა! საკმარისია, რატო გიყვართ ყველაფრის ასე ჩახლართვა, ყველამ თავისი აზრი გამოხატა, გასაგებია ხო? ი ვსიო...მორჩით! :|
21. =)) =))
აუ რა კარგად გამაცინე. გაიხარე.
მე შენ გიღალატებ ცოლთან - მე შენ მოგიტაცებ ფიქრში.
ეს კიდევ არაფერი და
მე შენ გიღალატებ აღარ - მე შენ მოგიტაცებ აღარ. ესეც?? =))
კვაზი საღოლ, კარგად გამახალისე. ჯიგარი ხარ ; )
=)) =))

20. დილა შემოდგომას სტოვებს, მაგრამ დაბრუნდება ვიცი, ქარი არხევს ხეთა რტოებს, ფოთლებს არ აცლიან სიცილს, ჩემში სამყაროა კუშტი, ტუჩზე გაზაფხულებს იშლი, სკდება სიყვარულის ბუშტი, ქარი უმოწყალოდ გიშლის თმას და გიშრიალებს კაბას, კაბას გიშრიალებს ქარი, ზეცა ცისარტყელას აბამს, ბჟუტავს მთვარე_ღამის კვარი. წამწამს დაგაჯდება სხივი და ჩემს გულში ფეთქავს გული, მკერდზე ვარსკვლავების მძივი, ტუჩი კოცნით დანაღმული. ზღვები ბობოქრობენ კვლავაც, დილა_მონატრების ფერი, აჰა ერთი ჭიქა ყავა, მომე სიყვარულის ღერი, გხედავ!თითქოს სუნთქვა მიჭირს, დგახარ თმებგაშლილი მარტო, თითქოს თექვსმეტი წლის ბიჭი ვარ და მეთექსვმეტედ გნატრობ წამში. წამწამიდან სევდა წვეთავს, შეგაწყვიტავ ღიმილს ტუჩზე. ქარი ღრუბლებს ხევდა და მთა_შენი მკერდის ქიმი... ეგ თმა_მოალერსე ტალღა, მზერა_მდუმარების წამი, მთებზე ყინულები გალღვა გრძნობის ცხელი სუნთქვით,ჩქამით. ცაზე მობუზულა მთვარე, ღამე ვარსკვლავებით ტირის, მინდა შეგაშველო მხარი ცამდე და სიჩუმე ყვირის ჩემში ბობორიკა აბამს, თეთრი აბლაბუდის ბადეს, შენ კი თვალის ბადურს ნაბავ და ზედ ბედის ამბორს ბადებ. წვეთავს წამწამიდან წამი, წვიმა გაზაფხულებს წალეკს, წვება წებოვანი ღამე და ორწოხზე დაწანწალებს ფიქრი, მოჩვენება, ლანდი, გრძნობა_სურვილების ფეთქვა გულში მეჩვენება დარდი, მე კი მინდოდა რომ მეთქვა:_ წამწამს დაგჯდომია სხივი და გაქვს მონატრების ფერი, მკერდზე ვარსკვლავების მძივი, თმაში სიყვარულის ღერი, თვალში მზისოდენა სითბო, ვიცი გრძნობით გიცემს გული, (და გთხოვ!არაფერი მკითხო) ტუჩი კოცნით დანაღმული...
არამითი777
შენ ვერ დამიფასე, მე ვერ...
ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით, გულში გავიტარე დამბლა, შენი საორჭოფო ქცევით.
სადღაც კლდეებია სალი, ქარი შენს წამწამებს არბევს, ხავსი მოედება მალე, ჩემი ოცნებების ნანგრევს.
თურმე ეს ყოფილა მოდა, როცა სხვის სიკვდილზე ზრუნავ, ასე დავენგრიე ჯობდა, სადმე ტორნადოს ან ცუნამს.
დავსვამ ძველებურად რევერსს, ვღეჭავ უთქმელობას უმად, შენ ვერ დამიფასე, მე ვერ, გულში სიყვარულის ბუმი.
რაღას ვიფიქრებდი ნაშენ გრძნობას დაუწევდი თუ ფასს, რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს?
მე ხომ უბედობას ვშვენი, ასე უბედური ვივლი, თუმცა გამებუტა ჩვენი, ჯერ ვერ გაჩენილი შვილი.
ეს შენ ვერც იგრძენი... და მე, სულ არ მიხარია, ვშიშობ: ახლა დავამტკიცე, მამებს, უფრო გვყვარებია პირმშო.
მინდა ეს საღამო დარჩეს, ტანზე მოვიხურო შუბად, მე ხომ მოგიტევე ასჯერ, შენ კი ასმეერთედ მშუბავ.
როგორც ტერენტი და მონტე, ვკოდავ ამოკერილ სიცილს, ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი.
მკრთალად შენიღმული სევდა, მე ხომ ათასმაგად მიჭირს, თუნდაც ვითამაშო სხვებთან, ერთი დარდიმანდი ბიჭი.
სადმე ესენინის მსგავსად მოვკვდე. გარეთ იყოს თოვა, ვიცი, ვინმე ქალი წამსვე, თავის მოსაკლავად მოვა
ხო,ჩემს აკლდამასთან...თუმცა... როგორც გათენება ხვალის, ყველა პოეტსა გვყავს თითო, თითო დამღუპველი ქალი.
ჩემი დამღუპველი ხარ შენ, მხრავ ვით ლადო დახრა ჭლექმა, რომელ გონებაში ხარშე, ჩემი დასაღუპი გეგმა?
დავსვამ ძველებურად რევერსს, ვღეჭე უთქმელობა უმი, შენ ვერ დამიფასე,მე ვერ, გულში სიყვარულის ბუმი.
სადმე მიიძინებს ალბათ, ღამე - დამთვარული დევი, ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით!
ახალაია
მაგ ბერეთელის ლექსზე მეტად ამათთან აქვს თითქოს მსგავსება და ამათ კიდევ ერთმენეთში,მაგრამ ვფიქრობ რომ აბსოლიტურად სხვა ლექსია სხვა სათქმელით... რიტმით კი ამ მარცვალში ყველა ერთმანეთს გავს... დილა შემოდგომას სტოვებს, მაგრამ დაბრუნდება ვიცი, ქარი არხევს ხეთა რტოებს, ფოთლებს არ აცლიან სიცილს, ჩემში სამყაროა კუშტი, ტუჩზე გაზაფხულებს იშლი, სკდება სიყვარულის ბუშტი, ქარი უმოწყალოდ გიშლის თმას და გიშრიალებს კაბას, კაბას გიშრიალებს ქარი, ზეცა ცისარტყელას აბამს, ბჟუტავს მთვარე_ღამის კვარი. წამწამს დაგაჯდება სხივი და ჩემს გულში ფეთქავს გული, მკერდზე ვარსკვლავების მძივი, ტუჩი კოცნით დანაღმული. ზღვები ბობოქრობენ კვლავაც, დილა_მონატრების ფერი, აჰა ერთი ჭიქა ყავა, მომე სიყვარულის ღერი, გხედავ!თითქოს სუნთქვა მიჭირს, დგახარ თმებგაშლილი მარტო, თითქოს თექვსმეტი წლის ბიჭი ვარ და მეთექსვმეტედ გნატრობ წამში. წამწამიდან სევდა წვეთავს, შეგაწყვიტავ ღიმილს ტუჩზე. ქარი ღრუბლებს ხევდა და მთა_შენი მკერდის ქიმი... ეგ თმა_მოალერსე ტალღა, მზერა_მდუმარების წამი, მთებზე ყინულები გალღვა გრძნობის ცხელი სუნთქვით,ჩქამით. ცაზე მობუზულა მთვარე, ღამე ვარსკვლავებით ტირის, მინდა შეგაშველო მხარი ცამდე და სიჩუმე ყვირის ჩემში ბობორიკა აბამს, თეთრი აბლაბუდის ბადეს, შენ კი თვალის ბადურს ნაბავ და ზედ ბედის ამბორს ბადებ. წვეთავს წამწამიდან წამი, წვიმა გაზაფხულებს წალეკს, წვება წებოვანი ღამე და ორწოხზე დაწანწალებს ფიქრი, მოჩვენება, ლანდი, გრძნობა_სურვილების ფეთქვა გულში მეჩვენება დარდი, მე კი მინდოდა რომ მეთქვა:_ წამწამს დაგჯდომია სხივი და გაქვს მონატრების ფერი, მკერდზე ვარსკვლავების მძივი, თმაში სიყვარულის ღერი, თვალში მზისოდენა სითბო, ვიცი გრძნობით გიცემს გული, (და გთხოვ!არაფერი მკითხო) ტუჩი კოცნით დანაღმული...
არამითი777
შენ ვერ დამიფასე, მე ვერ...
ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით, გულში გავიტარე დამბლა, შენი საორჭოფო ქცევით.
სადღაც კლდეებია სალი, ქარი შენს წამწამებს არბევს, ხავსი მოედება მალე, ჩემი ოცნებების ნანგრევს.
თურმე ეს ყოფილა მოდა, როცა სხვის სიკვდილზე ზრუნავ, ასე დავენგრიე ჯობდა, სადმე ტორნადოს ან ცუნამს.
დავსვამ ძველებურად რევერსს, ვღეჭავ უთქმელობას უმად, შენ ვერ დამიფასე, მე ვერ, გულში სიყვარულის ბუმი.
რაღას ვიფიქრებდი ნაშენ გრძნობას დაუწევდი თუ ფასს, რაღა დაგიშავეთ ან შენ, ან რა დავუშავე უფალს?
მე ხომ უბედობას ვშვენი, ასე უბედური ვივლი, თუმცა გამებუტა ჩვენი, ჯერ ვერ გაჩენილი შვილი.
ეს შენ ვერც იგრძენი... და მე, სულ არ მიხარია, ვშიშობ: ახლა დავამტკიცე, მამებს, უფრო გვყვარებია პირმშო.
მინდა ეს საღამო დარჩეს, ტანზე მოვიხურო შუბად, მე ხომ მოგიტევე ასჯერ, შენ კი ასმეერთედ მშუბავ.
როგორც ტერენტი და მონტე, ვკოდავ ამოკერილ სიცილს, ნეტავ... ნახევარი გქონდეს, მე რომ სიყვარული ვიცი.
მკრთალად შენიღმული სევდა, მე ხომ ათასმაგად მიჭირს, თუნდაც ვითამაშო სხვებთან, ერთი დარდიმანდი ბიჭი.
სადმე ესენინის მსგავსად მოვკვდე. გარეთ იყოს თოვა, ვიცი, ვინმე ქალი წამსვე, თავის მოსაკლავად მოვა
ხო,ჩემს აკლდამასთან...თუმცა... როგორც გათენება ხვალის, ყველა პოეტსა გვყავს თითო, თითო დამღუპველი ქალი.
ჩემი დამღუპველი ხარ შენ, მხრავ ვით ლადო დახრა ჭლექმა, რომელ გონებაში ხარშე, ჩემი დასაღუპი გეგმა?
დავსვამ ძველებურად რევერსს, ვღეჭე უთქმელობა უმი, შენ ვერ დამიფასე,მე ვერ, გულში სიყვარულის ბუმი.
სადმე მიიძინებს ალბათ, ღამე - დამთვარული დევი, ღმერთის სამყოფელის დაბლა, მკვდრების სამყოფელის ზევით!
ახალაია
მაგ ბერეთელის ლექსზე მეტად ამათთან აქვს თითქოს მსგავსება და ამათ კიდევ ერთმენეთში,მაგრამ ვფიქრობ რომ აბსოლიტურად სხვა ლექსია სხვა სათქმელით... რიტმით კი ამ მარცვალში ყველა ერთმანეთს გავს...
19. ნუკრის რომ ''მე შენ გიღალატებ ცოლთან'' არ დაეწერა, რა გეშველებოდათ :)) ნუკრის რომ ``მე შენ გიღალატებ ცოლთან`` არ დაეწერა, რა გეშველებოდათ :))
18. ასეთი მსგავსება გამორიცხულია:)
სჯობს ცუდი დაწერო და შენი იყოს, ვიდრე მიბაძო... ასეთი მსგავსება გამორიცხულია:)
სჯობს ცუდი დაწერო და შენი იყოს, ვიდრე მიბაძო...
17. მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსასრულობა;) მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსასრულობა;)
16. სულ შემთხვევით შემოვიხედე ახლა აქ და მართლა გამეცინა. მუშუ თქვენ პოეზიის აზრზე არ ხართ. ( თუმცა გამოსწორებადია)
პალიაჩ, რისი თქმა გინდოდა ვერ გავიგე : D სულ შემთხვევით შემოვიხედე ახლა აქ და მართლა გამეცინა. მუშუ თქვენ პოეზიის აზრზე არ ხართ. ( თუმცა გამოსწორებადია)
პალიაჩ, რისი თქმა გინდოდა ვერ გავიგე : D
15. ტაკ... მუშუ გმადლობ... და შედარებებს რაც შეეხება, ჯერ ერთი გთხოვთ შეურაწყოფის გარეშე, ამ ლექსში სათქმელი სხვაა და "მე შენ გიგაLატებ ცოLთან"-ში სხვა. და მეორეც ის, რომ თუ კი ეს ორი ლექსი ერთმანეთს ჰგავს, მაშინ არც თქვენ წეროთ 10 მარცვლიანი ტაეპებით, გალაკტიონს არ "შეეტენოთ", 16-იანით შოთას და 8-იანით ვაჟას... ტაკ... მუშუ გმადლობ... და შედარებებს რაც შეეხება, ჯერ ერთი გთხოვთ შეურაწყოფის გარეშე, ამ ლექსში სათქმელი სხვაა და "მე შენ გიგაLატებ ცოLთან"-ში სხვა. და მეორეც ის, რომ თუ კი ეს ორი ლექსი ერთმანეთს ჰგავს, მაშინ არც თქვენ წეროთ 10 მარცვლიანი ტაეპებით, გალაკტიონს არ "შეეტენოთ", 16-იანით შოთას და 8-იანით ვაჟას...
14. მსგავსება რაშია მაინც , ინტონაციაში??? ესე იგი, თუ ჟღერადობით ან შინაარსით ჰგავს 2 ლექსი ერთმანეთს....ერთ-ერთი პლაგიატია??? და იქნებ ამ ადამიანს ეგ ლექსი "მე შენ გიღალატებ ცოლთან" ცალი ყურითაც არ სმენია!!! მე მემეწონა!!!! +2
მსგავსება რაშია მაინც , ინტონაციაში??? ესე იგი, თუ ჟღერადობით ან შინაარსით ჰგავს 2 ლექსი ერთმანეთს....ერთ-ერთი პლაგიატია??? და იქნებ ამ ადამიანს ეგ ლექსი "მე შენ გიღალატებ ცოლთან" ცალი ყურითაც არ სმენია!!! მე მემეწონა!!!! +2
12. ნუკრის ლექსი უნდა დამეკოპირებინა და დამასწრო ლაამ : ) გამეცინა. ნუკრის ლექსი უნდა დამეკოპირებინა და დამასწრო ლაამ : ) გამეცინა.
11. მე შენ გიღალატებ
მე შენ გიღალატებ ცოლთან, მოვა ის უგულო ღამეც და ეს ოცნებებიც ორთა, ნერვებგადაყვლეფილ წამებს უფრო გააზანტებს, რათა, ვიგრძნო საუკუნო ზიზღი თავის და სხვათა და სხვათა! მიწყივ საკუთარის, მიწყივ...
მე შენ გიღალატებ ცოლთან, გული უძღებია კაცის, შენთან ყველაფერი მქონდა, მქონდა დიდებაც და მარცხიც გამოერეოდა ზოგჯერ... მარცხს ვინ დაეძებდა - მწამდი! ქისტის მარჯვენივით მომჭერ კუზად ამოზრდილი დარდი.
მე შენ გიღალატებ ცოლთან, ვიღაც თაფლობისთვედ ვედრებს მას, რაც შხამისფერად მორთავს ჩვენი საძინებლის კედლებს. და გულს უშენობა ნელა, მშვიდად გამოუტანს წირვას: ბნელა, შუადღითაც ბნელა! მცივა, ზაფხულშიდაც მცივა!
შენ მე მიღალატებ ვეღარ რადგან ერთგული ხარ ფიცის... რადგან ღვთისმშობელთან წევხარ- ისიც დედაა და იცის შენი ერთგულების ფასი. მე ვერ შეგიფერებ რადგან ბრბოსაც ურჩევნია ფარსი! ყალბი სიყვარულის დადგმა!!!
მე შენ გიღალატებ ცოლთან, მაგრამ სიკვდილის წინ თუკი ბოლო ნატვრის ნება მქონდა და თუ ავაგლიჯე ლუქი (შენც ხომ უჩემობა არ გსურს?) ნატვრის ჩაჟანგებულ კარებს, კვლავ შენს საპატრონო ამ სულს შენივ გულის კოვზზე დავლევ!!! მე შენ გიღალატებ
მე შენ გიღალატებ ცოლთან, მოვა ის უგულო ღამეც და ეს ოცნებებიც ორთა, ნერვებგადაყვლეფილ წამებს უფრო გააზანტებს, რათა, ვიგრძნო საუკუნო ზიზღი თავის და სხვათა და სხვათა! მიწყივ საკუთარის, მიწყივ...
მე შენ გიღალატებ ცოლთან, გული უძღებია კაცის, შენთან ყველაფერი მქონდა, მქონდა დიდებაც და მარცხიც გამოერეოდა ზოგჯერ... მარცხს ვინ დაეძებდა - მწამდი! ქისტის მარჯვენივით მომჭერ კუზად ამოზრდილი დარდი.
მე შენ გიღალატებ ცოლთან, ვიღაც თაფლობისთვედ ვედრებს მას, რაც შხამისფერად მორთავს ჩვენი საძინებლის კედლებს. და გულს უშენობა ნელა, მშვიდად გამოუტანს წირვას: ბნელა, შუადღითაც ბნელა! მცივა, ზაფხულშიდაც მცივა!
შენ მე მიღალატებ ვეღარ რადგან ერთგული ხარ ფიცის... რადგან ღვთისმშობელთან წევხარ- ისიც დედაა და იცის შენი ერთგულების ფასი. მე ვერ შეგიფერებ რადგან ბრბოსაც ურჩევნია ფარსი! ყალბი სიყვარულის დადგმა!!!
მე შენ გიღალატებ ცოლთან, მაგრამ სიკვდილის წინ თუკი ბოლო ნატვრის ნება მქონდა და თუ ავაგლიჯე ლუქი (შენც ხომ უჩემობა არ გსურს?) ნატვრის ჩაჟანგებულ კარებს, კვლავ შენს საპატრონო ამ სულს შენივ გულის კოვზზე დავლევ!!!
9. მე შენ მოგიტაცებ, ვეღარ, გული შეუნელებს ფეთქვას, მესმის ბედისწერის ყეფა, ჩემი სიყვარული შენ ხარ...
5555555555555555 მე შენ მოგიტაცებ, ვეღარ, გული შეუნელებს ფეთქვას, მესმის ბედისწერის ყეფა, ჩემი სიყვარული შენ ხარ...
5555555555555555
8. გიუ... გითხარი ამაზე ჩემი აზრი, აქაც გავიმეორებ..
ულამაზესი, გამორჩეული შენს ლექსებს შორის და მიხარია, რომ გამორჩეულია... :) +++++ გიუ... გითხარი ამაზე ჩემი აზრი, აქაც გავიმეორებ..
ულამაზესი, გამორჩეული შენს ლექსებს შორის და მიხარია, რომ გამორჩეულია... :) +++++
7. ძალიან ლამაზად ამბობთ სათქმელს. მრავალ შობა-ახალ წელს! +5 ძალიან ლამაზად ამბობთ სათქმელს. მრავალ შობა-ახალ წელს! +5
6. სიყვარულია ბევრი... მრავალ ახალ წელს! სიყვარულია ბევრი... მრავალ ახალ წელს!
5. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს.
4. მე შენ მოგიტაცებ, ვეღარ, გული შეუნელებს ფეთქვას, მესმის ბედისწერის ყეფა, ჩემი სიყვარული შენ ხარ...
გაიხარეთ! ახალ წელს გილოცავ! :)))
მე შენ მოგიტაცებ, ვეღარ, გული შეუნელებს ფეთქვას, მესმის ბედისწერის ყეფა, ჩემი სიყვარული შენ ხარ...
გაიხარეთ! ახალ წელს გილოცავ! :)))
3. მრავალ ახალ წეელს!!! :) :-* მრავალ ახალ წეელს!!! :) :-*
2. ლამაზი ლექსია... სიყვარულით სავსე... :) მრავალ ახალ წელს! საუკეთესო სურვილებით! :) ლამაზი ლექსია... სიყვარულით სავსე... :) მრავალ ახალ წელს! საუკეთესო სურვილებით! :)
1. .... :)
ჩემი სიყვარული შენ ხარ... :)
მეთბილა :) .... :)
ჩემი სიყვარული შენ ხარ... :)
მეთბილა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|