ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე გიო
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2011


როდესაც

შენ არაფერი დაგრჩენია,გარდა იმისა.
რომ ადგე ყველა უსახელო ფიქრი დახიო.
ოცნებებივით დაიკარგა ერთ დროს სამოა
და დედამიწას ქრონიკული წვიმა ახუნებს.

უსმენ მუსიკას შემოდგომის ყვითელ ფოთლებზე
და მოგზაურობ ამინდების საპირისპიროდ.
ძველი ფიქრები თექასავით თუ კი მოთელე,
საკუთარ არსში გამოკეტვას არ დააპირებ.

ზიხარ სკამზე და ჰორიზონტზე ისევ წვიმს ამ დროს.
მთელ სამყაროზე (უცნაურად) სული გერევა.
ხელის თითებზე გეღვენთება–წვეთები–დარდი.
ეს ყველაფერი ერთი დიდი სისულელეა.

ამიტომ დგები და სისხამზე გამშრალ ოცნებებს
მარხავ ბნელ ტყეში,როგორც ერთ დროს ბეღურა ჩიტებს.
უარყოფ ღმერთის გამოგონილ ათივე მცნებას,
ჰემოპოეზის გამო გულში,რომ ვერ ჩატიე.

სხეულში ჩაზრდილი შიშველი ხეები–სიმარტოვეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს