ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

თოვლიანი ლექსი

ცივა,მინდა გვერდზე მყავდე,( სხვას არაფერს გთხოვდი)
თეთრ ტოტებზე ბეღურები სხედან ქარვის მძივად,
ამასწინათ მთელს სხეულში მოგონებად  თოვდი,
ახლა სულში უშენობა უსაშველოდ მცივა.
ჰო,დილაა დღეს ქალაქში და პირველად ბარდნის,
თითქოს ღრუბლებს ვუერთდები,როგორც ბოლი ბუხრის,
შეგრძნება მაქვს ფიფქებივით სიმაღლიდან ვარდნის,
ყინვა ისევ ამაყად დგას,თავს არავის უხრის,
ან მე ვინ ვარ,ჩამიაროს გვერდზე მშვიდად, და მით
უფრო შორს ვარ სითბოსაგან,მიწა ცისგან ვიდრე,
მინდა ვგავდე ,შენ რომ ხედავ,სიზმრებს ყოველ ღამით,
აისამდე მზეს მივასწრო და ცის ძირას ვიდგე.
ვგრძნობ,ამ ზამთარს ასე რბილად მეტჯერ  აღარ მოთოვს,
გავიყოლებ პირველ ფანტელს უკანასკნელ დრომდე,
სანამ ვერხვი მოიშორებს ხმელ და ბოლო ფოთოლს,
მსურს მანამდე აქ იყო და
შენთან ერთად ვთოვდე.


20.01.2011




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები