ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2011


ახალი წელი

ორიათასი და კიდევ ათი
გამოგივლია უკვე სამყაროვ
აგიტანია, რამდენი მიწავ,
დადუმებულხარ, მკვდართა საზღვარო.
მოდის, იმხელა იმედით ველი,
ჭრილობებს, ვნებებს, დამიცხრობს, თითქოს...
ეს ჩემი გული, ტკივილგავლილი,
თავის წილ სითბოს, სიმშვიდეს ითხოვს.
თავს დაიმარხავს უსამართლობა,
ბოღმიანობა, შური და ჭორი...
წყენა და დარდი უკან დარჩება,
გადაყვარებულ კაცივით შორი...
წარბებს ზემოთ გამისწორდა კანი
ავხმიანდი, სისხლი მიჩქეფს, მღვიძავს...
მე წარსულის მივალეწე კარი,
დაუცხრომლად მივუყვები მიზანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები