ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: იუმორისტული
3 თებერვალი, 2011


ნამდვილი ამბები _ II _ ისევ მოსკოვი

  ###

საშინლად მძულს ბილწსიტყვაობა კაცისაგანაც და ქალისაგან ხომ საერთოდ. მაგრამ ვფიქრომ,  იუმორებში დაშვებები შეიძლება, მითუმეტეს, თუ შენ მხოლოდ ტექსტის ციტირებას აკეთებ.

ყოველ დღე მოსკოვში ოთხი მოლიონი ადამიანი ჩადის  და დაახლოებით ამდენივე გადის მოსკოვიდან.მოკლედ, მოსკოვში თავის შემოგარენიანად ოცდაოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქედან ათი მილიონი ძირითადი მაცხოვრებელია, დანარჩენი ჩასულები მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან.  ყოველ სამ-ოთხ თორმეტსართულიან სახლზე თითო ჯიხურია, სადაც არემონტებენ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, საათებს და რაც მთავარია, ყველა ჯიხურში სომხები მუშაობენ. ფეხსაცმელების შეკეთების თანდაყოლილი უნარი აქვთ.

ერთ-ერთ ასეთ ჯიხურში მესაათე მაისა საათების შეკეთებაზე მუშაობდა. რომელმაც არც რუსული იცოდა და არც მაინცადამაინც საათების რემონტი ეტაპობრივად სწავლობდა ორივეს.
მოხუცმა რუსმა ბებიამ სარემონტოდ გუგულიანი საათი მიუტანა.
მაისას საათი ერთი კვირა ჰქონდა ჯიხურში, ბოლოს გარემონტებული გაატანა პატრონს.
რამოდენიმე დღის შემდეგ ბებია მოვიდა და უსაყვედურა, გუგული არ მუშაობს, არ ყვირის საათების რაოდენობასო.
_ როგორ თუ არ ყვირის
_ გაუკვირდა მაისას.
_ აი, ასე, შვილო,_ უთხრა ბებიამ _ არ ყვირის. ეგ საათი ჩემი ქმრის ნაყიდია, ორმოცდაათი წელია წესიერად ყვიროდა გუგული და ყველა საათს მატყობინებდა, ახლა გაჩუმებულია.
_ Бабул, ты  можеш  крычать пятдесят лет через каждый час? устал твой  кукушка, бабул-джан устал, не хочет крычать болше.
(ასეთი რუსული იცოდა მაისამ).


  ###

მაისა ჯიხურის ფანჯრიდან ხედავს მიდის გოგო. მშვენიერი ტანი, მაღალი, ამოკვართული ჯინსებით, ქერა გაშლილი თბებით.
მაისა ლამის ფანჯრიდან გადავარდა: 
_ Девушка !!! _ დაუძახა ფანჯრიდან.
გოგომ ყურადღება არ მიაქცია.
  _АИ, девушка !!! _ გოგომ კიდევ არ მიაქცია ყურადღება.
_ Красавица повернис,  да !!!!! _ნახევრად გადაეყუდა ფანჯარაში მაისა.
_ А что?! _ მობრუნდა ტანის ლამაზი რხევით გოგო და გაუღიმა.
მაისა გამწვანდა, გოგო არ იყო, გეი გახლდათ ,  შეღებილი თვალებით და პომადაწასმული.
_ Нечего козёл !!!  Иди да на  Х ...!!!





  ###

მოსკოვში ყველა სახლს ყავს თავისი "მაყურებელი".  ანუ ზედამხედველი,რომელსაც ბინის მაცხოვრებლები ირჩევენ და  რომელიც ვალდებულია ბინას ყურადღება მიაქციოს. თუ კანალიზაციის მილი გასკდება, სახლმმართველთან მივიდეს, თუ ნაგავი დაიყრება, საჩივარი დაწეროს, თუ ვინმე იჩხუბებს, მილიციაში დარეკოს და ასე შემდეგ.
ერთ შენობაში ასეთი " მაყურებელი "იყო კაცი, რომელსაც ზედმეტსახელად "ლიოჩიკს" ეძახდნენ და რომელსაც სერიოზული    ფსიქიკური  გადახრები ქონდა.  ეზოს  ბავშვებს ჯოხით დასდევდა, ქვებს ესროდა. ბავშვებიც იგივე მეთოდით პასუხობდნენ და იყო ერთი ამბავი. ყველამ იცოდა, რომ "ლიოჩიკი"  გიჟი იყო, მარგამ არავის არ ადარდებდა.
ქართველი ბავშვი ეკითხება ბებიას:
_ Правда, что  лётчика выбрали жители этого дома, ?!
_ კი, ბებიკო, ხალხმა აირჩია.
_ А чего они  дурака выбрали?!
_ . ხომ გახსოვს, ჟირინოვსკის არჩევა რომ უნდოდათ პრეზიდენტად.ასეთია რუსული  მენტალიტეტი, არჩევნების დროს სულელს ირჩევენ.
_ ქართველის  მენტალიტეტი როგორია?
ბებია ჯერ გაჩუმდა და მერე უთხრა:
_ მიმინო ხომ გაქვს ნანახი?  За то, у нас есть БОРДЖОМИ !!!



  ###

ქართველების ოჯახი.
შვილიშვილი უყურებს ტელევიზორს და გაკვირვებული ეუბნება ბებიას.
_Посмотри, Шеварднадзе!!!  А он не зелёный !!!
_ რატომ უნდა იყოს ბიჭო შევარდნაძე  "ზელიონი"_ გაუკვირდა ბებიას.
_Ты- же говорила, что из-за политики этого крокодила Шеварднадзе не можем возвращаться в Грузию ,! А крокодили, они зелёные!






###

მოსკოვში მაცხოვრებელი ქართველი ბავშვების დიალოგებიდან.

_ (მეგრული დიალექტით) ნახე, მე ნამდვილიანი ზაიჩიკი მაქვს, მამამ მომიტანა. ჩემნაირი კოსიე თვალები აქვს.
თარგმანში ნიშნავს: ნახე მე ნამდვილი კურდღელი მყავს, მამამ მომიყვანა და ჩემსავით ელამი თვალები აქვსო.

_ შეილьება ბაბუშკა ვალьიას კომნატაშია.
თარგმანში მიშნავს : შეიძლება ბებია ვალიას ოთახშია.


_ მე ქართველად ლაპარაკი სულ ვეღარ შემიძლიოდა.
თარგმანი ალბათ მიხვდით: ქართულად ლაპარაკი არ შემიძლიაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები