| ავტორი: ელინა ჟანრი: პროზა 7 თებერვალი, 2011 |
--მე ბევრი მომწონს, ძიებაში ვარ! პასუხად მან გაიღიმა.
- მე თავისუფალი ვარ,დამოუკიდებელი,. მან სიგარეტს მოუკიდა,მზერა გაუშტერდა. -მე მომწონს მამაკაცი,რომელსაც ესმის ჩემი, აფასებს ჩემს თავისუფლებას. მან ღრმად ამოისუნთქა სიგარეტის კვამლი ამოუშვა ფილტვებიდან... -მოდი,დღევანდელი საღამო ლამაზად გავატაროთ! მან სიგარეტი ჩააქრო და თვალებში ჩახედა.. -ალბათ, ბევრთან გქონია ურთიერთობა! მან ახლოს მიიზიდა და ყვრიმალზე ნაზად აკოცა. -კარგად გრძნობ თავს ჩემთან? მან თვალები დახუჭა და ამოიოხრა... დილას, წასვლამდე მორიდებული სიტყვები გაისმა: -გთხოვ,საიდუმლოდ დარჩეს..." მან არარსებული მტვერი ოდნავი შეხებით მოაცილა მხრიდან... -დაგირეკავ!-გასვლისას დაპირდა. მან მდუმარედ თავი დაუქნია და კარი მიხურა. პირობა იმავე საღამოს შეასრულა...შინ არ დახვდა.მხოლოდ გვიან ღამე მობილურზე მოახერხა დაკავშირება.
...მან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაიმეტა ცოტაოდენი დრო.. -როგორ ერთობოდი უჩემოდ? მან გაიღიმა და უსიტყვოდ ყავა მოსვა.
თითქმის ყოველ დღე რეკავდა... ხანდახან შეგნებულად არ პასუხობდა.. სტუმრობდა მაშინ,როცა ნებას იგი რთავდა,მაგრამ აუსხნელად-რატომ იყო იშვიათი ეს შეხვედრები. ის მიხვდა-მხოლოდ მასთან უნდოდა ყოფნა,ნერვიულობდა უპასუხო ზარებზე,სული ეწეწკებოდა,როცა მას სხვასთან ერთად ხედავდა. სურდა მათი ურთიერთობის შესახებ ყველას ცოდნოდა და ეამაყა... იგი წინააღმდეგი იყო. სურდა,მუდამ ერთად ყოფილიყვნენ.
-მე არავისზე ვარ დამოკიდებული.თავისუფალი ვარ! არაფრის შეცვლა არ მსურს!
...იგრძნო,როგორ შესცივდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ასე რომ თავისუფლება ყოველთვის არ ყოფილა სახარბიელო...:) კარგი იყო...:-* ასე რომ თავისუფლება ყოველთვის არ ყოფილა სახარბიელო...:) კარგი იყო...:-*
10. მომეწონა ++ მომეწონა ++
9. ვერ მივხვდი მომიტევე პმს ვერ ვწერ... ვერ მივხვდი მომიტევე პმს ვერ ვწერ...
8. ჰოო, რაღაცნაირი უცნაური და კარგი :) ჰოო, რაღაცნაირი უცნაური და კარგი :)
6. -მე არავისზე ვარ დამოკიდებული.თავისუფალი ვარ! არაფრის შეცვლა არ მსურს!
...იგრძნო,როგორ შესცივდა...
ჰო, არაფრის შეცვლა არ სურს, მაგრამ... ისე, საინტერესოა, ვის შესცივდა? :) -მე არავისზე ვარ დამოკიდებული.თავისუფალი ვარ! არაფრის შეცვლა არ მსურს!
...იგრძნო,როგორ შესცივდა...
ჰო, არაფრის შეცვლა არ სურს, მაგრამ... ისე, საინტერესოა, ვის შესცივდა? :)
5. თბილოოოოოო, მე ვხედავ შენს სულს, წმინდას, სპეტაკს, თავისუფალს და მიყვარს ის, ძალიან.... თბილოოოოოო, მე ვხედავ შენს სულს, წმინდას, სპეტაკს, თავისუფალს და მიყვარს ის, ძალიან....
4. ეეელ, მეც რაღაც მოულოდნელს ველოდი ბოლოში, როგორც შენ გჩვევია ხოლმე... კარგად წერ შენ :)
ეეელ, მეც რაღაც მოულოდნელს ველოდი ბოლოში, როგორც შენ გჩვევია ხოლმე... კარგად წერ შენ :)
3. ჩემი მეზობელი ელინა :) ჩემი მეზობელი ელინა :)
1. რატომღაც, უფრო ორიგინალურ და საინტერესო დასასრულს ველოდი. რატომღაც, უფრო ორიგინალურ და საინტერესო დასასრულს ველოდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|