ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეფელე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 თებერვალი, 2011


Random

ნება მომეცით მოგიყვეთ
მწვანე  თახვებსა და
ხორბლისმარცვლით მიმღოღავ
ჭიანჭველებზე.
ო, ჩემი ბავშვობის ჭიანჭველები
და გენიალური თახვები
როგორ ღრღნიდნენ ჩემი საწოლის თავს.
სულ გუშინწინ, სულ გუშინწინისწინ,
სულაც ზეგ ან მაზეგ
მე გამოვუტყდი პიტერ პენს
სიყვარულში.
ორშაბათი რომ ჩამოწითლდება
მოვა ოროსნობაში გაჩხერილი
სამოსანი სამშაბათი
ნაცრისფერი, თაგვისფერი
უფრო რუხი სამშაბათი
ხვალ კი ჩინური ახალი წელია
და გადავწყვიტე
სახლში დარჩენა.
იცოდეთ, რომ არ მაქვს
ფული.
ვერ დაგპატიჟებთ კინოში
ანდა თეატრში
ანდა ტაილანდურ რესტორანში
სადაც ოთხკუთხედ, ხანაც
მრგვალ თეფშებზე
ახვავებენ ბრინჯს
ხვადასხვა გარნირებით.
უფრო შარშან
უფრო შარშანწინ
მე გაძლევთ ნებას
შემიყვაროთ.
მაქვს კლასიკური ცხვირი
და თითქმის არ მაქვს ტუჩები
გახუნებული თმიდან
მომიჩანს შუბლი
მეტად ჭკვიანი
ხოლო თვალები
ჩემი საწვიმარივით ფერადი.
სწორედ ამ წუთს,
სწორედ ახლა
უფრო შარშან
უფრო შარშანწინ
რასაკვირველია
მე აქ ვიყავი
თქვენ კი ფიქრობთ
რომ ეს ლექსი არ არის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები