ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2011


მინიმები

***
მოგისურვილე,
მოგინატრე,
გამოგაღვიძე
სულ წამების წინ ჩათვლემილი
მოგონებებში...

***
მახსოვს,
ბალიშქვეშ ვინახავდი ფურცლებს სურვილით,
ამიხდეს-მეთქი;
ახლა შენს კოცნებს ვიქცევ მუჭში,
მერე, როდესაც
ვერსუნთქვამდე მომენატრები,
რომ დაგისიზმრო.

***
უშენოდ ყოფნის ყოველ წამს ღამეს
როგორ უგულოდ ახევს საათი...

***
მერე რა,
ოცდაექვსის ხარ, მე კი
ოცდამესამეს ვითვლი გაზაფხულს,
ასე თოთოა და ასე დიდი –
ჩვენ ერთის გავხდით!

***
გაზაფხულის დღეს,
უშენოდ გავლილს,
როგორი ზამთრის სუსხი დაჰკრავდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები