ავტორი: გიორგი_ჯაფარიძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 თებერვალი, 2011
31 მარი
დღეს 16 თებერვალია,დილის 11 საათი. გუშინ ბიძაშვილთან დავრჩი რუსთავში.ღამით ისევ მარი დამესიზმრა,ზუსტად არ მახსოვს სცენარის თანმიმდევრობა,მაგრამ კარგად დამამახსოვრდა მარის თბილი,მეტყველი მუქი თვალები. ალბათ,მიზეზი მარის გახსენებისა 14 თებერვალი იყო.ბიჭები საქეიფოდ მივდით და ერთ-ერთმა შენიშნა მარი ჩემ უბანში. მარი ვიღაც ბიჭთან ერთად არისო. ნაღდად არ მაინტერესებდა ბიჭის ვინაობა,ერთი სული მქონდა მარი დამენახა,თუნდაც შორიდან.რამოდენიმე თვე იქნება გასული რაც მარი არ მინახავს. მივედი,მივესალმე,მივულოცე და წამოვედი.ვითომ შემთხვევით გადავეყარე,არადა თითოეულ ნაბიჯს ჩემთვის წელიწადის ფასი ჰქონდა. ადრეც გამიკეთებია მსგავსი საქციელი,როდესაც მარშრუტკით მომავალი მარის დავინახავდი,რომელიც სახლისკენ მიდიოდა.ჩამოვიდოდი,გზის მეორე მხარეს გადავირბენდი,მარის გავცდებოდი,შემდეგ იმ მხარეს გადმოვდიოდი,სადაც მარი მიდიოდა და ისე აუღელვებლად მივესალმებოდი,თითქოს არც მიხაროდა მისი ნახვა. სიზმრის შებრუნება ვცადე,მაგრამ ვერაფეს გავხდი. ჩემი ბიძაშვილი კარგა ხნის გაღვიძებული იყო,ლოცულობდა. მე აივანზე გავედი სიგარეტის მოსაწევად. აივნიდან ხელ მარჯვნივ მოსჩანს მთები,რომელზეც თოვლს სძინავს დროებითი ძილით. პირდაპირ გაბრაზებული კორპუსები დგანან და აქა-იქ,ეზოში დაჩაგრული ფარეხები მოსჩანს. მარცხნივ კი სიმარტოვით დასჯილი ველია,სადაც არაფერია. ეზოში რამოდენიმე,სიშიშვლით შერცხვენილი ხე დგას,ისინი გაზაფხულს მოუთმენლად ელიან,როგორც მე მარის. უახლოვეს ხის ტოტს ეწვია მხიარული ბეღურა,რომელიც მწყურვალედ მიკვლევდა,ხან ერთი თვალით შემომხედავდა და ხან მეორით.ხშირად ვესაუბრები ცხოველებს ჩემ ტკივილებზე,ადამიანებისგან განსხვავებით მათ ხომ მოსმენა შეუძლიათ,თუმცა მხიარული ბეღურა არ შევაყოვნე,რათა მას ეჩქარებოდა,როგორც ყველა მისნაირს. მარის ერთი დანახვაც მყოფნის,რომ რამოდენიმე თვით თავუკუღმა დავდგე,ვიოცნებო,ვიფანტაზიორო,შევქმნა,შევაფასო,მოვიწონო. ფანტაზიაზე გამახსენდა.ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე მარის გვერდით,ერთი-ორჯერ ხმამაღლაც კი წამომცდენია რამოდენიმე სიტყვა და გვერდზე მყოფები არ იმჩნევდნენ,დილით არაერთხელ ჩავხუტებულვარ ჩემ თავს,მარის წარმოდგენაში. ხანდახან სიგიჟე დამირქმევია,ხანდახან გაღმერთება,ხანდახან წმინდა ჭეშმარიტი სიყვარული. მე ნაღდად არ ვიცი რას ნიშნავს ეს გრძნობა,როდესაც ადამიანი ვინც გიყვარს შენს ორგანიზმშია,შენი ნაწილია და რაც არ უნდა მოხდეს ერთად იქნებით. ერთად ყოფნა... მსგავსი შემთხვევაც ყოფილა,მაგრამ წარუმატებელი. ბევრი შეცდომა ჩემი მხრიდან რათქმაუნდა.უნდობლობა,წყენა,ეჭვიანობა,მაგრამ მთავარი პრობლემა ალბათ მაინც ბავშვობა იყო.ცოტა კიდევ რომ გავეწვალებინე მარის და არ ეთქვა,რომ ვუყვარდი...კარგი იქნებოდა.დრო გავიდოდა,ურთიერთობისთვის მზად ვიქნებოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა,ახლაც ყველაფერი კარგადაა,უბრალოდ შეიძლება უკეთ ყოფნა. მე უკვე ვაღიარე,რომ მარი ჩემთვის ერთადერთი ადამიანია,რომელიც ყოველთვის მეყვარება,რათქმაუნდა შემყვარებია სხვები,მაგრამ მარი ყოველთვის... მე არ ვამბობ,რომ მხოლოდ მე შემიძლია მარი მიყვარდეს,ყველას შეუძლია ჩემნაირად და შეიძლება ჩემზე მეტადაც შეიყვაროს მარი,მთავარია დაინახონ ის... მოგეხსენებათ დღესდრეობით იშვიათად ან გვიან აფასებენ ადამიანს შინაგანად. მარი ერთ-ერთი მშვენიერი არსებაა,რომელსაც აქვს ის რაღაც არაამქვეყნიური,გიჟური. ეხლა და არა ახლა უკვე 16 თებერვლის თერთმეტს უკლია ათი. ბიძაჩემთან დავლიე. მისი მამის გარდაცვალებიდან მეორე წელი გასულიყოს. იმდენ პრობლემაზე ვისაუბრეთ,იმდენი ტკივი გავიხსენეთ,მაგრამ მარი...ეს მარი ყველგან იყო.გინდ დაიჯერეთ გინდ არა,მარი ჩემთან იყო,როგორც ყოველთვის. იმაზეც ვიფიქრე,რაზეც არ ფიქრობენ ჩემი სქესის წარმომადგენლები თავიანთ ერთადერთებზე (ხშირ შემთხვევაში) შენი არჩეული მარი გეყვარება თუ არა ყოველთვის...ვიფიქრე,მეყვარებოდა მარი? თუ იქნებოდა ბრმა ან ინვალიდი,მსუქანი,ავადმყოფი,სკლეროზიანი,ცალ თვალა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...მეყვარებოდა როგორც აროდეს არვის არ ჰყვარებია არვინ. მეყვარება იმის შემდეგ,როდესაც ცოტა ან უამრავი შვილი გვეყოლება და ხასიათი შეეცვლება? მე მისი გამამხიარებელი,გამრთობელი და თუნდაც ჯამბაზი გავხდები. რატომ?რამის შემეშინდება?არა,მე ის მეყვარება. მე თვითონ მარი მიყვარს თავისი არსებით,ისეთი როგორიც არის. უყურადღებო,არც თუ ისე თბილი,ადვილად დამვიწყებელი და ასე შემდეგ. მარის გამო ყველაფერს შევძლებ და გავაკეთებ რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია და არ შეუძლია. მე ყოველთვის ვიქნები გიორგი ჯაფარიძე და ყოველთვის მეყვარება მარი მელაძე. მერწმუნეთ,კიდევ მილიარდჯერ დავწერ და ვისაუბრებ მარიზე,დღეს კი ასე მოკლედ შემოვიფარგლები... მე დღეს უკვე ოცდამეთერთმეტედ ვახსენე მარი და დღეს ოცდათერთმეტი წამი ვიცოცხლე.
გენაცვალე მაგ შენს სიყვარულში...ბრავო მარის რომ ასეთ ბედნიერს გხდის ..გულახდილად ვამბობ რომ ასეთი გახსნილი ადამიანი როგორიც ხარ შენ ცეტაა მ ქვეყნად...ბედნიერებას გისურვებთ მაგრმა ის ვერ გავიგე მარი ბოლოსდაბოლოს შენი იყო თუ არა?

მე ყოველთვის ვიქნები გიორგი ჯაფარიძე და ყოველთვის მეყვარება მარი მელაძე. მერწმუნეთ,კიდევ მილიარდჯერ დავწერ და ვისაუბრებ მარიზე,დღეს კი ასე მოკლედ შემოვიფარგლები...
:)) :)) :))
მე ყოველთვის ვიქნები გიორგი ჯაფარიძე და ყოველთვის მეყვარება მარი მელაძე. მერწმუნეთ,კიდევ მილიარდჯერ დავწერ და ვისაუბრებ მარიზე,დღეს კი ასე მოკლედ შემოვიფარგლები...
მეკალმე,ძია თუ დეიდა არ ვიცი როგორ მოგმართო :) ეხლა ვნახე ეს ნაწერი შენ თავს ვფიცავარ.4 დღეა ვსვავ რაღაცის გამო ეს გუშინ დამიწერია და ნაღდად არ გადავაკეთებ არაფერს.ბევრი დავლიე და მაინც ნორმალურად დამიწერია :D კიდე რა გითხრა,მადლობთ შეფასებისთვის.ფხიზელზე რო დავწერ აუცილებლად გავითვალისწინებ.მადლობთ კიდევ ერთხელ

ადრეც გამიკეთებია მსგავსი საქციელი,როდესაც მარშრუტკით მომავალი მარის დავინახავდი - ეს ერთი წინადადებაც არ არის სრულად და ნახეთ შეცდომები: 1) გამიკეთებია საქციელი- ჩამიდენია. 2)მარშრუტკით - სამარშუტო ტაქსი 3)მომავალი მარის დავინახავდი - მომავალ მარის დავინახავდი. არ შეიძლება ასეთი ზერელე დამოკიდებულება წერისადმი... .ხშირად ვესაუბრები ცხოველებს ჩემ ტკივილებზე,ადამიანებისგან განსხვავებით მათ ხომ მოსმენა შეუძლიათ,თუმცა მხიარული ბეღურა არ შევაყოვნე - ბეღურა ცხოველია? :) ბეღურა არ შევაყოვნე,რათა მას ეჩქარებოდა,როგორც ყველა მისნაირს- რათა ეჩქარებოა, თუ რადგან ეჩქარებოდა? უახლოვეს-უახლოეს ხელ მარჯვნივ - ეს ერთი სიტყვაა. რათქმაუნდა - რა თქმა უნდა მისი მამის გარდაცვალებიდან მეორე წელი გასულიყოს - გასულიყო. იმდენი ტკივი გავიხსენეთ - ტკივილი. ცალ თვალა - ერთი სიტყვაა ესეც. როგორც აროდეს არვის არ ჰყვარებია არვინ.- აქ ამდენი უარყოფა რა საჭიროა? როგორც აროდეს(თუ ეგ სიტყვა გინდატ აუცილებლად) არავის არავინ ჰყვარებია. გამმხიარებელი- ეს რას ნიშნავს? გამამხიარულებელი? ჯაბაზი-ჯამბაზი ცდათერთმეტიე- ოცდამეთერთმეტე
ახლა ამ ყველაფერზეც რომ იგივე პასუხი გამცეთ, რაც მედეას გაეცით, თქვენს გონიერებაში შემეპარება ეჭვი ;) ნაწერს რაც შეეხება, მარის შეიძლება მოეწონოს, მაგრამ ვინაიდან ლიტერატურულ ღირებულებებს აქ ვერ ვხედავ, ვერ შევაფასებ დადებითად... ეს პროზა არ არის, მით უფრო დრამატურგია(რა შუაშია?)
წარმატებები მარისთან და ზოგადად ცხოვრებაში.