ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2011


გაზაფხულის წვიმაში

წვიმის წვეთები დახატავენ გუბეზე წრეებს,
ხეები ფოთლებს ერთმანეთზე დაატოლებენ,
სოკოს ქოლგებში თავს შეჰყოფენ ლურჯი იები
და მთები ნისლის ყალიონებს გააბოლებენ.

წვიმით გალუმპულ სახლებს წასვლა მოესურვებათ,
თბილი წვეთები თამამ მერცხალს ტანზე დაწინწკლავს,
ასეთი წვიმა ააჩქარებს მგზავრების ნაბიჯს,
სწრაფი მანქანა თეთრკაბიანს შავად გაწინწკლავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები