ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეტრე
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2011


  ჩამოტვირთვა

ტ ი ნ ო ბ ა

არ ვიცი რაა ვალენტინობა,
ტიტველ ბარტყების ტიღვთა ტილობა,
ტიხვნა თავის და ტილთა ცილობა,
თუ ობოლ ტიღას მოვლა შვილობა.
სანამ ხორცს ეკვრის სული ჭიოტად,
რქებდადრეკილი ლაბა ხარივით,
ერქუანის მაჭზე ხელს ჭერ იოლად,
და ანეულში თესლებს მოაბნევ ხიორ-ხიორად,
იალ-ციალით იჭიატებს ცა დაფიონად.
მერე ხანმეტი ზეშთაგონებით,
ანთებს თეოთა შენთა ეონად,
და სიყვარული ჰოროლის ქარით,
გულში იძვრისი მახვილ გეონად.
შენც მაწოვარი ძუძუს ბავშვივით,
აღუდღუდები კეთილ ინთები,
ყოველ ცისმარზე ეტყვი მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!
ზესთსახიერი მეფე უფალი,
სიყვარულის ხარ შენ დ ე დ უ ფ ა ლ ი !!!
ჰო და ეს არის კაცის ტინობა,
ქართული ჰანგის ხმა და კილობა,
ერუხიანი და ჯიშიანი,
ჩემი ერი და გვარიშვილობა!!! 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები