ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2011


წვიმს...

წვიმს და... წყლის წვეთებს სიცივე მოაქვთ...
წვიმს და... შავ ღრუბელს ნაღველი მოაქვს..
წვიმს და... სახეში მესხმება თქეში...
პაწია ნაკადულს დავეძებ შენში...
წვიმს და... სიცივემ ლამის გამთოშოს.
ლამის ძარღვებში სისხლი გამიშროს..
სული გაყინოს... სუნქვა გამიქროს...
ან იქნებ.... ზეცამ  შეწყვიტოს თქეში.
მე ხომ... სიყვარულს დავეძებ შენში.
გამოიდაროს... მზემ გაანათოს
და დაანათლოს შენი "ბადიში"....
აღმომხდეს კვნესით- ოხვრით და ვიშით:
"წარღვნამ წალეკოს სიტყვა საშიში"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები