ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2011


შენთვის ადვილია გერქვას მამაკაცი....

შენთვის ადვილი გერქვას მამაკაცი,
ჩემთვის კი ძნელია,რომ ქალად ვიცხოვრო,
ვცდი ახლა  ამ გრძნობებს მე სევდას ავაცლი,
მერე კი ცელქ ფიქრებს დავაცდი ითოვოს.

ჩემს გულში ვამყარებ იმედებს. რატომღაც
ამ ფრთების შეკვეცას ვაბრალებ ამინდებს,
გარეთ კი უეცრად,რა მაგრად გათოვდა,
შენ ისე მიყურებ,ეს შვებას მანიჭებს.

ითოვოს... ასეთი ამინდი მამშვიდებს,
ითოვოს...ცრემლებსაც ამ თოვლით შევღებავ,
ითოვოს...ამ სევდას გავატან ამინდებს
მიყვარხარ ასეთი,გავბედე გეძებ და....

ითოვოს... კაცი ხარ და ყინვას გაუძლებ
მე კი კვლავ ქალივით მოვიცვამ თბილ ხალათს,
ითოვოს... შენ ამ თოვლს აბრალებ ამინდებს,
მე ვფიქრობ,რომ იღებს ზამთარი მოსავალს.

ჩემთვის მარტივია გერქვას მამაკაცი,
შენთვის  უძნელესი,რომ ქალად აღმიქვა,
ნეკნი აიტკიე...ევას ვითამაშებ
თუ ეს მუჭისხელა გულები გაგვითბა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები