 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 3 მარტი, 2011 |
თბილისში დრო გაჭედილა, იდუმალის თითქოს დარდით, ნისლის ქურქში გახვეულა, ნარიყალას ძველი ლანდი. შეშის ტკაცუნს წამს, სიმშვიდეს, გავეკიდე ოცნებაში, დამამშვიდებს მისი ქშენა, მიღუღუნე როგორც ბავშვი. ზღაპარივით თითქოს ელის, ჩვენგან საქმეთ ჩამოყოლას, სად ვიყავით, რატომ რისთვის, ვის არ ვუდვეთ დღეს ტოლობა. გვსიმენს მშვიდად, ინტერესით, მოწითელო ნაკვერჩხლებით, ხან ნაპერწკლის ისრებით და, ხანაც ხრინწი დახველებით. ამ ადგილას მუდამ თბილა, თბილოდა და კვლავ დათბება, ეს ქალაქი ცხელ ბუხარს ჰგავს, ბოღმა, შური აღარ ქრება?! თბილისს სძინავს ან ბობოქრობს, განიცდის და ხანაც კვდება, კვდება, კვლავაც იბადება, იბადება, კვლავაც კვდება და მუდმივად იბადება. ალიონზე დღე იწყება და მას მოსდევს ღამის ბინდი, რაც ინთება ისევ ქრება, სიჩუმეა გასარინდი. ცოცხალიც კი ოდეს ქრება, ყინვა ზამთარს დაადნება, საუკუნოდ ასე ხდება, და ამ ქვეყანად სალაღობო, სული მხოლოდ ბოლოს კვდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. 5
,,სიჩუმეა გასარინდი." 5
,,სიჩუმეა გასარინდი."
6. ზოგის სული სიცოცხლეშივე კვდება, სამწუხაროდ... :(
მოკითხვა ავტორს :) ზოგის სული სიცოცხლეშივე კვდება, სამწუხაროდ... :(
მოკითხვა ავტორს :)
5. თბილისი ყოფილა ფენიქსი :) თბილისი ყოფილა ფენიქსი :)
3. მე ვერ. მომიტევე :) მე ვერ. მომიტევე :)
1. არ მომწონს ! არ მომწონს !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|