ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეგან პაპავა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 მარტი, 2011


  ჩამოტვირთვა

____________

როგორ დარბიან სტრიქონები ფურცლად,მელნით გაუწუწავთ და  სადაც გაივლიან კვალს  ტოვებენ...მატარებლობანას თამაშობენო ერთხელ ჩემთვის უთქვამთ,მაგრამ სწორედ მაშინ, როცა გადავწყვიტე მატარებლით მემგზავრა, რაღაც მოხდა. ჩემი ბავშვობა დაიკარგა რკინის რელსებზე და უკვე 10 წელია  ვეძებ..8 წელი ბავშვად მთვლიდნენ,რადგან  ჩემში ღიმილი უყვარდათ,უყვარდათ სიცელქე და ანცობა ჩემი...
  ერთ მთვარიან ღამეს დავიკარგე ტრიალ მინდორში...ირგვლივ ფოთლების კარნავალი იყო,ზოგი შემოდგომას აღნიშნავდა თავისუფლების,ზოგი კი ონავრობდა და  ჩემს კოჭებთან იდებდა ბინას.ჩამეძინა და უეცრად, უჩვეულო ხმამ გამომაღვიძა-მატარებელი,რომელიც ცაში იყო გამოკიდებული, უმისამართოდ გარს უვლიდა დედამიწას, თითქოს რეისები მობეზრებოდა და  რომელიღაც პლანეტაზე აპირებდა შეჭრას.ირგვლივ არავინ:არც ის,არც დედა და არც ფოთლები..ფეხებზე დავიხედე იმ იმედით, რომ ონავარი ფოთლები,რომლებიც ჩემს კოჭებთან განლაგდნენ,ჩემთან იქნებოდნენ,მაგრამ მივხვდი, რომ მართლა  დავიკარგე,დავიკარგე სადღაც,არც სიზმარში და არც ზღაპრის ბოლოს,როგორც ეს კითხვისას მემართებოდა ხოლმე...ხეებმა მიპოვეს უღრან ტყეში.რა კარგი იყო არემარე ჩემს ირგვლივ მაშინ...მე შევიყვარე მათთან ყოფნა... 
  _რკინის რელსებზე დავიკარგე… დავიწყე თხრობა...სირცხვილის გრძნობა დამეუფლა და ხმა ჩამივარდა.მეგონა, როგორც დიდმა ადამიანებმა  იციან ბავშვების მოსმენა და დაჯერება,ისე  მისმენდნენ და მიჯერებდნენ ...
_ადამიანები ხშირად ცდებიან ჩვენში…დაიწყო ერთმა-აი, სიტყვები,რომელიც დაკარგვიდან პირველად მოვისმინე  და მომეწონა...ყურს ვუგდებდი მათ საუბარს ჩუმად,მხოლოდ მუხა იდგა ჩემთან და გაფაციცებით დამყურებდა ზემოდან,ეშინოდა არ გავქცეულიყავი  არაფრიდან..ვისმენდი მათ საყვედურებს ჩვენდამი და ვფიქრობდი,ვფიქრობდი რკინის გზაზე, სადაც ჩემი სიყმაწვილე დავტოვე..როგორ მინდოდა მაშინ მეპოვნა და მეჩვენებინა, რომ სულაც არ ვართ უგუნურები,არც დაუნდობლები და საერთოდ, ადამიანები ვართ მათგან განსხვავებით...მინდოდა ჩემი ხალასი და ბავშვობა პატარა ნერგებისთვისაც გამეზიარებინა,როგორ მოწყენით იდგნენ ისინი, თითქოს, შორს აპირებდნენ გამგზავრებას...მეცნო სიტუაცია და დავიძაბე,დავიძაბე რადგან არ მინდოდა მათი დაკარგვაც. ან კი ვიცოდი მათ შესახებ რამე,ჩემ შესახებაც?.. მე ხედ ვიქეცი...დღესაც ხე ვარ და უფოთლოდ ვიტოტები...ვერასდროს ვიგებდი, ჩემს წიგნზე რატომ იყო ილუსტრირებული ხე, ხე  უნაყოფო და უარაფროდ, „არაფერი“ ასე ვეძახდი მას...ახლა კი...
  ფოთოლცვენაა, შემოდგომას  პაემანი დაუნიშნა ზამთარმა,  გაყინოს უნდა ..ო, რა მკაცრია დედაბუნება,როგორი ცივი...მე  კი მარტო ვარ უღრან ტყეში,გამოღვიძებას ველი...კვლავ მატარებლის „ჩაქაჩუქი“ იგი უკვე უჩემოდ გამოჩნდა ცაზე, გამომეღვიძა...ირგვლივ ბურუსით მოცულია არემარე... ვიცანი,ვიცანი ფოთლები,ოღონდ ისინი ამჯერად თავზე იყვნენ გირლიანდებად შემოხვეულნი...გამახსენდა დედა და გამახსენდა ჩემი პირველი ემოცია მატარებელში, ვაგონიდან ვაგონში, მგზავრიდან მგზავრს ვეჯახებოდი...მათი შეწუხებული სახეებიც გამახსენდა,მაგრამ ერთის განსაკუთრებით დამამახსოვრდა, წეღან დავინახე ხიდან ნაყოფს კრეფდა..თავი ამტკივდა და უეცრად კვლავ დავკარგე გონი_________
  მე ვხედავ მათ და ვეძახი დედას...ხიდან ხეზე გადავდივარ,მაგრამ ვერ ვხედავ მის სახეს,ვერც ტანს...მატარებელი რელსებზე აღარ იდგა,არც ხალხი იყო გაფანტულად ,ყველა ერთ ადგილას იდგა,ყველა ჩემს სახელს გაიძახდა..ბავშვობა დავკარგე...
    მუხას რკოები დაუცვივდა,მე კი ერთ-ერთ მათგანს ჩავენაცვლე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები