ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მარია
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2011


....

მხოლოდ წუთიერ ტკბობაზე ფიქრობ,
თუ მართლა გრძნობა გალაპარაკებს?
მე მხოლოდ შენთან მინდა, რომ ვიყო
მგონი ვაჭარბებ ყოველგვარ საზღვრებს...
და მეჩვენება, სადღაც ღრუბლებში,
დავფრინავთ ერთად, ვით ანგელოზნი,
ღამით სიზმარიც, რომ მესიზმრება,
მხოლოდ ჩვენა ვართ, მე და შენ ორნი...
გამოვიღვიძებ და გული მწყდება,
რომ ჩემთან არ ხარ, ამაოდ გეძებ,
ძალას მოვიკრებ, ისევ მოგძებნი,
ის ხომ პოულობს, ვინც მუდამ ეძებს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები