 | ავტორი: ყარიბი ჟანრი: პოეზია 4 სექტემბერი, 2008 |
რა უცნაური ოცნება მოდის სიგარეტების ფერფლით და კვამლით, რომ პარიზს, პირველ მესიტყვეს მოდის, მე შევეფარო დახეულ ხამლით.
რომ ზეცა იყოს მრუმე და კუშტი, თითქოს საყვედურს წვიმას აბარებს, ვიღაც გინებით, ლანძღვით და მუშტით აზანზარებდეს ღამის კაბარეს.
რომ სიგარეტის ცისფერი კვამლი იყოს ამაზე მუქი და სქელი, მე ვიჯდე მარტო და ჩხრეკით რამლის, მქონდეს თვალები მთვრალი და სველი.
მერე კი ვიღაც მღეროდეს ნაზად და ესტრადაზე ცეკვავდეს შუქი... მას ერქვას ნინეტ, ანეტ თუ აზა, თმა ჰქონდეს ქერა, თვალები _ მუქი.
და მეძავები თეთრი ფეხებით მუხლიდან მუხლზე ფარფატ-ფარფატით სხდებოდნენ და თან მათი შეხებით ვიღაც ხარობდნენ და ფულს ფანტავდეს.
მე კი წვალებით შეგროვილ ფრანკით ვსვამდე ერთადერთ ბოთლს და ვტიროდე და იქვე ახლო გაცვეთილ ფრაკით ვიღაც უშვებდეს ლოთის ტირადას.
მენატრებოდეს სამშობლო ჩემი ათასი სევდით და დაუღლებით, რომ გადიოდეს მარსელში გემი და ვიცოდე, რომ ვერ დავბრუნდები.
და რომ ვიცოდე, მოვკვდები სადმე ბაღში, ძელსკამზე, იანვრის ღამით, რომ დავიწყებულს ჯიში და მოდგმა არ გამიხსენებს არც ერთი წამით.
რომ ზეცა იყოს მრუმე და კუშტი, თითქოს საყვედურს წვიმას აბარებს და ამ დროს ვიღაც ძარღვიან მუშტით აზანზარებდეს ღამის კაბარეს.
რა უცნაური ოცნება მოდის სიგარეტების ფერფლით და კვამლით, რომ პარიზს, პირველ მესიტყვეს მოდის, მე შევეფარო დახეულ ხამლით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ძალიან მომეწონა მე,ძალიან 5 ძალიან მომეწონა მე,ძალიან 5
14. ეს ლექსი ძალიან მომეწონა, მინდა წარმატებები გისურვოთ++++ ეს ლექსი ძალიან მომეწონა, მინდა წარმატებები გისურვოთ++++
13. ეხ, ბადრო ბადრო,მე მარტო ხამლი შემრჩა, ეს ჩემი საყუარელი ლექსია. ეხ, ბადრო ბადრო,მე მარტო ხამლი შემრჩა, ეს ჩემი საყუარელი ლექსია.
12. პარიზი მოიტანა... პარიზი მოიტანა...
10. ....
10
ჩასასწორებელია ერთი-ორგან..
არ ვიცი.. ვინ ხარ.. მაგრამ.. ხარ.. :)
....
10
ჩასასწორებელია ერთი-ორგან..
არ ვიცი.. ვინ ხარ.. მაგრამ.. ხარ.. :)
9. მე დამევასა.
55555555 მე დამევასა.
55555555
8. 4 წარმატებები :) 4 წარმატებები :)
7. რომ სიგარეტის ცისფერი კვამლი იყოს ამაზე მუქი და სქელი, მე ვიჯდე მარტო და ჩხრეკით რამლის, მქონდეს თვალები მთვრალი და სველი.
ლამაზი ლექსია. 5 რომ სიგარეტის ცისფერი კვამლი იყოს ამაზე მუქი და სქელი, მე ვიჯდე მარტო და ჩხრეკით რამლის, მქონდეს თვალები მთვრალი და სველი.
ლამაზი ლექსია. 5
4. რაღაც ვერააა... რა არ ვიცი, არა და კარგია!:) რაღაც ვერააა... რა არ ვიცი, არა და კარგია!:)
2. უცნაური ოცნებაა:) ლექსი მომწონს! უცნაური ოცნებაა:) ლექსი მომწონს!
1. კარგია, მუსიე დე'ტრევილ. კარგია, მუსიე დე`ტრევილ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|