 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 12 მარტი, 2011 |
_ ეს შენ ! _ მიაწოდა ყვავილები ვერიკოს _ რაღაც მრავალმნიშვნელოვნად იღიმებოდა. _ გმადლობ ! _ ცივად გამოართვა. _ ვიცი, ჩემზე გაბრაზებული ხარ. მაპატიე, რომ დავიკარგე. ქალაქიდან ვიყავი გასული. _ ხოო?! _ რატომ მიყურებ ასე უცნაურად ?! _ მე ხომ არ გეკითხები, რატომ დაიკარგე-მეთქი ?! _ მერე, რატომ არ მეკითხები ?! _ იმიტომ, რომ მატყუებ. _ ვერ გავიგე ! _ სახე შეეცვალა ლექსოს. _ რა ვერ გაიგე ?! შენ არსად არ ყოფილხარ წასული. მთელი ეს დღეები სულ ქალაქში იყავი და სვამდი, ხან საავადმყოფოში, ხან ტელევიზიაში, ხან სადღაც ! ღმერთმა იცის, სად ! _ შენ რა, ინფორმაციას აგროვებ ჩემზე ?! _ უკმაყოფილო ღიმილმა გადაურბინა ლექსოს. _ არა, ინფორმაციას არ ვაგროვებ, მაგრამ იმდენი „გულშემატკივარი „ გყავს. _ მერე ?! _ მერე არაფერი ! მე აქ ერთგული ცოლივით ვზივარ სახლში, გელოდები და შენ სადღაც უაზროდ თვრები... _ რატომ უაზროდ ?! ძაანაც აზრიანად ვთვრები. _ შენ რა, ხუმრობ ?! მე აქ ვნერვიულობ... _ რაზე ნერვიულობ, სახლში რომ ზიხარ ერთგული ცოლივით და მელოდები უაზროდ, თუ უაზროდ რომ ვსვამ _ ირონიით იკითხა ლექსომ. _ რომ სვამ და რომ გელოდები. _ შეგიძლია არ დამელოდო ! _ გაბრაზდა ლექსო. ვერიკოს შეხედა და ნათქვამი შეარბილა . გაიღიმა _ ისედაც მოვალ. და, საერთოდ, ვსვამ თუ არა, ეგ შენი „ზაბოტა“ არ არის. _ რატომ არ არის ?! არის ! _ მოდი, შენი ჭირიმე, ერთიმეორეს ბორკილებს ნუ დავადებთ და რაღაცეებს ნუ ვაიძულებთ. _ მერე მასე უკეთესია ?! გინდა, რომ ერთიმეორესთვის სულერთი ვიყოთ ?! _ დისკომფორტი გაქვს ლოთი რომ გიყვარს და ხალხის გცხვენია ?! _ ააარა ! დისკომფორტი მაქვს, კაცი ჭკვიანი და განათლებული, რომელიც მიყვარს, იმ საქმეს არ აკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია. _ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ვიღუპები ?! _ ირონიულად გაიცინა ლექსომ. _ არა, შენ არ იღუპები, შენ უკვე დაღუპილი ხარ ! _ გეყოფა! _ რა უფლება გაქვს საკუთარ თავს ასე მოექცე ?! გიცნობ და ვიცი, რისი გაკეთება შეგიძლია ! _ ვერიკო, არც ისეთი ჭკვიანი ვარ, შენ რომ გგონია _ნუ ხუმრობ იმაზე, რაც შენი ტრაგედიაა ! _ დააზუსტე, ტრაგედია კი არა, ტრაგი-კომედიაა ! ვერიკომ წიგნების თაროდან ჟურნალები გადმოიღო და ლექსოს დაუწყო: _ მე კიდევ ჟურნალები გიშოვე, „კინო“, ვიფიქრე, რამეში გამოიყენებდი. _ _ ჰოოო ! ზუსტად მაგ ჟურნალებზე ვოცნებობდი, ნეტავ მაშოვნინა-მეთქი ! _ გაკვირვებულმა შეხედა ვერიკოს _ ვერიკო, შენ მართლა ვერ ხვდები, რომ ხელოვნება არავის არ ჭირდება, თუ არ გინდა რომ მიხვდე ?! _ სჭირდებათ ! _ ვიიის ?! _ მე მჭირდება, შენ გჭირდება... _ მერე, შენ გგონია, რომ „მე და შენ „ ბევრი ვართ ?! ხელოვნება ახლა ისეთი რამეა, რითიც „ჭკვიანი“ ხალხი შვილებს აშინებს, „ერიდე ხელოვნებას, თორემ შენც ისეთივე მათხოვარი იქნები, ვინც ეგ ხელოვნება შექმნაო“... ხელოვნება აქ ყადაღადადებულია... _ ეგ შენი „ლოთური ფილოსოფიაა“.. _ გეყოფა , ლოთი არა ვარ !... _ გაჩუმდა _ ნახე, ხელები არ მიკანკალებს _ ხელები გამოშალა _ ესე იგი, ლოთი არა ვარ ! _ თქვა ბოლოს. _ ტყუილად იმშვიდებ თავს! ლოთი ხარ და ხელები თუ არ გიკანკალებს, ესე იგი, უკვე მოასწარი. ლექსოს რაღაც უკმეხის თქმა უნდოდა. მერე გადაიფიქრა. სავარძლიდან ტახტზე გადაჯდა. კარგა ხანს იჯდა გაჩუმებული. ვერიკოს შეხედა: _ გეფიცები, მართლა არ დამილევია... _ ისევ გაჩუმდა _ ვერიკო, აბა რა ვაკეთო ? საქმე რომ მქონდეს რამე... _ რას ამბობთ?! რა შეიძლება გააკეთოს დალევის მეტი განათლებულმა და ჭკვიანმა კაცმა ?!.. _ რა და ... _ ჯერ თავი შეიკავა. ფეზე წამოდგა . ფიქრობდა ეთქვა თუ არა _ რა შეიძლება აკეთოს და... და შეიძლება თხაროს ჭები, ვიღაც „მელეხების“ სარდაფები, შეიძლება დაუბაროს ნაკვეთები, ვისაც გადახდის საშუალება აქვს !... შეიძლება გადმოტვირთოს ვაგონები... და ასე შემდეგ !.. მოულოდნელობისაგან ვერიკომ ხმა ვერ ამოიღო . _ რაა ?! _ იკითხა ბოლოს. _ აბა, რა გგონია, ჩემო სიყვარულო, როცა აქ, შენთან „კარცერ ლუქსში“ არა ვარ, „მაღალი მატერიებით“ ვცხოვრობ და დალევა, უბრალოდ, ჩემი „ჰობია“ ?! _ ეგ არ არის გალოთების მიზეზი _ დიდი პაუზის შემდეგ თქვა ვერიკომ _ არც კვირიდან კვირამდე დაკარგვის მიზეზი. მაგაში არც არაფერია დასამალი. ახლა ისეთი დროა... _ ვერიკო, შენი ჭირიმე, დღეს არა ვარ სერიოზული საუბრის განწყობაზე... არ მინდა ამ საკითხზე შენთან ლაპარაკი. _ პირიქით, აუცილებელია ამაზე ლაპარაკი, იქნებ რაიმე გამოსავალი ნახო. _ რაც მე შემიძლია, არავის სჭირდება და რაც სჭირდებათ, იმას ვაკეთებ... _ შენ ახლა თავს იმართლებ... _ რა ვქნა ?! მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი თავის მართლებაა... რაცა ვარ ესა ვარ და შენს გამოც კი ვერ დავემსგავსები სხვას... _ სხვას ნუ დაემსგავსები, შენს თავს დაემსგავსე. _ მომკლა შენმა ლირიკულ-პათეტიკურმა გულუბრყვილობამ _ გაიცინა ლექსომ _ ცოტა აზრზე მოდი. გაიხედ-გამოიხედე, რა ხდება. ვინც ამ ცხოვრებას ვერ მოერგო, ან წავიდა, ან გამათხოვრდა, და ვინც მოერგო, იმას ხელოვნება და „მაღალი მატერიები“ დიდი „შოტით“ სულ ფეხებზე ჰკიდია. _ გაჩუმდა _ ვერიკო, არც ისეთი კარგი ვარ, შენ რომ გგონივარ და არიც ისეთი ცუდი, ახლა რომ ფიქრობ...! თეთრი ყვავი ნაღდად არა ვარ. _ ხარ ! მე ვიცი, რომ ხარ! ლექსომ ხელი ჩაიქნია: _ კარგი ერთი, ყვავი ყვავია ! _ კარგი, ხელოვნება არავის არ უნდა, ფილოსოფია ?! ბოლოსდაბოლოს ფილოსოფოსი ხარ !.. _ ქალი ხარ, ცილისწამების მეტი რა შეგიძლია, თორემ რომელი ფილოსოფოსი მე ვარ?!. მე, ვერიკო, ფილოსოფოსი კი არა ვარ, მე ვარ ფილოსოფიის მცოდნე და, სხვათაშორის, კარგი მცოდნე და ამით რა ?! კიბერნეტიკის ინსტიტუტში მარქსიზმ-ლენინიზმს ვკითხულობდი. ვის სჭირდებოდა მარქსიზმ-ლენინიზმი ! სტუდენტებს ლექციებზე ეძინათ. ვისაც ფილოსოფია აინტერესებს, ლექციაზე კი არ მოდის, წიგნებშია ჩამძვრალი. _ ესე იგი, არც ფილოსოფია არ უნდა არავის ?! _ ფილოსოფია რომ არავის არ უნდოდა და არც ახლა უნდა არავის, შენ ვერ ხვდები, თორემ ჩვენი ქალაქის პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი, ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, მუშასა და გლეხს ჩაქუჩსა და ნამგალს რომ ვერ აგდებინებდნენ ხელიდან... _ როგორ მიხვდა ?! _ ინსტიტუდიდან რომ წამოვედი, ძეგლთა დაცვაში მივედი სამუშაოდ. ჩვეულებრივ მუშად ვმუშაობდი და ძალიანაც მომწონდა. ზა ტო უბნის რწმუნებულს არ მოვწონდი. , რატომ, არ ვიცი. დამდევდა, ცნობა მომიტანე, რომ მუშაობო.ძეგლთა დაცვიდან ცნობას არ მაძლევდნენ, ვინაიდან უფლება არ ქონდათ მუშად მიეღოთ ადამიანი უმაღლესი განათლებით. ამ პარტკომთან სამსახურისთვის მივედი და მოგეხმარებიო, შემპირდა. მერე სპეციალობა რომ გაიგო, ეგეთი გაკვირვებული სახე არც მანამდე და არც მის შემდეგ არ მინახავს. მაგ სპეციალობით რა სამსახური მოგცე, შე კაცო, პოლიტექნიკური მაინც დაგემთავრებინაო. ზუსტად მაშინ ვკითხულობდი კაფკას "პროცესს" და რამის გავრეკე, რა ! მერე უცხო ენათა ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა, იქაც „მარქსიზმ - ლენინიზმს“ ვკითხულობდი. იქაც ეძინათ სტუდენტებს. ზუსტად ის დრო იყო, „მზე რომ ჩრდილოეთიდან ამოდიოდა“ და ტრაქტატის 200 წლისთავს რომ აღნიშნავდა შევარდნაძე. ხომ გახსოვს, რა მიტინგი იყო მაშინ ?! აი, იმ მიტინგში მონაწილეობისთვის ინსტიტუდიდან გამომიშვეს „პირადი განცხადების საფუძველზე“. მერე იმ დალოცვილმა „პერესტროიკამ“ სულზე მომისწრო და მთლად ავშენდი. ტელევიზიაშიც გადაცემებს მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, მეშინია, არ დამავიწყდეს, რომ ვაზროვნებ. _ ყველაფერზე ხელის ჩაქნევა და „ნეტაი, შენ მოგცლიას „ პოზიციაზე დგომა მაინც არ შეიძლება _ ძალიან დიდი პაუზის შემდეგ თქვა ვერიკომ. _ კარგი, რამეს მოვიფიქრებ. _ შენ მოსაფიქრებლად სად გცალია, გამოფხიზლებას ვერ ასწრებ. _ კარგი, აღარ დავლევ, მაგრამ , შენ გგონია, რაიმე შეიცვლება ?! _ შეიცვლება. აი, ნახავ, თუ არ შეიცვლება ! _ ნეტაი შენი ოპტიმიზმი მომცა!... ამდენი ფანტაზია საიდან გაქვს?!.. მოდი, ვერიკო, აქ ..._ გვერდით მოისვა _ მე მეგონა, ჩემი უსაქმურობა და დალევა, მარტო მე მაწუხებდა... ბოდიშისა და მადლობის მოხდას ყოველთვის ვერიდები, მაგრამ დიდი ბოდიში, თუ დღეს ტკივილი მოგაყენე და დიდი მადლობა, რომ არსებობ... შენ არც კი იცი, ჩემთვის ვინ ხარ... და, კარგია, რომ არ იცი... _ არა მაინც რა ამბავია, ამდენი ხნით რომ იკარგები ?! არც რეკავ... _ მაგ დროს სამუშაოს ვეძებ _ ლექომ მხრები აიჩეჩა _ მართლა. _ ან არ გინდა, რომ მთვრალი გნახო... _ ხო. არ მინდა, რომ მთვრალი მნახო... _ მე კიდევ.. იცი ?! .. ვეჭვიანობდი.. _ მართლა ?! _ იცინის ლექსო _ ვისზე ?! _ ისე, ზოგადად ყველაზე და ყველაფერზე... შენს მეგობრებზე, ტელევიზიაზე... ლიზაზე... _ არა, საბოლოვოდ დავასკვენი, ჭკვიანი ქალი არ არსებობს… სხვებთან შედარებით ცოტა ჭკვიანი მგონიხარ და ხან ისეთ სისულელეს იტყვი !.. არაფერი არა გაქვს საეჭვიანო. _ ვითომ ?! _ ხო, ვერიკო, ვითომ ! თავიდან ვფიქრობდი, რომ შენთან კარგად ვგრძნობდი თავს, მერე ვფიქრობდი, რომ შეგეჩვიე... მერე მივხვდი, ჩემთვის აუცილებელი ხარ და ყოველთვის აუცილებელი იყავი... ზოგიერთები ამას სიყვარულს არქმევენ... და, იცი ?! ამ ყველაფრის აღიარებისა მეშინოდა... საოცარი ვინმე ხარ ... ბევრი კარგი რამის სინთეზი... საკმარისია რაც ვთქვი. მოდი, ვერიკო,ძალიან ნუ დავსერიოზულდებით... _ მე კიდევ მგონია... _ნურაფერი ნუ გგონია ! გარანტიების მოცემა არ მინდა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს გამოვასწორებ. _ როცა ადამიანის ძალიან გჯერა, უნებურად მისი ტვირთი ხდები. შენი ძალიან მჯერა, მაგრამ არ მინდა შენი ტვირთი ვიყო. _ ვინ გითხრა, რომ ტვირთი ხარ ?! _ მაგრამ ალბათ დიდ სიყვარულზე პრეტენზია არა გაქვს _ იღიმება ვერიკო. _ მაქვს. დიდ სიყვარულზე მაქვს პრეტენზია და სულ მქონდა. _ მეშინია შენი დაკარგვის. _ მერე, ვინ გითხრა, რომ ვიკარგები ?! _ როცა დიდი ხნით არ გამოჩნდებიხოლმე... _ მოვალ. სად წავალ ?!... ამ „გულისამაჩუყებელ სცენას“ მოუხდებოდა სიტყვა „მიყვარხარ“ ...
ვერიკო ამ დროს ფიზიკურად გრძნობდა, რომ ამ უცნაური, კეთილი და მართალი კაცის სულისა და ხორცის ნაწილი იყო და თბილ, ძალიან თბის იასამნისფერ უსასრულობაში ეშვებოდა.
... _ ვერიკო, არ დაიწყო ახლა, ფილოსოფოსიაო, ნიჭიერიაო, ჭკვიანიაო. „არასერიოზულ კაცს“ თამაშობს. _ არაფერს არ თამაშობს, ასეთია ნამდვილად, რასაც ხედავ. _ ღმერთმა გაუმარჯოს, თუ ასეთია, მაგრამ რად გინდა, ლოთია. _ აღარ სვამს. აღარ დავლევო, დამპირდა. _ მოიცა, რა ! ეგ „ტაჯიკური ზღაპრები“ შენს ლექსოს იმდენ ვინმესთვის იმდენჯერ აქვს ნაამბობი ! _ არა უშავს, ახლა მე მიამბობს.
...
_ მიკვირს, რა ნახე, მაგ ვერიკოში ?! ჯერ ერთი მაგას შენამდე... _ შენი საქმე არ არის ! თვითონ მეტყვის, თუ რამე აქვს სათქმელი. _ ო, რა ამბით იცავ ! და ვის ?! ვერიკოს ?! ეგ გიჟია, ბიჭო, ისტერიჩკა. ამდენ ხანს რაფერ ვერ შეამჩნიე ?! ფსიქიატრთანაც კი მკურნალობდა. _ თავი დაანებეთ იმ გოგოს, თავისთვის ცხოვრობს, არავის არ აწუხებს. თავის საქმეს აკეთებს და არავის ცხოვრებაშო ცხვირს არ ყოფს ცუდად. _ რა ცუდად იცნობ ! მაგან ერთი გამოაშტერა და მგონი დათოსაც უყვარდა, იმ გაჭირვებულს, არასდროს კი არ უთქვია, მაგრამ ყველა გრძნობდა. შენ არ იცი, ეგ ვინ არის. შენთან ანგელოზად რომ მოაქვს თავი, მასე კი არ არის. _ ცუდია, თუ კარგია, ეგეთია და ჩემია. შეეშვი. დათოს უყვარდა, მაგრამ ეგ შენი „მსოფლმხედველობის „ საზღვრებს სცდება და ამიტომ ვერ ხვდები. _ რამე უსიამოვნებებს გადაგკიდებს და მერე არ მისაყვედურო, რომ არ გაგაფრთხილე.
...
_ ვერიკო, გამოდით ამ საღამოს შენ და ლექსო ჩემთან. კაი კახური ღვინო მაქვს. _ არა, ვერ გამოვალთ. მე საქმე მაქვს და ლექსოც აღარ სვამს. _ უი, რა მითხარი ! მაგას ვერ დევიჯერებ, ლოთო ლექსო რომ აღარ სვამს... _ ლიზა, ბოდიში ახლა მეჩქარება.
... ლექსო, რა გევიგე, აღარ სვამ თურმე _ მერე რა ! _ არაფერი.. გამიკვირდა, რომ გევიგე. _ ვინ გითხრა ? _ ვინ მეტყოდა, ვერიკომ... ამას წინად მინდოდა ჩემთან გამოსულიყავით, კაი ღვინო მაქვსმეთქი და რა მითხრა, იცი?! „ მე და ლექსომ ვილაპარაკეთ და სმას თავი დაანებაოოო“. მოვკვტი სიცილით. ყოჩაღ ვერიკოს, მაგდენი თუ შეძლო. მაგი, ბიჭო, რას არ მოახერხებს ! ოხ, ოხ, რა მაგარი ვინმეა ! _ საქმეები მქონდა და აღარ ვსვამდი. ვერიკო აქ არაფერ შუაში არ არის. _ ვიცი, ვიცი, შენი საქმეები... ვინცხას გეიცნობდი ახალს. აბა, შენ იცი, ! კარგად იყავი ! ლექსო დაიბნა. ამხელა კაცი ბავშვივით დაიბნა. „ დავიჯერო დადის და ლაპარაკობს ?!.. არ მეგონა ! აბა, ამან საიდან იცის, რას ვაკეთებ?! შეიძლება თქვა კიდეც ! მართლა ყოჩაღ ვერიკოს, თუ დგას და ამას უხსნის, რატომ აღარ ვსვამ... თუმცა, რა, ქალია ! ს აკუთარი პიროვნებისაგან გმირი შექმნა „ვერიკო - ლექსოს ერთადერთი გადამრჩენი... „ ... შესანიშნავად თამაშობთ ჭადრაკს, ბედოვ ბატონო ! ჩემი ძვლებისგან გათლილ ფიგურებს ელეგანტურად აცეკვებთ, მაგრამ შავია დაფა... სიკვდილივით შავია დაფა !..“ მეც რა უცებ ამიჩუყდა გული ! დასჯილი ბიჭის მიცემული პირობები: „მეტს აღარ დავლევ... „ „მაღალი მატერიები“ და ასე შემდეგ... წადი, თქვენი !
... _ ვერიკო ვარ. ლექსო ხომ არსად გინახია ? _ არა.
ლექსო თეატრის კიბეზე იჯდა. _ ლექსო, აქ რას აკეთებ ?! _ არაფერს, ისე ვზივარ. _ ხომ კარგად ხარ ?! _ დღეს არა მიშავს, ხვალ ნამდვილად კარგად ვიქნები, მთაში მივდივარ. _ ვერიკო როგორ არის? _ არ ვიცი, დიდი ხანია აღარ გავსულვარ. _ კარგი, ლექსო, კარგად იყავი. _ მიცა. ერთი ჭიქა არყის ფული ხომ არა გაქვს ? _ არა, ლექსო, ტროლეიბუსის ფულიც არ მაქვს, ფეხით დავდივარ. _ კარგი მაშინ, წადი. _ აბა, კარგად იყავი. _ კარგად.
... _ ლექსო არ გამოჩენილა ? _ არა, ვერიკო, არა
_ ლექსო ტელევიზიაში ვნახე, ანეკდოტებს ყვებოდა. ვიღაცამ არაყი მოიტანა და დალევას აპირებდნენ. ხომ იცი ლექსოს ამბავი, ოღონდ დასალევი „გაიჩითოს“ და..
... _ ლექსო ხომ არ გინახავს სადმე ? _ რავა არა, ვერიკო. ლექსო აქანა იჯდახოლმე ჩემთან ყოველ საღამოს. ჯერ დავპანიკდი, რამე არ გამიბედოს, თორემ გავგიჟდებითქვა, მაგრამ არა, გოგო, ვინცხა ქალს ურეკავდა ჩემიდან. მერე ნამეტანი გვიან მოუვიდა მოსვლა და გავაგდე. კუკურიც გაბრაზდა. ხომ იცი კაცების ამბავი. ყოველ საღამოს მთვრალი იყო. ისე კი რა კაი ადამიანია, ლოთი რომ არ იყოს, რაფერ მიყვარს, თუ იცი.
... _ ლექსო ერთხელაც არ გამოჩენილა ?! _ არა, ვერიკო, არ გამოჩენილა. ამას წინად ვიღაც ნასვამი იწვა ქუჩაში. შორიდან ლექსოს მივამსგავსე. ახლოს მივედი და, მადლობა ღმერთს. ის არ იყო ! _ ლექსო მანდამდე არ დავა. _ ცოტა-ღა აკლია, ვერიკო. მაგას შენ ვერ ხვდები თორემ, ყველასათვის ნათელია.
... _ რაც ახლოს გავიცანი ადამიანები, მით უფრო მეტად შემიყვარდა ლექსო. _ ძალიან ნიჭიერია, ერთგული და მართალი. უბრალოდ, თავისი ადგილი ვერ მონახა. _ ჩემო კარგო, მაგან მონახა თავისი ადგილი, თუ მონახა, თორემ აბა ჩვენ ჩვენი საკუთარი პრინციპებისთვის ხან რას ვაწყდებით და ხან რას. მაგან ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა პრობლემები და ზუსტად იქ არის, სადაც უნა იყოს.
... ტაკიმასხარა ცხოვრებამ მთვრალ ლექსოს ქუჩაში ბარიერზე ჩამომჯდარს მიუსწრო : _ ლექსო, როგორ ხარ ? _ კარგად _ ორაზროვნად იღიმება ლექსო _ მაგრადა ვარ _ ორივე ხელის ცერა თითი მაღლა ასწია. _ კარგი რა ხდება შენსკენ ? _ ვსვამ _ _ ახალი ამბავი იცი ?! _ რა ახალი ამბავი ?! _ შეიშმუშნა უხერხულად. _ ვერიკო პარიზში მიდის. _ რაო, დიდი ხანია პარიზი მელოდებაო ?! _ იცინის ირონიით. _ უშუქობა მომბეზრდაო, უწყლობა მომბეზრდაო, პეიზაჟებისა და მსუქან-მსუქანი გედების ხატვა მომბეზრდაო. პარიზი ხელოვნების მექააო, შემოქმედებითი მუშაობა მინდაო. _ რითი მიდის, გამდიდრდა, თუ მსოფლიო რუქას დაადო ხელი ?! _ სახლს ყიდის, ნახატებს, წიგნებს. _ ეგ ხომ არ გაგიჟდა ! პარიზს რომ ვერ გადარევს, ფაქტია და რომ დაბრუნდება აქ რიმე ხომ უნდა ჰქონდეს ? _ რატომ უნდა დაბრუნდეს ?! ახალგაზდა ქალია, ნიჭიერი, ენა იცის. ნახავს ვინმე ნორმალურს და გათხოვდება. ლექსო ლოთიაო ! _ ქალია ! _ ხელი ჩაიქნია ლექსომ _ ქალები პრაქტიკული ხალხია ! _ ლექსო, იცი?1 მეც მივდიბარ საზღვარგარეთ. _ შენ რაღა გაყიდე ? _ იცინის ლექსო. _ ცა გავყიდე, ლექსო, ცა ! ის ცა გავყიდე, სადაც შენ დაფრინავდი ! ადამიანურად უნდა ვიცხოვრო ! ერთხელ მოდიხარ კაცი ამ ქვეყანაზე და იმ ერთხელ ლამაზად უნდა იცხოვრო. „სილამაზე იხსნის კაცობრიობას! „ დოსტოევსკიმ თქვა. _ ტყუილი უთქვია დოსტოევსკის, ჩემო ბატონო ! _ რააა ?! _ ტყუილი უთქვამსმეთქი მეთქი, დოსტოევსკის ! ღმერთი იხსნის კაცობრიობას და სილამაზეს!.. დოსტოევსკისაც, სხვათა შორის ! _ ხოო?! _ პარიზში მიდის _ ჩაილაპარაკა თავისთვის _ შემოქმედებითი მუშაობა მინდაო !.. ლექსო ლოთიაო... მე კი სულ მეგონა, ეს ის ქალი იყო, რომელიც ღმერთმა ჩემი ნეკნისაგან შექმნა... წადით ! ყველანი წადით ! გინდა პარიზში წადით და გინდა... ჯანდაბაში გქონიათ გზა !.. ყველანი წადით ! ..
...
სასადილო. შემწვარი თევზისა და ლუდის საზიზღარი სუნი. კომბინირებული ცხიმის ბუღი... სიგარეტის კვამლი... სამი მთვრალი ფიგურა აკვარელით შესრულებულ და გადარეცხილ ნახატს რომ ჰგავდა, ექვსი ამღვრეული თვალით უყურებდა ვერიკოს და ცდილობდა სახეზე გაკვირვება გამოეხატა. _ ვერიკო ! _ ვერიკოს დანახვაზე დაბნეული ლექსო ფეხზე ადგა _ აქ რა გინდა ?! _ მომასწავლეს ! .. ყოველთვის, გაცნობის დღიდან მეგონა, რომ შენი სულისა და ხორცის ნაწილი ვიყავი... მერე, დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ უშენობა მტკიოდა... ისიც მეგონა, რომ უბრალოდ ყოველთვის არ ვლაპარაკობდით ამაზე, თორემ შენც ბედნიერი იყავი ჩემით... ყოველთვის მეგონა, დიდი იყავი ფიზიკურად, სულიერად, მორალურად და ერთიმეორეს იმისათვის შევხვდით, რომ უფრო უკეთესები გავმხდარიყავით, ვიდრე ვართ... _ ვერიკომ შეისვენა _ ახლა ვიცი, რომ არავინ არა ხარ! ბუტაფორია ხარ და ადვილი ცხოვრება გინდა ! გამართლებაც გაქვს „აბა, რა ვაკეთო?“ ესა ხარ _ მაგიდაზე მიუთითა _ და მეტი არაფერი. შენ ვერ შეძლებ ვიმეს სიყვარულს, იმიტომ რომ საკუთარი თავი არ გიყვარს ! _ კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა. მერე გადაიფიქრა და სასადილოდან გამოვიდა. ლექსო გაოგნებული იდგა სასადილოს დარბაზში. _ შენი ქალია ? _ ჰკითხა ერთ-ერთმა ლოთმა. გამოერკვა : _ ქალია ! _ უპასუხა ლოთს და სასადილოდან სირბილით გამოვიდა _ ვერიკოოო !
ვერიკოს არაფერი არ დაუნახია... როცა ლექსოს დაძახებაზე _ ვერიკოოო! _ მობრუნდა, უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო. არ გაუგია მანქანის დაჯახებისა და დამუხრუჭების ხმა. არაფერი ესმოდა და ვერაფერს ხედავდა.
... _ ხომ ვამბობდი, ძმაო, რაღაცა მოხდებამეთქი. ეგ ქალი ისე სატანასავით გადაეკიდა. გადაეკიდა და ბოლოც მოუღო. _ საზოგადოებას ვერაფერს გამოაპარებ. მეც სულ ვამბობდი, ეგ საქმე ჩვეულებრივად არ დამთავრდებამეთქი. _ ქალი ვის არ ყოლია, მაგრამ ასე გადარევა ?! _ რა მაგის საქმე იყო, ლექსო დალევდა, თუ არა ! _ თვითონ რა, ცოცხალია ! ცოტას წაუტირებს და მერე ვინმეს ნახავს. აი, ლექსო კი მოკვდა. _ ლექსოს შესანდობარი იყოს. _ კეთილი კაცი იყო ! _ შენ ბოროტი ლოთი გინახია ?! _ ის უბედური კარგი კი არა, ბოთე იყო. ვაფრთხილებდი, მაგ ქალს თავი დაანებემეთქი. _ ცხოვრება, ძმაო, ცირკია ! მეოცნებეობის დრო წავიდა. ახლა თოკზე სიარული უნდა ისწავლო, თორემ დაღუპები.
... _ ლექსო ... _ ვერიკო, შენ მე მაშინებ... ზაფხულია, სადმე წადი, თორემ გაგიჟდები. ცოტა ხნით აქაურობას გაერიდე. _ ლექსო მოკვდა.. _ ხო, ვერიკო მოკვდა... აღარ გინდა... _ მეც მოვკვდი, უბრალოდ ჩემი დამარხვა დაავიწყდათ. _ მოდი, ხვალ მე ბილეთს აგიღებ და ზღვაზე წადი, ცოტა დაისვენე...
... ზღვაზე სეზონი ახალი დაწყებული იყო. რამოდენიმე დამსვენებელი თუ გამოდიოდა პლიაჟზე. ვერიკოსაც ასე ერჩივნა. ყოველ საღამოს სანაპიროზე იჯდა და სილას სცრიდა თითებით. „ლექსო რომ აქ იყოს !“... ვერიკოს ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა: _ ქალიშვილო, ზღვაზე მარტო ჩამოხვედით ? ბიჭს თამამი მზერა ქონდა. ვერიკოს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა: _ არა ! „ახლა უკვე აღარ ეკითხებიან „რომელი საათია?“, ან „თქვენს გვერდით შემთხვევით მოვხვდი, რას კითხულობთ ?! .. ააა, მე ეს უკვე წაკითხული მაქვს !..“ ახლა პირდაპირ გადადიან „საქმეზე“: _ ქალიშვილო, ზღვაზე მარტო ჩამოხვედით ?“ ვერიკო ისევ სილას სცრიდა თითებით და უყურებდა როგორ მიდიოდა ის თავხედი ბიჭი. „თუ მარტო ჩამოხვედით, შეუძლიათ „პარტნიორობა გაგიწიონ სანაპიროზე, კაფეში, რესტორანში... ლოგინშიც კი... ( !!! ) არა, მარტო არ ჩამოვსულვარ... ლექსოსთან ერთად !.. ლექსო დიდია... დიდია და მართალი... ლექსო არასსოდეს შეეკითხება გოგოს: _ ქალიშვილო, ზღვაზე მარტო ჩამოხვედით ? ... ნეტავ როგორ გაიცნობდა ლექსო გოგოს ზღვაზე ?! ალბათ ნაყინს უყიდდა პატარა ბიჭივით და მერე ყურადღებას აღარ მიაქცევდა, თითქოსდა „თქვენს გვერდით შემთხვევით მოვხვდი და ნაყინს მარტო ჩემთვის ხომ არ ვიყიდდი, თორემ სულაც არ ვაპირებ გამოლაპარაკებასო“ და ამას ისე ბუნებრივად გააკეთებდა, გოგო თვითონ წამოიწყებდა საუბარს... რა სასაცილო იქნებოდა ამ დროს !“... ამის წარმოდგენაზე გაეცინა. „ ოხ ეს ლექსო ! ახლა აქ რომ იყოს, მკითხავდა: _ რაზე ფიქრობ?! _ შენზე _ ვეტყოდი მე. _ ამიტომ გეცინება ასე ირონიულად ?!“ მე რამე სისულელეს გავაკეთებდი... მაგალითად... მაგალითად, ცხვირზე სველ სილას წავუსვამდი და ვეტყოდი: _ ცხვირა ! ... არა, არაფერს ამბობდა, მაგრამ მე მგონი, არ მოსწონდა, როცა ცხვირაც ვეძახდი. ლექსო !.. ლექსო !..“
... „ბარში კარგია, თან კოქტეილს სვამ, თან შეგიძლია ჩანახატები აკეთო... მაგრამ ახლა ჩანახატების კეთება არ მინდა... აი, ლექსო რომ აქ იყოს, გავაკეთებდი... ...ლექსო რომ აქ იყოს ! ლექსო რომ აქ იყოს, ამ მაგიდასთან კი არა, აი, იმ მაგიდასთან დავჯდებოდით... ... კარგად ცეკვავს ის გოგო !.. ლექსო რომ აქ იყოს მეტყოდა : „ _ ნახე, ვერიკო, იმ გოგოს რა თეძოები აქვს !“ ამას ისე მეტყოდა, უბრალოდ, ქვეტექსტით „რა მოხდა, ცოტას თუკი წაიეჭვიანებო“ თუმცა იცოდა ამ „ავანტიურას“ უყურადღებოდ დავტოვებდი და მეც უბრალოდ ვეტყოდი: „ _ მეორე უფრო სრულყოფილია ! „ ქვეტექსტით „ შენი ყველა მეთოდი ნაცნობია, ძვირფასო“ თუმცა კი... ხანდახან... არა, ლექსოს ვუყვარდი და არაფერი მქონდა საეჭვიანო.. ერთიმეორეს არაფერს ვპირდებოდით და არაფერს ვუმტკიცებდით, ასე ვთქვათ, სიყვარულისაგან „ შოუს „ არ ვაკეთებდით, მაგრამ მშვენივრად ვიცოდი, რომ ვუყვარდი და „ბოლომდე“ ვუყვარდი. ვუყვარდი !.. ოდესღაც... წარსულში... დი-დი ხნის წი-ნად !“ ვერიკოსთან ახალგაზრდა, სანდომიანი სახის ბიჭი მივიდა: _ თუ შეიძლება, იცეკვეთ ჩემთან ! _ გმადლობთ, არ ვცეკვავ _ ღიმილით უთხრა ვერიკომ. _ საერთოდ არ ცეკვავთ, თუ ვინმეს ელოდებით ? _ ველოდები. _ უკაცრავად ! _ ღიმილითვე მოუბოდიშა ბიჭმა. „ ყოჩაღ ! ალბათ არც ისე ცუდად გამოვიყურები, რაკი ახალგაზრდა კაცი ჩემს ასაკში როკენ-როლზე მიწვევს. ... ლექსო რომ აქ იყოს, ვიცეკვებდი... ეს ყმაწვილი ალბათ ლექსოს სთხოვდა ჩემთან ცეკვის ნებართვას: „ _ თუ შეიძლება, იცეკვოს ჩემთან !“ „ _ თუ თვითონ სურს ! „ _ ეტყოდა ლექსო და იფიქრებდა, რომ უარს ვიტყოდი. ... აი, მე კი სიამოვნებით ვიცეკვებდი იმ ბიჭთან... ვერიკომ ღიმილით გაიმეორა მელოდია. „ ლექსო ალბათ ვინმეს გაუბამდა საუბარს ქვეტექსტით „ დიდი ამბავი, თუკი ვიღაც ყმაწვილთან ცეკვავო“ , თან ერთი სული ექნებოდა, როდის დავამთავრებდი ცეკვას. მე თავს ავიწყვეტდი. „ _ ნახე, ვერიკო, იმ გოგოს რა თეძოები აქვს !“ „ მე შენ განახებ თეძოებს ! „. ... ბლუზის დროს კი ! მხერულად წარმომიდგებოდა, ქუსლს ქუსლზე მიარტყამდა და : „ _ Корнет Оболенский ! დამდეთ პატივი და იცეკვეთ ჩემთან !“ „ _ სიამოვნებით ! „ _ ვეტყოდი მე ბრძოლამოგებული გენერალივით. ხელზე მაკოცებდა... ის ბიჭიც დაგვავიწყდებიდა მაშინვე... ორივეს გაგვეცინებოდა. მერე ხელებს მომხვევდა და ვიცეკვებდით...“ ვერიკომ თითქოს ლექსოს ხელები იგრძნო... „ღმერთო ჩემო, როგორ მომენატრა... უბრალოდ, მომენატრა... „ უზარმაზარი, ფეხის თითებიდან აგორებული ტკივილი გულთან კარგა ხანს გაჩერდა და თმის ძირებამდე გააგრძელა გზა. _ ცუდად ხომ არ ხართ ?! ძლივს გაარჩია იმ ყმაწვილის სახე, წღან რომ საცეკვაოდ ეპატიჟებოდა. _ არა, ცუდად არა ვარ ! .. უფრო სწორად, გაივლის... _ თუ გნებავთ, სახლამდე გაგაცილებთ. _ ხო, ჯობია წავიდე. _ ალბათ არ მოვიდა, ხომ, ვისაც ელოდებოდით. _ არა, არ მოვიდა, მაგრამ „საპატიო“ მიზეზის გამო. _ ასე კარგად იცნობთ, რომ მოუსვლელობა „საპატიოში“ ჩაუთვალეთ ?! _ „ ეს ბიჭი კარგი ბიჭია !“ ... კი. კარგად ვიცნობ... ძალიან კარგად... დალევას გადაყვა. _ ააა ! _ გაცილება კი არ მინდა. თქვენც, ალბათ, აქ გირჩევნიათ. გმადლობთ ყურადღებისათვის. ნახვამდის! _ ნახვამდის !
... ზღვაზე ჩამოსვლისთანავე ერთი კლდის ქიმი ამოარჩია, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა. ყოველ დილით ყვითელი საბანაო კოსტუმით ამ ქიმზე იდგა და ზღვას უყურებდა. ზღვა მოიასამნისფრო იყო და ძალიან ლამაზი. აქედან ზღვაში გადახტომისას სიმსუბუქისა და მოიასამნისფრო უსასრულობის ისეთივე შეგრძნება ქონდა, როგორც მაშინ... ლექსოს შეხებისას. „ახლა ლექსო აქ რომ იყოს, მეტყოდა :“ _ არ გადახტე, ვერიკო, ძალიან მაღალია“ მაგრამ ლექსო აქ არ არის ! არ არის ! არ ა- რის !... არ არის და ნუ არის... უნდა გადავხტე... „
... კლდიდან ზღვაში გადახტომისას ლოდზე დაცემულა. ნაპირზე რომ გამოიყვანეს უკვე მკვდარი იყო. _ პატრონი ჯერ არ გამოსჩენია. ნათესავებს კი უკვე შეატყობინეს. _ ვინ არ ხტება იმ კლდიდან, მაგრამ ალბათ ამის ბედისწერა იყო. _ მაინც რა ზაფხულია ! ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა ამ ზაფხულს. _ სეზონი კი ჯერ ახლა დაიწყო.
... უცნაური ხალხია ეს მხატვრები ! ვისთან არ მონახავენ საერთოს ! ვის არ ნახავთ მხატვრის სახელოსნოში ! მხატვრების გარდა: მუსიკოსებს, პოეტებს, მწერლებს, პოლიტიკოსებს, საქმოსნებს, უსაქმურებს, ნიჭიერებს და უნიჭოებს, კახპებს, ლოთებს, მაღალზნეობრივებს და ზედმეად უზნეოებს, ვაჭრებს, ხარაზებს და თქვენ წარმოიდგინეთ, მებარგულებსაც კი!..და არ გაინტერესებთ ერთიმეორესთან რა ურთიერთობები აქვთ?! ერთიმეორეს თქვენობით მიმართავენ და სულ „მაღალ მატერიებზე „ და ხელოვნებაზე საუბრობენ, თითქოს, მხატვრის სახელოსნო,ჯადოსნური სასახლე იყოს, სადაც ღმერთი ადამიანს ადამიანთან ათანასწორებს წარმოშობისა და მდგომარეობის მიუხედავად და ამ სასახლეში მხოლოდ ხელოვნების სიყვარულით ცხოვრობენ. აქ ერთიმეორეს თავისი შინაგანი სამყაროთი ხედავენ, გულით ხედავენ, მოკლედ, მღვდელს ჭილობში სცნობენ. თუმცა აქ ხანდახან ისეთებიც მოდიან „თქვენ გიყვართ ბრამსი?“, მაგრამ მაგნაირები მალე მიდიან.
... ტაკიმასხარამ სცენაზე ფარდა დაუშვა ... მადლობის ნიშნად „მაყურებლის“ წინაშე ქუდი მოიხადა და ირონიული ღიმილითა და ყალბი პათეტიკით გამოაცხადა: _ Le spektakle est fini, la kompanier ! Le spektakle est fini ! წარმოდგენა დამ-თავ-რე-ბუ-ლია !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. mrs.smith., დიდი მადლობა, შენ პირადად.:), თავის დახრით. :))) ძალიან სასიხარულოა, რომ სხვა თაობას შენი მოთხრობა მოეწონება. :) ეს ათმაგად და ასმაგად სასიხარულოა. ესე იგი, შენს თაობასთან საერთო მაქვს და ბადის აქეთ-იქით არ ვდგავართ. :)პატივისცემით: ტენდი :) mrs.smith., დიდი მადლობა, შენ პირადად.:), თავის დახრით. :))) ძალიან სასიხარულოა, რომ სხვა თაობას შენი მოთხრობა მოეწონება. :) ეს ათმაგად და ასმაგად სასიხარულოა. ესე იგი, შენს თაობასთან საერთო მაქვს და ბადის აქეთ-იქით არ ვდგავართ. :)პატივისცემით: ტენდი :)
37. მეც მოვკვდი, უბრალოდ ჩემი დამარხვა დაავიწყდათ.
=)
ზუსტადაც
წარმოდგენა დამ-თავ-რე-ბუ-ლია !
და აპლოდისმენტებიც, ღირსეულად მეც მოვკვდი, უბრალოდ ჩემი დამარხვა დაავიწყდათ.
=)
ზუსტადაც
წარმოდგენა დამ-თავ-რე-ბუ-ლია !
და აპლოდისმენტებიც, ღირსეულად
36. ძალიან დიდი მადლობა თვენ!ძალიან მესიამოვნა წაკითხვა........ მართლაც ბრავო............. ძალიან დიდი მადლობა თვენ!ძალიან მესიამოვნა წაკითხვა........ მართლაც ბრავო.............
35. http://www.youtube.com/watch?v=SxUL9_uHrdU http://www.youtube.com/watch?v=SxUL9_uHrdU
34. ნუცი, დიდი მადლობა წაკითხვისათვის. ახლა გავიღიმოთ ორივემ ერთად. :) :) :) :) ნუცი, დიდი მადლობა წაკითხვისათვის. ახლა გავიღიმოთ ორივემ ერთად. :) :) :) :)
33. მომეწონა, იმიტომ რომ კარგადაა წარმოჩენილი საზოგადოების სახე. . . მომეწონა, იმიტომ რომ კარგადაა წარმოჩენილი საზოგადოების სახე. . .
32. მედი, ატირების საწინააღმდეგო საშუალება ხომ იცი ?! :) :) :) ხომ გახსოვს, ერთხელ მაგ საშუალებამ გაამართლა. :) :) :) :) :) :) მიყვარხარ და მიხარია, რომ მოგწონს. მედი, ატირების საწინააღმდეგო საშუალება ხომ იცი ?! :) :) :) ხომ გახსოვს, ერთხელ მაგ საშუალებამ გაამართლა. :) :) :) :) :) :) მიყვარხარ და მიხარია, რომ მოგწონს.
31. როცა ეს ნაწილი დაიდო-კომენტარს ვერ ვწერდი,არადა,გული გაგლეჯვაზე მქონდა ისე მინდოდა მეყვირა:ბრავო ციცი,ბრავო! ახლაც ამეტირა.... როცა ეს ნაწილი დაიდო-კომენტარს ვერ ვწერდი,არადა,გული გაგლეჯვაზე მქონდა ისე მინდოდა მეყვირა:ბრავო ციცი,ბრავო! ახლაც ამეტირა....
30. ლოლააა :) მეც მენანება ლექსო ასეთი დასასრულისთვის. :) შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ. :)
პატივისცემით : ტენდი ლოლააა :) მეც მენანება ლექსო ასეთი დასასრულისთვის. :) შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ. :)
პატივისცემით : ტენდი
29. ,,_ შეგიძლია არ დამელოდო ! _ გაბრაზდა ლექსო. ვერიკოს შეხედა და ნათქვამი შეარბილა . გაიღიმა _ ისედაც მოვალ" :) ,,_ შეგიძლია არ დამელოდო ! _ გაბრაზდა ლექსო. ვერიკოს შეხედა და ნათქვამი შეარბილა . გაიღიმა _ ისედაც მოვალ" :)
28. წინა ნაწილი როცა წავიკითხე,მინდოდა თქვენთვის მომეწერა ,,დამპირდით,რომ ლექსო კარგად იქნება"-მეთქი :):) მიუხედავად იმისა,რომ ვერაფერს შევცვლიდი,ვნანობ ახლა :) მენანება ასეთი დასასრულისთვის :(
მოგიკითხეთ მთელი გულით და ისევ მიყვარს თქვენი ნაწერები :):)
:-* წინა ნაწილი როცა წავიკითხე,მინდოდა თქვენთვის მომეწერა ,,დამპირდით,რომ ლექსო კარგად იქნება"-მეთქი :):) მიუხედავად იმისა,რომ ვერაფერს შევცვლიდი,ვნანობ ახლა :) მენანება ასეთი დასასრულისთვის :(
მოგიკითხეთ მთელი გულით და ისევ მიყვარს თქვენი ნაწერები :):)
:-*
27. გემშვიდობებით ერთი-ორი კვირით და გპირდებით, რომ მომენატრებიიით !!!! :) :) :) :) :) :) :) გემშვიდობებით ერთი-ორი კვირით და გპირდებით, რომ მომენატრებიიით !!!! :) :) :) :) :) :) :)
26. 555 ადრეც აღვნიშნე: საინტერესოდ წერთ! მომეწონა ეს მოთხრობაც! ველოდები სხვა ნაწარმოებებსაც! საუკეთეო სურვილებით! 555 ადრეც აღვნიშნე: საინტერესოდ წერთ! მომეწონა ეს მოთხრობაც! ველოდები სხვა ნაწარმოებებსაც! საუკეთეო სურვილებით!
25. დათოოო , დედი, დიდი მადლობა ! :) ვერ წარმოიდგენ, რა ბედნიერებაა, როცა შენი მოთხრობა სხვა თაობას მოსწონს და ისევე იღებს, როგორც შენი თანამედროვენი. ეს მოთხრობა ცამეტი წლისაა და შენ მაშინ ალბათ სუუულ პატარა ბიჭი იქნებოდი. :) :) :) დათოოო , დედი, დიდი მადლობა ! :) ვერ წარმოიდგენ, რა ბედნიერებაა, როცა შენი მოთხრობა სხვა თაობას მოსწონს და ისევე იღებს, როგორც შენი თანამედროვენი. ეს მოთხრობა ცამეტი წლისაა და შენ მაშინ ალბათ სუუულ პატარა ბიჭი იქნებოდი. :) :) :)
24. როგორ მინდა ამოვაპრინტერო თქვენი ნაწერები.
:)
როგორ მინდა ამოვაპრინტერო თქვენი ნაწერები.
:)
23. ძალიან საინტერესო იყო, მოგიკითხეთ თბილო ქალბატონო :) ძალიან საინტერესო იყო, მოგიკითხეთ თბილო ქალბატონო :)
22. სევდიანი დასასრულია........
მომეწონა სევდიანი დასასრულია........
მომეწონა
21. გიგა, არ ველოდი ამ სახის კომენტარს. უდიდესი მადლობა. :)
ასევე პატივისცემით : ტენდი :) გიგა, არ ველოდი ამ სახის კომენტარს. უდიდესი მადლობა. :)
ასევე პატივისცემით : ტენდი :)
20. რეცენზიის დაწერა მინდოდა მაგრამ ვერაოოოოოოოო...........
არაუშავს აქ დავწერ,..........
ვფიქრობ ნაწარმოები კარგი სტილისტიკით არის წარმოდგენილი. რაც მკითხველს საშუალებას აძლევს ზუსტად წარმოიდგინოს სიტუაცია და კარგად გაანალიზოს გმირთა წუხილი და გულისტკივილი..... ასევე ნაწარმოებში კარგად არის ასახული ცხოვრებისეული მძიმე პირობები. სოციალური მტკივნეული თემები რამაც საბოლოო ჯამში მთავარ გმირს უბიძგა დალევისკე....... რაც ყველაზე მთავარია ძალინ სიღრმისეულად და ამავდროულად სრულიად ადამიანურად არის ასახული სიყვარულის უდიდესი ძალა ამ ორი უმშვენიერესი გმირისა რამაც სამწუხაროდ ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანა......თუმც ამაში არის მისტიკური კავშირებიც რც ასევე ფიქრის ურთიერთობებით აისახა მოთხრობაში........
რატომ უნდა წაიკითხოთ ეს მოთხრობაა? იმიტომ რომ ეს არის ერთის მხრივ ძალიან მძიმე სოციალური პირობების შედეგობრივი ისტორია და მეორეს მხრივ ამ სოციალური გაჭირვების პროცესში განვითარებული უდიდესი სიყვარულის ისტორია...
პატივისცემით : გ ცაგარეიშვილი რეცენზიის დაწერა მინდოდა მაგრამ ვერაოოოოოოოო...........
არაუშავს აქ დავწერ,..........
ვფიქრობ ნაწარმოები კარგი სტილისტიკით არის წარმოდგენილი. რაც მკითხველს საშუალებას აძლევს ზუსტად წარმოიდგინოს სიტუაცია და კარგად გაანალიზოს გმირთა წუხილი და გულისტკივილი..... ასევე ნაწარმოებში კარგად არის ასახული ცხოვრებისეული მძიმე პირობები. სოციალური მტკივნეული თემები რამაც საბოლოო ჯამში მთავარ გმირს უბიძგა დალევისკე....... რაც ყველაზე მთავარია ძალინ სიღრმისეულად და ამავდროულად სრულიად ადამიანურად არის ასახული სიყვარულის უდიდესი ძალა ამ ორი უმშვენიერესი გმირისა რამაც სამწუხაროდ ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანა......თუმც ამაში არის მისტიკური კავშირებიც რც ასევე ფიქრის ურთიერთობებით აისახა მოთხრობაში........
რატომ უნდა წაიკითხოთ ეს მოთხრობაა? იმიტომ რომ ეს არის ერთის მხრივ ძალიან მძიმე სოციალური პირობების შედეგობრივი ისტორია და მეორეს მხრივ ამ სოციალური გაჭირვების პროცესში განვითარებული უდიდესი სიყვარულის ისტორია...
პატივისცემით : გ ცაგარეიშვილი
19. მხოლოდ დიალოგები მაქვს შემცირებული. დანარჩენი ასეთი ფორმაა, როგორც წერია. :) :) :) მხოლოდ დიალოგები მაქვს შემცირებული. დანარჩენი ასეთი ფორმაა, როგორც წერია. :) :) :)
18. ახლა ვნახე თქვენი შეკითხვა,ქ-ნო, ციცი...
პირადად მე საერთოდ არსად მიგრძვნია ნაკლულობა...
ვერც ვიფიქრებდი თუ შემოკლებული გქონდათ.
ზალიან კარგად გადადის მოვლენა - მოვლენაში, უმტკივნეულოდ! ახლა ვნახე თქვენი შეკითხვა,ქ-ნო, ციცი...
პირადად მე საერთოდ არსად მიგრძვნია ნაკლულობა...
ვერც ვიფიქრებდი თუ შემოკლებული გქონდათ.
ზალიან კარგად გადადის მოვლენა - მოვლენაში, უმტკივნეულოდ!
17. ასე კარგახანია არაფერი მომწონებია... რა საინტერესოდ დამთავრდა.. +++++ ასე კარგახანია არაფერი მომწონებია... რა საინტერესოდ დამთავრდა.. +++++
16. გულიდამწყდა რომ დამთავრდა, კარგი იქნებოდა გარძელებულიყო, საინტერესო იქნებოდა სრული ვარიანთიც, იგრძნობა რომ შემ ოკლებულია. გულიდამწყდა რომ დამთავრდა, კარგი იქნებოდა გარძელებულიყო, საინტერესო იქნებოდა სრული ვარიანთიც, იგრძნობა რომ შემ ოკლებულია.
15. მუხა და ანნა, დიდი მადლობა. :) :) :) მუხა და ანნა, დიდი მადლობა. :) :) :)
14. სამწუხარო დასასრულია,მაგრამ ძალიან რეალური ფინალით, მრავლად გვყავს "ლექსოები", "ვერიკოებიც" და არა მარტო მხატვრებში...
ქ–ნი ტენდი, საიტერესოდ წერთ, ინტერესით ველოდები თქვენს მორიგ ნაწარმოებს :)
სამწუხარო დასასრულია,მაგრამ ძალიან რეალური ფინალით, მრავლად გვყავს "ლექსოები", "ვერიკოებიც" და არა მარტო მხატვრებში...
ქ–ნი ტენდი, საიტერესოდ წერთ, ინტერესით ველოდები თქვენს მორიგ ნაწარმოებს :)
13. ძალიან კარგად იკითხება, ისე მომეწონა, ვერ გამოვსულვარ , განცდისაგან , ასე მგონია ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი, რეალობაა,რასაც წერ, ტუმცა საწყენია,რომ ასე ტრაღიკულად დამთავრდა, როცა ასეთი სიყვარულია, რატო არ მთავრდება კეთილად? ჩემი უმაღლესი შეფასება.! ძალიან კარგად იკითხება, ისე მომეწონა, ვერ გამოვსულვარ , განცდისაგან , ასე მგონია ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი, რეალობაა,რასაც წერ, ტუმცა საწყენია,რომ ასე ტრაღიკულად დამთავრდა, როცა ასეთი სიყვარულია, რატო არ მთავრდება კეთილად? ჩემი უმაღლესი შეფასება.!
12. გმადლობთ, ჩემო კარგებო ! :) გმადლობთ, ჩემო კარგებო ! :)
11. ტენდი, მომეწონა ძალიან!!! გაიხარე შენა!!! ტენდი, მომეწონა ძალიან!!! გაიხარე შენა!!!
10. ველოდი მე აქ ასეთ სევდიან დასასრულს, მაგრამ ასე მალე-არა :( მომეწონა! +5 და დანარჩენი პირადში :) ველოდი მე აქ ასეთ სევდიან დასასრულს, მაგრამ ასე მალე-არა :( მომეწონა! +5 და დანარჩენი პირადში :)
9. კრავაი, გმადლობ, რომ მოგეწონა. ეს ჯერ მოთხრობა იყო დიალოგებში:) მერე პიესა გავაკეთე და მერე ისევ მოთხრობად გადმოვაკეთე. :)
თამრიკო, უნდა გენახა წუხელის რა ამბით ვაკეთებდი კორექტურას (ღამის სამ საათზე) :):) დღეს რომ შენ სწორად დაგხვედროდა ეს მოთხრობა. :) :) :) მოკლედ, მე მგონი, შეშინებული ვარ. :) :) :) :) :) :)
დიდი მადლობა რომ კითხულობ.
პატივისცემით: ტენდი. კრავაი, გმადლობ, რომ მოგეწონა. ეს ჯერ მოთხრობა იყო დიალოგებში:) მერე პიესა გავაკეთე და მერე ისევ მოთხრობად გადმოვაკეთე. :)
თამრიკო, უნდა გენახა წუხელის რა ამბით ვაკეთებდი კორექტურას (ღამის სამ საათზე) :):) დღეს რომ შენ სწორად დაგხვედროდა ეს მოთხრობა. :) :) :) მოკლედ, მე მგონი, შეშინებული ვარ. :) :) :) :) :) :)
დიდი მადლობა რომ კითხულობ.
პატივისცემით: ტენდი.
8. რას მერჩოდი ამ "დილაუთენია"?! ახლა ჩავრთე კომპი და მაშინვე ეს მომხვდა თვალში... ყოჩაღ, ტენდი! 5 რას მერჩოდი ამ "დილაუთენია"?! ახლა ჩავრთე კომპი და მაშინვე ეს მომხვდა თვალში... ყოჩაღ, ტენდი! 5
7. სიამოვნებით წავიკითხე. ეს აქ ხდება. ჩვენს გვერდით...ჩვენს ახლოს...ყოველწუთიერი დრამა.ცხოვრება კი,ვითომ არაფერი,ისე გრზელდება, თითქოს ,არავინ დაუკარგავს... მადლობა ავტორს.ვთვლი, რომ საუკეთესო მასალაა საპიესოდ. შეგიძლიათ ამ კუთხიდაც გადახედოთ თქვენს ნაჭარმოებს. სიამოვნებით წავიკითხე. ეს აქ ხდება. ჩვენს გვერდით...ჩვენს ახლოს...ყოველწუთიერი დრამა.ცხოვრება კი,ვითომ არაფერი,ისე გრზელდება, თითქოს ,არავინ დაუკარგავს... მადლობა ავტორს.ვთვლი, რომ საუკეთესო მასალაა საპიესოდ. შეგიძლიათ ამ კუთხიდაც გადახედოთ თქვენს ნაჭარმოებს.
6. ნათი, ეს ცოტა შევამოკლე და მაინტერესებდა, სადმე რამე ხომ არ არის ამოვარდნილი. მე თვითონ ამას უკვე ვერ ვგრძნობ. ნათი, ეს ცოტა შევამოკლე და მაინტერესებდა, სადმე რამე ხომ არ არის ამოვარდნილი. მე თვითონ ამას უკვე ვერ ვგრძნობ.
5. რას ბრძანებთ ქ-ნო ციცი, ისე ველოდი დასასრულს და.....................
ეეეეეჰჰჰ, ვინერვიულე ცოტა მე! :( რას ბრძანებთ ქ-ნო ციცი, ისე ველოდი დასასრულს და.....................
ეეეეეჰჰჰ, ვინერვიულე ცოტა მე! :(
4. ნათი, გმადლობ, რომ ამ შუაღამისას ამხელა ტექსტი წაიკითხე და არ დაგეზარა. :) ნათი, გმადლობ, რომ ამ შუაღამისას ამხელა ტექსტი წაიკითხე და არ დაგეზარა. :)
3. "ცა გავყიდე, ლექსო, ცა ! ის ცა გავყიდე, სადაც შენ დაფრინავდი ! "
უჰ, როგორ არ მინდოდა,რომ წარმოდგენა ასე დამ _ თავ_ რე_ ბუ_ ლი_ ყო!
დიალოგებს ისე ჩავიკითხავ ხოლმე და ისე მოდის კადრები, თითქოს დიდ ეკრანზე ვუყურებდე სცენებს!
"უცნაური ხალხია ეს მხატვრები !" _ ეს ფრაზა ჩემს ერთ პატარა ნოველაში მეც მაქვს...მართლაც უცნაურები არიან საერთოდ ხელოვანი ადამიანები :) :-* "ცა გავყიდე, ლექსო, ცა ! ის ცა გავყიდე, სადაც შენ დაფრინავდი ! "
უჰ, როგორ არ მინდოდა,რომ წარმოდგენა ასე დამ _ თავ_ რე_ ბუ_ ლი_ ყო!
დიალოგებს ისე ჩავიკითხავ ხოლმე და ისე მოდის კადრები, თითქოს დიდ ეკრანზე ვუყურებდე სცენებს!
"უცნაური ხალხია ეს მხატვრები !" _ ეს ფრაზა ჩემს ერთ პატარა ნოველაში მეც მაქვს...მართლაც უცნაურები არიან საერთოდ ხელოვანი ადამიანები :) :-*
2. ნან, დიდი მადლობააა !!! :)
ნან, დიდი მადლობააა !!! :)
1. რას მერჩიოდი ამ შუაღამისას?,,,კარგა ხანს იცხოვრებს ეს ისტორია ჩემს გულში...5555555555 კი აუცილებლად მოკვდებოდა ვერიკო, სხვანაირად არც შეიძლებოდა... ძალიან ლამაზი სიყვარულია...ნამდვილი...დიახაც ხდება ასე ცხოვრებაშიც...
რას მერჩიოდი ამ შუაღამისას?,,,კარგა ხანს იცხოვრებს ეს ისტორია ჩემს გულში...5555555555 კი აუცილებლად მოკვდებოდა ვერიკო, სხვანაირად არც შეიძლებოდა... ძალიან ლამაზი სიყვარულია...ნამდვილი...დიახაც ხდება ასე ცხოვრებაშიც...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|