ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2011


გრძნობა და შიში

      გრძნობა და შიში

შიშის ქარტეხილს შეუპყრია ნაზი გოგონა,

კანკალაყოლილს ენა ებმის, ბიჭის რცხვენია,

ზოგჯერ მალულად ერთმანეთის ცქერით ტკბებიან;

აი, ახლა კი, მონატრების გრძნობით კვდებიან.

განა, ცხოვრება თვითონ გვიდგენს თავის კანონებს?

-    თუ გულით გინდა, ჩაეხუტე, ენდე გულისთქმას,

მაგრამ გოგონას, სიმორცხვისგან თავდახრით მდგომსა,

თეთრი ღაწვები სისხლისფერიც კი გახდომია:

მოსწონს გოგონას, თუმცა შიში გრძნობას სჯობია;

ბიჭს ენატრება, მაგრამ ხათრი სურვილს სჯობია;

თუ გულით გიყვარს, გენატრება, სულით აღმერთებ,

ამ ყოველივეს, განა, მართლა ფული სჯობია?

-    ფული ფულია, გრძნობა – ენით გამოუთქმელი,

ფულით იყიდი, გრძნობა ზოგს ხომ არც კი სწვევია...

მაგრამ სიყვარულს ზრუნვა უნდა, მოვლა მრავალი

ფული კი როცა დაგჭირდება, მაშინ არ არის!

უფულობა, უსიტყვობა, მხოლოდ დუმილი,

გრძნობები ნელა ხუნდება და რჩება ნაკვალი...

გოგონას სწორედ ეს აშინებს, ცრემლს ვეღარ იშრობს,

არც სურს გრძნობებმა დაუტოვოს მხოლოდ ნაკვალი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები