ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2011


ქალი - ლოცვანით ხელში

რაღა აზრი აქვს?!  ჩვენი წილი მოვჭამეთ უკვე...
თუ ზუსტად მახსოვს, ასე ამბობს ქუჩაში ხალხი,
შუახნის კაცი შემოხეთქილ სიბნელეს იკვლევს
თითისცეცებით... (შემდეგ ისევ ეცემა თალხში)

ეს მონოლოგი იყო ჩარჩო... მეტი არა-ვინ!
ზედ დალურსმნული ქალაქია, როგორც იესო…
თითოოროლა კუპრ-მოხდილი ცდილობს ფარანით
მზერა მოგუდოს სათავისოდ, რომ გააღწიოს -

ჩამორეცხილი განწყობიდან! გაღმა გვირაბის...
ანუ, სიმდორე გამოდენოს სისხლძარღვებიდან
დღეს დამესიზმრა სასაფლაო, სახლთან მოვარდნილ
ნიაღვარს ჰგავდა... სინათლეს, რომ ფესვებს უთხრიდა.

გუმანს სისხლს წოვდა გათენება - ანუ იმედი...
(სახეზე ისევ მოშიმშილო ფერი კიაფობს)
შუა ქუჩაში - ქალი იდგა ლოცვანით ხელში -
ჩურჩულით, უხმოდ კითხულობდა  და მასთან ახლოს

მანქანებმა სვლა შეანელეს -
ხვატი გაბაცდა...
უფალო, შენ ხარ შემოქმედი!
შენ გადა-გვ-წყვიტე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები