ფეხები დამეღალა, მაგრამ არ ვაპირებ წასვლას, ან ჩამოჯდომას. მინდა ესე შევხვდე, აი ესე, როგორც ეხლა ვარ, დაღლილი, ოდნავ გაღიმებული, ლოყაზე ისევ მეჯდეს პატარა ცრემლი, რომელიც თვალიდან უმიზეზოდ გადმოხტა. ისევ ველოდები, მხოლოდ მე, მხოლოდ მას... არ ვიცი უკვე რამდენი ხანია, მაგრამ არა მგონია ეს დრო სხვაგან რომ ვყოფილიყავი რამე უკეთესი გამეკეთებია. ისევ მარტო ვარ, ისევ არავინაა, ისევ ცივ მიწაზე, თბილი, მაგრამ ცარიელი გულით, ისევ არაფერზე ვფიქრობ, ისევ უაზროდ, მის ლოდინში... მასზე ბევრი მსმენია, მისი ხმაც გამიგია, მინახავს, "მასშიც ვყოფილვარ", მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ მე მის გზაზე ასე მდუმარე, ოდნავ ნაღვლიანი, ხესავით დინჯი, ვიდგებოდი და დაველოდებოდი მის გამოჩენას. გამოჩნდა, მაგრამ ის არა. ეს ერთი პატარა გოგონაა, ნაცნობი პირსახის. თითქოს უნდა, რომ რაღაც მითხრას, ან შეიძლება მე მინდა. ცოტა ხნის წინ ალბათ მასაც ველოდებოდი ისე როგორც ეხლა, მაგრამ ის აუცილებლად მოვა, სხვა გზა არ აქვს, მხოლოდ მას შეუძლია ბოლო მოუღოს ამ ყველაფერს და გახსნას ახალი კარი, რომელიც ჯერ არავის შეუღია, მაგრამ ყველას მოუწევს. ისევ ველოდები, მხოლოდ მე, მხოლოდ მას... დროს არ, ან აღარ აქვს მნიშვნელობა. მე მაინც არავინ მელოდება, მხოლოდ მე ველოდები, მხოლოდ მას... ის... ვიცი... მოვა... რომც არ უნდოდეს მაინც მოვა... აი, გამოჩნდა, ის ჩემკენ მოდის. მე მას ვუყურებ, მეღიმება, თვალებიდან ცრემლები ნაზად ჩამოცურდა. ისევ მარტო ვარ, ისევ არავიანაა, ისევ უაზროდ, ისევ "მის" ლოდინში. უკვე მომიახლოვდა, სინათლე თვალს მჭრის, მაგრამ არ ვხუჭავ, მინდა თვალებგახელილი შევეგებო. გამაყრუებელი წრიპინის ხმა გაისმა, ცრემლები ისევ ღაპაღუპით მომდის, ისევ ვიღიმი... ფერები ერთმანეთში აითქვიფა და შემდეგ ჩაქრა, ვიგრძენი როგორ დამეჯახა და როგორ მომისროლა ნაგვის ყუთში ნასროლი "ცარიელი ფურცელივით", ვიგრძენი როგორ დავეცი ძველ, გაცვეთილ ლიანდაგებზე... მხოლოდ მას ვხედავ... მხოლოდ მე... მხოლოდ მას... მას ჩემსავით გაუჩერებლად მოსდის ცრემლები და იღიმის... როგორც მე. ის მე არ მელოდება, მე ველოდები. ისევ მე... ისევ მას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. dzalian magaria ;( yochag ბილი dzalian magaria ;( yochag ბილი
3. ტავტოლოგია... ენობრივი და გრამატიკული შეცდომები.. შეფასების გარეშე. ტავტოლოგია... ენობრივი და გრამატიკული შეცდომები.. შეფასების გარეშე.
2. ტრაგედია უგმიროდ? ტრაგედია უგმიროდ?
1. აუუუუ, მეწყიიინაააა! აუუუუ, მეწყიიინაააა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|