ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელა ეული
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2011


ვედრება

ვერ გავარკვიე, როდის უფრო ვეწამებოდით,
სისხლიანია საქართველო, ჯერ კიდევ ოდით,
არ დაგვდგომია საუკუნე, როცა არ ვძრწოდით,
გმადლობ უფალო გამოგვიჩინე ქალწული ბოდბით.

მისტიურ სულებს ატარებდნენ ქართველნი ძველად,
მე აღარ მესმის მათი რწმენის ვტირი გულწრფელად,
ოცდამეერთე საუკუნის შუქურაც ელავს,
სწორედ ამიტომ ჩვენი მტერი ასმაგად ღელავს.

არ მიგვატოვო შემოქმედო სამყაროს მცველო,
გადმოგვაფრქვიე სულიწმინდის მადლი სულგრძელო,
გვიშუამდგომლე შენს წმინდა ძესთან ქალწულო მწველო,
დაიფარვიდე ცოდვილ მოდგმას გთხოვ ღვთისმშობელო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები