ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2011


გაქცევა (ნაწყვეტი ქვეყნიური მტვერიდან)

მომეცით თუნდაც კაპიკის სითბო თუმნის სანაცვლოდ,გრძნობის მათხოვარს,
მომეცით სითბო,მეტს არას ვითხოვ,ამ სიმრავლეში რადგან მარტო ვარ!...

ღამე აგორებს მთვარის კამათელს,
გველმა გაავსო შხამით ფიალა
და ტკბილად მწარე ცხოვრებამ გულზე გადამიარა...

და მე ვდგავარ ზეცის ქვეშ,
იქნებ ვგავარ გენიოსს?
ჩემი სულის სამყარო ზეცას შეხამებია,
სურვილი ვერ დამჯაბნის,გრძნობა თუ მომერიოს,
გულიდან წამოსული უცნაური ხმებია.
სურვილების სიმძიმემ ჩამოზნიქა ტოტები
ნატვრის ხეზე.დღეს სადღაც ცუდად გაიამინდა,
დაცემული მე კვლავაც მწვერვალზე ავბღოტდები,
მწვერვალების გარეშე მე ცხოვრება არ მინდა!
ჩემი თავისუფლების დაე მონად გადვიქცე,
სხეულს არ უხარია ჩემი სულის მონება,
მინდა ვტეხო ბორკილი,სხეულიდან გავიქცე,
მე მახსოვს ყველაფერი,არ მინდა მოგონება.
თეთრ სინათლეს მოჰყვება თითქოს შავი პიარი,
ამ ხორციელ მორევში გულმა გაიხალისა,
ჩემმა ფიქრმა და გრძნობამ მხოლოდ ერთ გზით იარა,
დღევანდელი უარყო,დაიტოვა ხვალისა...
ღამე კვლავაც აგორებს ცაზე მთვარის კამათელს,
ხვალ ცაზე მზით ამოვა ფერადი ბრწყინვალება,
თავი მაღლა ავწიე,თვით ღმერთს შევეკამათე,
ანგელოზი ვიხილე მე საოცართვალება.
ზურგთან მიდგას სატანა უჩინარი მახვილით,
თითქოს თვალით მანიშნებს:_"ღმერთი შენი მტერია!"
მაგრამ გული მაფრთხილებს მკაცრი შემოძახილით:_
"შენს გარშემო ბინძური,ქვეყნიური მტვერია!"
აი რატომ გავურბი ჩემი ხორცის მარწუხებს,
აი რატომ გაქცევა სიმრავლიდან მინდება,
სანამ წმინდა გონება,საღი აზრი მაწუხებს,
სანამ ჩემი თვალები მტვერით დაიბინდება...
მე გვირაბს გავუყვები,შორით მოჩანს ნათება
და ღვთიური ნათება იდუმალი ფერია,
თუ ცოცხალმა შევძელი თვით სიცოცხლის ანთება,
ესეც მწამს რომ იქნება ბედი და მისტერია.
გულმა უამინდობა ვეღარ გადაიტანა,
ვდგავარ მხრებში მოხრილი,თაღი მაწევს ზეცისა,
მე შევძელი სხეულის სამსხვერპლოზე მიტანა,
იქნებ მოვხვდი მიწაზე და ვიყავი მე ცისა?
ვაკაკუნებ ჭიშკარზე იდუმალი თვალებით,
მსურს მოვიხსნა სხეულის დამქანცველი სიმძიმე,
მოვიშორე მე ალბათ ქვეყნიური ვალები,
ახალ თავისუფლებით არ მინდა რომ მიმძიმდეს.
აგერ ხელში მიჭირავს სავსე ვერცხლის ფიალა,
უკვდავების ღვინოა<თუ სიკვდილის შხამია,
ყველა კადრმა ცხოვრების მე თვალწინ გამიარა,
ეს ცხოვრება მართლაც რომ ერთი ტკბილი წამია.
მე არ ვნანობ აქ მოსვლას,წასვლაც არ მენანება,
ვნახე,ვჭამე,შევიგრძენ ქვეყნიური მტვერია,
ანგელოზი მიმელის მე უცნაურთვალება,
მწამს რომ ესეც იქნება ბედი და მისტერია...

                                                დმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები