ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არმანი
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2011


საქართველოს დიდება

საქართველოს დიდება, მრავალ-მრავალ ჟამიერ,
ყველა დიდმა პოეტმა, უგალობა მრავალჟამიერ,
ლეგენდა თუ თქმულება, მომავალი ნათელი,
წინაპართა კურთხევა, უკვდავების სანთელი.

დროშა წმინდა გიორგის, მედგრად წინ მიმავალი,
სადღეგრძელო სამშობლოს, ჯიხვის ყანწით შესმული,
მოძახილი ვაჟკაცური, სიმღერები ქართული,
შავლეგო და კრიმანჭული, წინწყარო და მხედრული.

საუკუნე მრავალი, წარსულის თუ მომავლის,
ძალა ერთობაშია, მამა-პაპის ნათქვამი,
სამშობლოს სიყვარული, თავდადება, გმირობა,
მრავალ-მრავალ ჟამიერ, საქართველოს დიდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს