ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანდილი
ჟანრი: პოეზია
21 აპრილი, 2011


მონატრება

   
ისევ მონატრება...
რა უმოწყალოდ მიმეტებ...
გამძაფრებული ჟინი წარსულის,
აწმყოს დუმილით,
მომავალი კი...
ალბათ არ ღირს
ამაზე ფიქრი...
- და ისევ მონატრება...
წამით გარინდება -
სულის სიმშვიდეა!
მხოლოდ განვლილი -
მწარე და ტკბილი...
რჩება მონატრება...
ისევ მონატრება!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები