წვიმდა, საშინლად წვიმდა. მძვინვარე ციდან თითისხელა წვეთები ცვიოდა, თითქოს ცა მიწას ემხობოდა, არა და მზე შეუბრალებლად აცხუნებდა, მხოლოდ ჩემთვის წვიმდა, ჩემს პატარა სამყაროში, ყველასგან შეუმჩნევლად, მხოლოდ ჩემთვის, ჩემში წვიმდა... ჩემი გამოგონილი წვეთები ჩემივე გამოგონილი ციდან ჩემ გამოგონილ მიწაზე ისხმეოდა და გამოგონილ "მე"_ს მასველებდა. ხო, მე გამოგონილი ვარ, ისევე როგორც შენ, შენ არავისთვის არსებობ, მხოლოდ ჩემთვის, ჩემში. შენ ერთადერთი განსხვავებული ოცნება ხარ, რომელიც არ უკავშირდება სურვილებს, როგორც ყველა ოცნება, შენ სურვილი არ ხარ, შენ ჩემი ოცნება ხარ, რომელიც არასდროს მინდოდა რომ "ამხდარიყო", შენ ყოველთვის ოცნებად მჭირდებოდი. აქ, ჩემთან გულს ვერ მატკენ, ვერ მაწყენინებ, იმიტომ, რომ ჩემი ნაწილი ხარ და როგორც მე, ისე შენ გეტკინება და როგორც შენს თავს გაუფრთხილდები, ისე მე... ისევ წვიმს, ალბათ არასდროს გადაიღებს, თქვენსავე ღრუბლებად დაგროვილ ნაღველს და წყენას ალბათ დიდი ხანი ვერ გაიწოვს ჩემი პატარა სამყარო, ვერ ხვდებით, რომ ამ წვიმით ჩემში ანთებულ ცეცხლს აქრობთ და მხოლოდ ერთს მიტოვებთ, მხოლოდ წვიმას, მერე კი გაიკვირვებთ რატომ ვარ ასეთი. როგორიც შემქმენით ისეთი ვარ, მე თქვენი მოგონილი ვარ, თქვენ კი ჩემი მოგონილები, მაგრამ თქვენ მხოლოდ ჩემში ცხოვრობთ და ჩემი მოგონებები მხოლოდ მე მაზიანებენ და მაქრობენ, მე კი ყველასთვის ისეთი ვარ, როგორიც შემქმენით. ჩემი გული... ჩემი გული კი გამოგონილი არ არის, ის მართლა არსებობს, ჩემში, მაგრამ ისეთივე ცარიელია, როგორც მე და როგორც ყველაფერი, რაც მე მეხება. ის ცარიელია, რადგან მას კარზე არავინ უკაკუნებს რომ გაუღოს, ნაცნობი კი არავინ ყავს, რომ თვითონ მოიპატიჟოს, ის ცარიელია , რადგან ვერავის უშვებს შიგნით, ვისაც შეუძლია რომ ჩემს გულში შევიდეს და გაათბოს, ისინი სანთლით საძებარია, ჩემს გულს კი სანთელი უკვე ჩაეწვა მათ ძებნაში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. წვიმდა, საშინლად წვიმდა. მძვინვარე ციდან თითისხელა წვეთები ცვიოდა, თითქოს ცა მიწას ემხობოდა, არადა მზე შეუბრალებლად აცხუნებდა, მხოლოდ ჩემთვის წვიმდა, ჩემს პატარა სამყაროში, ყველასგან შეუმჩნევლად, მხოლოდ ჩემთვის, ჩემში წვიმდა... ჩემი გამოგონილი წვეთები ჩემივე გამოგონილი ციდან ჩემ გამოგონილ მიწაზე ისხმებოდა და გამოგონილ "მე"_ს მასველებდა. ხო, მე გამოგონილი ვარ, ისევე როგორც შენ, შენ არავისთვის არ არსებობ, მხოლოდ ჩემთვის, ჩემში. შენ ერთადერთი განსხვავებული ოცნება ხარ, რომელიც არ უკავშირდება სურვილებს, როგორც ყველა ოცნება, შენ სურვილი არ ხარ, შენ ჩემი ოცნება ხარ, რომელიც არასდროს მინდოდა რომ "ამხდარიყო", შენ ყოველთვის ოცნებად მჭირდებოდი. აქ, ჩემთან გულს ვერ მატკენ, ვერ მაწყენინებ, იმიტომ რომ ჩემი ნაწილი ხარ და როგორც მე, ისე შენ გეტკინება და როგორც შენს თავს გაუფრთხილდები, ისე მე...
მაგარია2+:) წვიმდა, საშინლად წვიმდა. მძვინვარე ციდან თითისხელა წვეთები ცვიოდა, თითქოს ცა მიწას ემხობოდა, არადა მზე შეუბრალებლად აცხუნებდა, მხოლოდ ჩემთვის წვიმდა, ჩემს პატარა სამყაროში, ყველასგან შეუმჩნევლად, მხოლოდ ჩემთვის, ჩემში წვიმდა... ჩემი გამოგონილი წვეთები ჩემივე გამოგონილი ციდან ჩემ გამოგონილ მიწაზე ისხმებოდა და გამოგონილ "მე"_ს მასველებდა. ხო, მე გამოგონილი ვარ, ისევე როგორც შენ, შენ არავისთვის არ არსებობ, მხოლოდ ჩემთვის, ჩემში. შენ ერთადერთი განსხვავებული ოცნება ხარ, რომელიც არ უკავშირდება სურვილებს, როგორც ყველა ოცნება, შენ სურვილი არ ხარ, შენ ჩემი ოცნება ხარ, რომელიც არასდროს მინდოდა რომ "ამხდარიყო", შენ ყოველთვის ოცნებად მჭირდებოდი. აქ, ჩემთან გულს ვერ მატკენ, ვერ მაწყენინებ, იმიტომ რომ ჩემი ნაწილი ხარ და როგორც მე, ისე შენ გეტკინება და როგორც შენს თავს გაუფრთხილდები, ისე მე...
მაგარია2+:)
3. გულიდან ამოხეთქეს არა? :) + გულიდან ამოხეთქეს არა? :) +
2. ,,შავ - თეთრია ცხოვრება ფერადი სიზმრებით.." :) ,,შავ - თეთრია ცხოვრება ფერადი სიზმრებით.." :)
1. ყველაფერი კარგად იქნება, ბილი :) ყველაფერი კარგად იქნება, ბილი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|