ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
4 მაისი, 2011


პირადი წერილი : : :

მინდა წერილი მოგწერო, სულ ერთია წაიკითხავ თუ არა, უბრალოდ მინდა მოგწერო. სარკეში ვიყურები, ის არ მირეკლავს, ალბათ იმიტომ, რომ  არ ვარსებობ, იქ არავინ ჩანს, მაგრამ მე შენ გიყურებ, ხო, შენ, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. ეხლა შენთან მოვდივარ, ნუ შეშინდები, ვერ დამინახავ, ნუ დაგავიწყდება რომ მე არ ვარსებობ, მე თქვენი ფანტაზიის "ნაყოფი" ვარ. სამწუხაროა რომ ამის წერა სიბნელეში მიწევს, მინდა გული თუ არა, თვალები მაინც მტკიოდეს როცა რამეს გიყვები. რამე იგრძენი? ალბათ ვერა, მაგრამ გეტყვი, რომ შენთან მოვედი, გიყურებ როგორ კითხულობ ჩემს წერილს და ერთი სული გაქვს როდის მორჩება. თუ გინდა შეწყვიტე, შენი ნებაა, მაგრამ იცოდე რომ მასთან ერთად მეც შევწყდები როგორც ერთი უბრალო მუსიკა, რომელიც ეცადა შენში ჩამძვრალიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. თუ ინებე და გააგრძელე ჩემი უაზრო ნაჯღაბნის კითხვა, ესეიგი ჯერ კიდევ აქ ვარ. იცი? ეხლა ჩემი კიდევ ერთი ცრემლი დაეცა, ან შეიძლება გაწვიმდა, არ ვიცი. გთხოვ ღრმად ჩაისუნთქე, მინდა მეც ჩამისუნთქო და სხვაში თუ არა ჩოტა ხნით შენში მაინც დავრჩე, მე ხომ ყოველთვის გულით დაგატარებდი და შენ გიძღვნიდი ამ ყველაფერს. ცოტაც და ეს წერილი დამთავრდება, და როგორც გითხარი მეც მასთან ერთად "დავმთავრდები", ამიტომ ბოლოჯერ გთხოვ, თვალები დახუჭე და ღრმად ჩამისუნთქე                                   
>            >
>            >
თუ მიგრძენი ესეიგი ჯერ კიდევ აქ ვარ, შენთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები