ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სულელი_გოგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 მაისი, 2011


მე რომ შემეძლოს

მე რომ შემეძლოს დღეს გავზრდიდი და ღამეს დავაპატარავებდი,პატარა ბილიკს გავიყვანდი  დედამიწიდან მზემდე,რათა უფრო ადვილად მოაღწიოს მზის სითბომ ჩვენამდე ,ჩვენმა სიყვარულმა კი_მზემდე.ადამიანებს ჩიტების ენაზე ავაჭიკჭიკებდი ,ბულბულს ტაძარში გალობის ნებას მივცემდი .რომ შემეძლოს ყოველი დღე სხვანაირად მოვევლინებოდი ჩემს თანადედამიწელებს :ზაფხულში ფიფქად ,ზამთარში იად ,შემოდგომაზე ატმის რტოდ ,გაზაფხულზე კი_ყვითელ ფოთლად.რომ შემეძლოს ფრთებს შევისხამდი და ვიფრენდი შორს უსასრულობის დასასრულამდე.რომ შემეძლოს ვარსკვლავს მოგიწყვეტდი და მის ელვარებას შენს თვალებს ვაჩუქებდი.რომ შემეძლოს წარმავალ სიყვარულს მარადიულ გრძნობად გადავაქცევდი .სალვადორი რომ მერქვას გავაჩერებდი დროს ,წამიერ ბედნიერებას წუთიერს გავხდიდი ."მე არ მოვკვდები მაშინაც კი_როცა მოვკვდები ,იმიტომ ,რომ მე შემიძლია გავაჩერო დრო ." ცხოვრებას დასაბამს მივცემდი დასასრულს კი_არა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს