ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: N O D O
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2011


ნიუტონის კანონები

I

შენი სხეული მოძრაობს ჩემი ეზოს გასწვრივ (შიშველი),
წარმოიდგინე მოძრაობა წრფივად, თანაბრად,
შენ ინარჩუნებ მუდმივ სიჩქარეს,
(რომელიც გჭირდება, რომ მოხვიდე ჩემთან,
რომ ნახო ჩემი თითების სითბო),
თუ შენზე ვიღაც არ იმოქმედებს და
კომპენსირებული იქნება ნებისმიერი ქცევა
ამა თუ იმ "სხეულის", შენს მიმართ.

II

ჩემი სიყვარულის მასა საგრძნობლად დიდია,
("სიყვარულს მასა არ აქვსო" - სისულელეა)
მე აჩქარებით მოვდიოდი შენამდე,
რადგან უკვე ძალა არ მყოფნიდა "მის" გარეშე,
ანუ ჩემი ძალა ფაქტიუროდ თანაბარია -
ჩემი სიყვარულის მასა გამრავლებული ჩემს აჩქარებაზე.


III

ჩვენი სიყვარული ერთმანეთის ტოლია,
თუმცა მიმართულებით განვსხვავდება,
ერთ ბეწვზე ვსხედვართ
და ციფრი 0 არის "მურმანის ეკალი".


***
აი დააკვირდი! თურმე რაოდენ მართალი ვიყავი,
როცა ვამბობდი, რომ ჩვენი სიყვარული,
ნიუტონის პირველი ორი კანონით დაიწყო
და მესამეთი დამთავრდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს