ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ერითროციტი
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2011


შემოდი (მარიამს ნათლობის)

მიდი გაიხადე ყველაფერი,
არა იმიტომ რომ შიშველს გიყურო,
არამედ იმისთვის... სიცხეა ვინაიდან,
დაუშვი ხელები და გაიღიმე,
ჩემს გარდა უშენობას ვინ აიტანს.
ოთახმა დაიწყო სიარული
ოთახში, ანუ ბოლთის ცემა,
მე უკვე შევიჩვიე ალკოჰოლი,
ვსუნთქავ მძიმედ და პაუზებით,
მაგიდა სავსეც და ცარიელიც,
ნიშნობის ბეჭედი, მაუზერი,
საფერფლე, ჭიქა და კონიაკი
(სომხური, სამვარსკვლავიანი)
შენ აქ ხარ, ანუ მერამდენედ
თვალებთან თითი ავიკარი,
ცრემლები, ცრემლები, ცრემლები.

წიგნების თაროები - დამტვერილი,
რელიქვიებიდან დაწყებული,
მე ყველა ჭურჭელს დავერიე,
ანუ ბანალური გაბრაზება,
დამჩემდა...
ამ ბოლო დროს ნებისყოფაც,
მღალატობს შენსავით და მაცივარი,
სავსეა უშენობის პროდუქტებით,
(ჰოდა) დღეიდან რაც კი არის,
ყველაფერს დავარქმევ გაგიჟებას.

კედელზე - პატენტი (ფიროსმანი)
სურათი, ისიც გახეული,
ვდგავარ და გულიდან ფენომენი -
ყვირილი - მინდა შევინიღბო,
მოვარგო დამტვრეული სახელური,
ისიც სამუდამოდ გაჭედილი.

შენ დგახარ კართან და გემართება
მერყევი ხასიათ, რომ გაბედო
თითის ზურგებით მოეფერო,
რკინის კონსტრუქციას, როგორც ჩვევა
ჯერ სამჯერ (პაუზა), მერე ორჯერ,
ყურს ადებ კარებს და ხმა ...
- "ეს მე ვარ".
...
- შემოდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები